Friday, July 10, 2009

მაოხრებელი მკვდარი


ბოდიში ჯეკსონის ფანებთან...

კი არა, საკუთარ თავთან...

ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ჩემს ბლოგუნაზე მაიკლ ჯეკსონის შესახებ დავწერდი რამეს, მაგრამ როგორც ჭკვიანმა და ნასტავლმა კაცმა თქვა, არასოდეს თქვა არასოდესო..

არა, ეს სიბრძნე კი მახსოვს, მაგრამ ხშირად მემართება კურიოზები.

ბოდიში...

მე მაპატიეთ...

ცოდვა გამხელილი ჯობს და მე ნეკროფილი ვარ.

ჰოდა, როგორც კი შემთხვევით გავიგე მაიკლ ჯექსონის მოოქროვილი ვერცხლის კუბოს შესახებ, საკუთარ თავს როგორ ვაპატიებდი რომ ოქროს კუბო არ მენახა?!

ჰხოოოდა, საღამოს ჩავუჯექი და ცალი თვალით ვუყურე ცერემონიალს..

ნუ, ბოლოში ნერვები არ მეყო და გავთიშე.. 

თან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან კუბო კარგად ვერ დავინახე. 

ეს ოხერი, კამერა ათასში ერთხელ უმიზნებდა კუბოს და მაშინაც, იმხელა კვასკვასა წითელი გვირგვინი ჩანდა, რომ სეროზული ეჭვი გამიჩნდა ჯექსონის ოსურ ფესვებთან დაკავშირებით..   

ჰოდა, კუბო ვერ ვნახე...

სამაგიეროდ, მეორე დილას კომპიუტერი რომ ჩავრთე, მთელს ეკრანზე ისე საყვარლად დაეწერა Warning-ო, და ანტივირუსმა ისე საყვარლად იპოვა 46 ვირუსი (საიდან შემოძვრა ერთი!.   )..

ჰოდა რა უნდა მექნა, ამოვაძვრინე საიდანღაც ფუუულიიი, ჩემმა ძმამაც მომბაძა და წავაცუხცუხეთ პროგრამისტთან.

პროგრამისტმა დათომ აქედან შეხედა, იქიდან შეხედა, დააკვირდა და ეჭვნარევი მზერა მოგვავლო, შემთხვევით მაიკლ ჯექსონის დაკრძალვისა თუ რაღაც ოხრობისათვის ხომ არ გიყურებიათო..

ჰოდა, ჩემმა ძმამ, ჩემმა დამ უყურაო (გქონდეს ახლა მაგის იმედი.) და პროგრამისტი დათო გადაბჟირდა სიცილით.

სული რომ მოითქვა, ისო...

მეხუთე კაცი ხარ, ვინც დღეს კომპიუტერი მომიტანა ანალოგიური ვირუსით და იმათაც მაგის დასაფლავებას უყურეს, ძაღლი  მიაკვდა მაგას სულშიო (არადა, გულში აშკარად ლოცავდა, რა ფული აშოვნინა მკვდარმა ამ პროგრამისტებს აზრზე ხართ?)..

ჰოდა, ხერხემალი მაქვს აცახცახებული...

რა მინდოდა, რას ვუყურებდი..

მერე ფოტოებს ვერ ვნახავდი?

ან "კურიერში" ვერ შევათვალიერებდი კუბოს?

რომელი ჯექსონის ფანი ვიყავი, რას მღეროდა ეგეც არ ვიცოდი..

ჰუჰ!..

ჰოდა, ახლა ნეკროფილიაზე მსჯელობს გოგი გვახარია..

ნუ, საოცარი დამთხვევაა, საოცარი!..   

P.S. ჯექსონის ფანებთან ბოდიში, მაგრამ რას ერჩოდა ეგ ოხერი ჩემს კომპიკოს? 


 
Powered by Blogger