Saturday, July 18, 2009

old


ისა...

მოხუცებსა და ბავშვებზე რატომღაც ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე და რა მინდოდა მეთქვა:

დღეს რომ მოვდიოდი სახლში, გაჩერებაზე მოხუცი ბებო მანჯღრევს. მე, რა თქმა უნდა, ჩვეულ პოზაში ვიყავი (ყურებში MP3 და შავი სათვალე, მზეზე ალერგია მაქვს), ვიფიქრე, ვინაა მყუდროებას რომ მირღვევს-მეთქი და მოვტრიალდი (ასეთ დროს ძალიან უხეში ვარ). ეს მოხუცი რაღაცას მეუბნება და საზამთროს მაჩეჩებს ხელში.

ვიფიქრე, მჩუქნის  და გული ამიჩუყდა, მაგრამ მოდი დავაზუსტებ და ვეკითხები, რა გნებავთ-მეთქი..

ეს საზამთრო შემატანინე მე სხვა ბარგი მაქვსო..   

ჰოდა, უარი ვერ ვუთხარი მაინც, შევაცახცახე და ადგილიც დავუკავე. კი არა, მომიჯდა გვერდით და რა მექნა?

მე ფანჯრის მხარეს ვიჯექი და ვტკბებოდი ლენონით..   ჰოდა, ვგრძნობდი, ეს ბებო როგორ მიყურებდა და ნერვები მეშლებოდა, იმიტომ, რომ ვერ ვიტან ასე რომ მაშტერდებიან.

მერე საიდანღაც ხაჭაპური ამოაძვრინა და მიუხედავად იმისა, რომ ხელებს ვასავსავებდი, რასაც ჰქვია, ძალით ჩამჩარა პირში.

ამასთან ერთად, დამისვა ათასი კითხვა, დაინტერესდა ჩემი MP3-ს საბაზრო ღირებულებით, აღმიძრა ნეტარი მოგონებები, იყიდა ბურბულშელა და ისიც ძალით ჩამჩარა ხახაში.. 

მოკლედ.. 

მთელი გზა პირი არ გამიჩერებია.

ისე, ზრდილობის გულისთვის ორი კითხვა დავუსვი და ისე ხალისით მიპასუხა, გამეღიმა..

მერე თავის შვილიშვილებზე მიყვებოდა, ერთ-ერთი მესამე თაობას ყიდულობს დღესო..    და მე ისე დავიხედე ჩემს მოტოროლა L6-ს გეგონება ბებო ძალიან გაარკვევდა რომელი თაობის იყო..   

ბოოლოს, დავემშვიდობე და ჩამოვცახცახდი. მითხრა, ურბნისში ვცხოვრობო და გამახსენდა შარშანდელის წინის წინდელი ზაფხული, ყოველდღე რომ დავდიოდით მე, დედა და დათო საღამოს ლოცვის მოსასმენად გორიდან, საცალფეხო ხიდით რომ გადავდიოდით მტკვარზე და შიშისგან თვალებს რომ ვხუჭავდი, არ ჩაინგრეს-მეთქი.    

მთელი გზა, სანამ სახლში მოვიდოდი სულ მოხუცებზე ვფიქრობდი..

მართლა პატარა ბავშვებივით რომ არიან, ყველაფრის რომ სჯერათ რასაც ეტყვი და სულ ვეუბნებოდი ჩემს თავს გზაში, შენ ხომ ასეთი მოხუცი არასოდეს იქნები-მეთქი (თუმცა, შეიძლება არც არასოდეს ვიყო მოხუცი)..

P.S. თვალები მტკივა..   


 
Powered by Blogger