Tuesday, April 28, 2009

ჩვენ და... ისევ ჩვენ...


დღეს ისევ ისე, როგორც გუშინ და გუშინ ისევ ისე, როგორც გუშინწინ..

ვერ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ, რომ ელემენტარულად, მათემატიკა კარგად ესმისო..

და მე ამ დროს რატომ ვიყავი ამაყი, ვერ ვხვდები :ბოლი:

არადა, ხანდახან მართლა მგონია, რომ რაღაცები ხდება, მაგრამ მერე წარმოვიდგენ ჩემს მიერ გამომუშავებული თეორიის თანახმად, რომ ეს ყველაფერი აბსტრაქციაა, არ ვარსებობთ არც ჩვენ და არც სამყარო და ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება.. :)

თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელი არაფერია, მით უმეტეს, სულაც არ მიმაჩნია ეს ამბავი წარმოუდგენლად..

:საკუთართავშიმეტადდაჯერებულისმაილი:

თუმცა ერთი რამ ფაქტია, მსიამოვნებს ამ საკითხზე საუბარი.. :)

დღეს დიდი დღეა...

რა რიცხვია?..

2009 წლის 28 აპრილი!.

კარგად უნდა დავიმახსოვრო, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ჩვენთაგანისათვის ამოუცნობი საიდუმლოს ამოხსნის დღეა.. :)

არადა, სიცხე ჰქონდა.. ;)

ეს სხვას, იმას არა..

ბატონმა თემურმა, სად არისო..

და ჩვენ ვუთხარით სიმართლე..

და გაგვიხარდა ის, რომ მას არ უკითხავს, თუ რატომ არ მივედით ხუთშაბათს. არადა, ფაქტია, რომ იმ წვიმაში ლექციაზე ჯდომას სიონის კაფეში ჯდომა გვერჩია..

და კიდევ ხვალ... ხვალ.. ხვალ...

ღმერთო, რა კარგია რომ ვარსებობთ..

სამი კვირაა, უფრო სწორად, ოთხი, რაც გარეკილი გვაქვს.. ;)

ოოო...

ეს ცხოვრება სიზმარივით მოსულა...

”ბალტიკა” ნომერი 7...

”ფანტა”...

და ეს ცხოვრება სიზმარივით მოსულა, ”ბალტიკა” ნომერი შვიდი, ”ფანტა” და ლობაინი..

ოღონდ, ეს ყველაფერი იყო ”ბალტიკას” და ”ფანტას” გარეშე.

თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?..

მგონი, ისევ იმას ვწერ, რასაც გუშინ ვწერდი, და გუშინ იმას ვწერდი,რ ასაც გუშინწინ, გუშინწინ კი იმას, რასაც გუშინ წინის წინ, გუშინ წინის წინ კი იმას, რასაც გუშინ წინის წინ დააა....

მაგრამ არაუშავს, ამიტანეთ..

დღის განმავლობაში იმდენი საინტერესო აზრი მომდის ამ თავში.... :)

მაგრამ რად გინდა, კომპიუტერთან დაჯდომისთანავე ყველაფერი მავიწყდება..

დღეიდან გადავწყვიტე, რომ ჩემი MP3-დან ყველა რუსული მელოდია გავაქრო..

დამენანება ”ДДТ ” და ზემფირა, მაგრამ ამას აუცილებლად ვიზამ..

მე ხომ რუსოფობიკი გავხდი..

და აღარ მჭირდება აღარაფერი რუსული!.. :)

გარემოებათა დამთხვევა ძალიან კარგია..

მით უმეტეს, თუ ეს ყველაფერი განწყობაზე მოქმედებს..

და მე კვლავ ეგოისტურად ვნანობ იმას, რომ 18 იანვრის ღამეს სულ სხვა სურვილი ჩავუთქვი წმინდა წყალს.. :))


 
Powered by Blogger