Monday, August 17, 2009

ჩავიხვიე


მე თუ რამე ავიტეხე, დამთავრებული ამბავია, ავისრულებ ყველა ვარიანტში..

ახლაც, არ ვიცი რატომ, უცებ მომინდა მართვის მოწმობა..

თამუნას ამ ორი კვირის წინ გამოვართვი ბილეთების წიგნი და რა დასამალია, რომ არ ჩამიხედავს შიგნით?..

ორი დღის წინ კი, ჩემმა ძმამ ჩვენი ძველისძველი 05-ის ჩხიკინი დაიწყო, საბურავები დაბერეს და რამე..

ჰოდა, მანდ გავჭედე..

ვეცი წიგნს და დავიწყე მეცადინეობა..

მიუხედავად იმისა, რომ ტვინი საშინლად მტკივა და ძალიან ვარ გადაღლილი, ამ ნახევარი საათის განმავლობაში ორი ბილეთი უკვე ვისწავლე..

ჩვენს მანქანას მარტო ნომრები აკლია და მამაჩემმა იქნებ ამ დღეებში როგორმე მოიცალოს ნომრების ასაღებად და მერე დავდგები და ვისწავლი ტარებას..

ვიცი რომ ადვილად მოვახერხებ, არაფერი არ არის მანქანის მართვაში ძნელი..

მერე რამდენიმე გაკვეთილს გავივლი პრაქტიკულში, გავცახცახდები გორის ავტოსკოლაში და ჩავაბარებ..

მე ისეთი ნიჭიერი ვარ, სექტემბერში მართვის მოწმობას ავაფრიალებ და გულდამშვიდებული შევუდგები მეოთხე კურსზე სწავლას.. :თვითკმაყოფილისმაილი:

აუ, ეს კოროლა მომწონს ძალიან...

ქუჩაში რომ ვუყურებ, რაღაც მწყდება ხოლმე გულში...

შავი ვერ ვიპოვე და ვერცხლისფერი დავდე..

ჯერ მართვის მოწმობას ავიღებ, მერე თუ როდესმე რამე სამსახური მეღირსა, შევაგროვებ ფულს და შავ "TOYOTA Corolla"-ს ვიყიდი...

და ვივლი..

ეჰხსთ...

ძალიან გადავვარდი მე ოცნებებში!.

თუმცა, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყოველთვის პატიოსნად ვასრულებ..


მაგრამ რა ხეირი რო?!..
 
Powered by Blogger