Tuesday, December 15, 2009

ვერ ვიტან უწესრიგობას..

ვერ ვიტან, როდესაც თავის ადგილზე არაფერი არ დევს!..

ვერ ვიტან, როდესაც ფეხსაცმლის საწმენდს კარადაში კი არა, მაგიდაზე დებენ!..

ხომ შეიძლება იქ დააბრუნო საიდანაც აიღე?.

ვერ ვიტან როდესაც იხდიან და ეგრევე ყრიან!..

კარადა არსებობს!.

ვერ ვიტან როდესაც ჩემს ნივთებში იქექებიან და ჩემს რვეულებს ჩითავენ, იქნებ რაიმე საინტერესო აღმოაჩინონ!..

სად რა გადავმალო აღარ ვიცი უკვე!..

საკუთარ ოთახს კლიტე დავადო?.

გეკითხებით, დავკეთო ჩემი ოთახი ჩემს დაუკითხავად ყვავი ჩხიკვის მამიდამ რომ არ ჩაყოს თავისი გრძელი, მოკლე, კაუჭიანი ან კეხიანი ცხვირი?

თუ თან ვატარო გამიდმებით 342357603 რვეული, ფურცელი და ბლოკნიტი?.. 

ვერ ვიტან, როდესაც ყველაფერი თავზე მაყრია!.

არ შემიძლია ფეთხუმი ადამიანების ატანა!..

არასოდეს ვყრი ნაგავს ქუჩაში და ვერ ვიტან იმ ადამიანებს, ვინც ამას არხეინად სჩდიან!..

რა უბედურებაა!..

სენია!..

მეზობლები გვყავს!..

ეგ ნაბიჭვრები!.

ნეტა მაჩვენა რომლები არიან!.

შავ პარკში ნაგავს ყრიან, რასაც ჭამენ თუ სვამენ და ჩვენს სართულზე ყრიან!..

და ეს ხდება ერთხელ, ორჯერ და სამჯერ კი არა,. უკვე სისტემატურად!..

მერე მენაგვეს უნდა იხადო ფული, რომ სართული გაასუფთავოს თაგვები რომ არ დაგეხვეს, იმ გაზულუქებულ ღორს კი ადგილი გაუთავისუფლოს მეორე დღეს კიდევ რომ დაყაროს რასაც ჩახეთქვს ის!.. 

ნუ, რა შეიძლება უთხრა ამ უბედურებს?.

ის, რომ თავადაც ნაგვები არიან და არ შეჰყვე?..

მოკლედ რა!..

ვერ ვიტან შეუგნებელ ხალხს!.

რაღაცას რომ აფუჭებენ საზოგადოს და ჰგონიათ, სააკაშვილს უფუჭებენ, ან უგულავას, ან ვარძელაშვილს!.

ვაი, თქვე უბედურებო!..

მართლა უბედურებო!.

ამიტომ არ გეშველებათ არასოდეს არაფერი!..

შეუგნებელი ხალხი ხართ!

ხალხი კი არა, ერი ხართ შეუგნებელი!..  


6 comments:

Da-v-iD said...

:))))
შენ ეს მოგეწონება

http://mtvarisklubi.blogspot.com/2009/09/blog-post_02.html

ზენობია said...

Take it easy

xissunianisaxli said...

დალაგების პროცესი თუ გიყვარს? :)
მე მიყვარს :)

mr.picasso said...

xo egeti problemebi sxvenshi rom viyavit mashin gvqonda marazmia ra ubedurebaa jvaven da win giyrian gorebi ar etqmis ufro metia

gandaba said...

უჰ,შენ გეიხარე ამ პოსტისთვის!:)

გურამი said...

მაგას არ ვიძახი და გამიძახია მთელი ამდენი ხანი კაცო? მარა ერთი იმას ვამბობ, რომ შეუგნებელი ერი ვართ და არა ხართ. ვართ და რა ვქნათ? ვაპირებ ვიდეოპოსტი ჩავიწერო ამასთან დაკავშირებით.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger