Thursday, May 7, 2009

დემაგოგია


ხანდახან როგორი სევდა შემომეძალება ხოლმე რა.. რომ წვიმს, საერთოდ ვინგრევი!.. მაისის წვიმა ვერ დავამუღამე.. არ ვარ მე რომანტიკისათვის დაბადებული ორფეხა და რა ვქნა...

ხშირია დღეები, როდესაც ჩემი საყვარელი ”ფანტით” სავსე ალუმინის ქილით ჩამოვჯდები ხოლმე სადმე გზის პირას და მივეცემი ფიქრს..

ეს, ძირითადად, ლექციების შემდეგ ხდება.. მე ”ფანტა”, იმათ ლუდი.. საერთო ლობიანი და რამე..

მაგრამ გუშინ ისე აღვშფოთდი და ავცახცახდი პირველ ლექციაზე, რომ ნერვების დასამშვიდებლად ჩემს საყვარელ სასმელს მივაკითხე..

აი, მთელი ერთი წელია და, კიდევ ნახევარი წელი, სულ მიკვირს.. 

მიკვირს..

მიკვირს..

ვაკვირდები..

ვცდილობ, სხვადასხვა კუთხით შევხედო, რომ მართლა დავინახო რამე, მაგრამ არ გამოდის..

მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ იმიტომ კი არ გამოდის, რომ მე ვარ დებილი, არამედ, იმიტომ არ გამოდის, რომ არაფერიც არ არის გასაგები..

იმიტომ, რომ არაფერია გასაგები, საერთოდა არაფერი!..   

ასეთ დროს რას უნდა ჩახვდე და შეიგნო აზრზე ვერ მოვდივარ..

და ისო..

ეს რა გაუშვეს გუშინო..

მე ხომ ამაზე სიუჟეტს გავაკეთებდიო..

უფრო საინტერესო და მისაღები იქნებოდაო..

ჩავჭრიდიო რა, ამ კადრებს და ისე ვაჩვენებდი ობივატელებსო.   

ეს არაობიექტურებიო..

ეს..

ეს..

ეს...

ეს არაპროფესიონალებიო...

ლოლ..

არაპროფესიონალიზმი მაგარი იყო!..

არა, განა მართლა არ არიან არაპროფესიონალები, არაპროფესიონალები რომ არ იყვნენ, ასეთ დღეში კი არ ვიქნებოდით, თხუთმეტ წუთში ერთხელ რომ რევოლუციებს ვაწყობთ, უბრალოდ, შემფასებელიც რაღაც მთლად ისე ვერ...

მოკლედ..

მერე იყო პრინციპების შეცვლა, სათქმელის გადაკეთება, ჩვენ ყველას ჩვენი შეხედულება გვაქვს..

ღმერთი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რაღაცები..

და ის დამავიწყდა მეთქვა, რომ სანამ საუბარი დაიწყებოდა, სიტუაცია კარგად დაიზვერა, ის ერთადერთი, განუმეორებელი და საზიზღარი ოპონენტი, ყველას რომ არგუმენტირებულად ანადგურებს არის თუ არა კუთხეში მიკუნჭულიო..

და რომ არ იყო დაიწყო..

და მეც დავიწყე..

და ვისიამოვნე..   

რა თქმა უნდა, დარტყმა მოულოდნელი და გამიზნული...

და გაბუტვა სულ სხვა მოტივით..

მიყვარს, გაბღენძილი რომ ვზივარ და შემიძლია პირში ვუთხრა ის, რაც სათქმელია..

და ვიკაიფო ძალიან მაგრად, როდესაც ვხედავ, რომ სხვა პონტი არაა!..

უბრალოდ, მსხვერპლი არ გიტოვებს სხვა გზას..

რომ არ იკაიფო ეწყინება..

ეს კი არა, მეორე გაცილებით რთული პრობლემაა..

საკუთარ აზრებს არ მოგახვევთ თავზე, არ მინდა რომ თქვენ ჩემს აზრზე იაროთო.. და რატომ ჰგონია, რომ როდესმე მე, და კიდევ ოთხი კაცი მის აზრზე ვივლით?..

არაო, ამას ლექციაზე არ ვიზამო..

მერე, ექცია რომ დამთავრდა და, იმან, მოგვახვიეთ თქვენი აზრიო, არაო, კაფეში რომ დავსხდებით იქო..

და ორივემ დავიწყეთ ჯიბეების მოჩხრეკა, კაფეს ფული რომ მოგვეგროვებინა, მაგრამ ვერ გავქაჩეთ..

მერე, ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ აზრი კი არ არის თავში, თავში, შუასა და ბოლოშიც მხოლოდ ის არის, რომ აზრი საერთოდ არ არის!..

არ არსებობს..

აი ასე რა...

ფაფუ!..

არა, კი არ გაქრა სადმე.. უბრალოდ, არც არასოდეს ყოფილა!.   

არადა, არაღიარება ყველაზე მაგარი არგუმენტია!..

და დემაგოგია ხომ, საერთოდ!..

იცით რააა?..

რაა?..

      

მე იმაზე მეშლება ხოლმე ნერვები, ჭკუა დარიგებები რომ მოდის.. არადა, როგორც დღეს ითქვა, შეიძლება ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით მასზე..

ის, რომ ჩვენზე სამი წიგნით მეტი აქვს წაკითხული, არაფერს არ წყვეტს..

მე ვფიქრობ, რომ კოელიო არ უნდა მოგეწონოს.. არც აკა მორჩილაძე..

რაღაცებს ედება ეს კაცი წერის დროს...

ნუ, არაა ეს მწერლობა მისი საქმე დაა...

ჰო, მესამე საერთოდ...

უკვე მოვტეხეთ, მივძონძეთ და თითის აწევით გველაპარაკება..

არა, ეს ყველაფერი მართლა უკვე პიროვნულ რაღაცებში გადადის..

ჩემს შემთხვევაში ასე არაა, მაგრამ, სადაც ასეა, მენერვიულება, იმიტომ, რომ ჩემს ახლობელ ადამიანს ეხება დაა..   

ჰო, რა ვიცი..

როგორც გინდათ, ისე იყოს..

უბრალოდ, არის რაღაცები, რისი კეთების მორალური უფლება რიგ ადამიანებს არ აქვთ, მაგრამ აკეთებენ..

უი, ღმერთო ჩემო!..

ამას წინათ მეტად მკრეხელურმა აზრმა დამარტყა თავში!..

ის რომ ლექტორობას დაიწყებს, რა ეშველება მომავალ, სრულიად უწიგნურსა და გაუნათლებელ თაობას?..

ჰოდა, აზრი რომ გავუზიარე იმას, ვისაც ჯერ არს.

და ის ჩამოჯდა..

მეც გვერდით მივუჯექი და მივეცით ნაღვლიანსა და, ამავდროულად, მწარე ფიქრებს...

:გადარჩენილითაობისსმაილი:


 
Powered by Blogger