Thursday, May 14, 2009

უსერ




თხუთმეტი წუთი..
თხუთმეტი..
მხოლოდ თხუთმეტი..
და მერე აღმოვჩნდებით..
იქ...
დავიღალე რა...
აღარ მინდა..
არც ვინმე და არც რამე...
დასვენება მინდა...
და, ამაზე უფრო მეტად იმის სურვილი მაქვს, გიჟივით ავვარდე სახლში, ჩავიკეტო კარები, შევძვრე საწოლის ქვეშ და თავზე ბალიში დავიმხო..
მრცხვენია..
და გული მტკივა..
და არ ვიცი რა ვქნა..
იქნებ არაფერი არ ვქნა და დავანებო თავი?!იყოს თავისთვის ეს ყველაფერი და სხვებმა აკონტროლონ სიტუაციები მის გარშემო..
და მან ისევ ისე გაატაროს რაღაცები..
აი, ვითომც არაფერი...
ეგოსიტი..
მესაკუთრე..
გოლზოურთი..

რა შუაშია, მაგრამ მაინც...

ჰო, აი, დღეს ვფიქრობდი, რომ პონტი გაიმაზებოდა..
ზემოთ რომ ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი..კი არა, მარჯვენა ნახევარსფერო გრძნობდა..
და მეც მეჯერა...
ეს ხომ ელემენტარულია...
დავურეკავ და გადავდებ..
მე შენ გეტყვი, რამე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები აქვს თუ?!..
მაგრამ, იმაზე რატომ არფერს მიგრძნობს გული?..
გრძელვადიანზე არფერს, მოკლევადიანი მოსულა..
ის მეც კი ვიცი და ძალიან კარგადაც...
კარგი რა..
გუშინ გავრეკეთ და ეგ იყო..
მაგრამ სახლში რომ დავბრუნდი დეპრესიამ მომიცვა..
იმ იუზერის მეშინია..
კი არა, ხერხემალი ამიცახცახდება იქ რომ დავინახო..
და იმას კიდევ რამ აჩვენა სიზმარში...
არა რა, რაღაც ზებუნებრივი კი არა, რაღაც არსებობს..
და თუ არ უნდა ეარსება, მაშინ რატომ გამოჩნდა, რატომ,
რატომ?
რატომ?..
რატომ?.
რას ვაშავები, დავდიოდი აქეთ-იქით..
და ჩემი პრობლემები მყოფნიდა..
მოვიდა და დამიმატა საფიქრალი რა..
ის სიტუაციაც ამოვიდა...
ამოვიდა ვიღაცები რომ ვაზელინებით რაღაცებს აკეთებენ და ჩვენზე ხერხემლები რომ უცახცახებთ, იმიტომ, რომ პონტი არ გამოუვიდათ რა..
ყველა ასპექტში დავჯაბნეთ!..
ვოტ!..
ვახ...
არა რა...
ვნერვიულობ...
ამდენი საქმე.,.
თავზე მაყრია და არაფრის თავი არ მაქვს..
და, აი, ისევ მომიარა სურვილმა, გავიქცე, ავირბინო სახლში, ჩავრაზო კარი, შევიკეტო ოთახში, შევძვრე საწოლის ქვეშ და თავზე ბალიში დავიმხო..
ასი წელი ვერ მიხვდებით რატომ..
და ვერავინ ვერ მიხვდება..
არაფერი არ არის დაშავებული...
უბრალოდ, ეტყობა მე ვარ ზედემტად ემოციური...
ემოციური...
მმმ...
რატომ ვარ ლექტოროფილი?..


 
Powered by Blogger