Tuesday, October 13, 2009

ისეთი პოსტი


ნუ მოიტყუები, რომ ამას არ კითხულობ.
მე ხომ ვიცი, ყოველდღე ამოწმებ ახალი პოსტი ხომ არ დაუწერიაო..
ჰო, ეს შენ გეხება, შენ..
და ამავე დროს არავის..
ნუ მაცვამთ ჯვარს ამ პოსტისთვის.
მე ქრისტე არ ვარ..
და არც მკრეხელი.
ადამიანებო, მე ხომ არასოდეს არაფერს ვითხოვ თქვენგან?
არასოდეს...
მაშინ თქვენ რატომ ითხოვთ ჩემგან?.
რა უფლებით?

ან კიდევ, რატომ მებოდიშებით ხოლმე რაღაც სისულელეებზე?
რატომ მიხდით მადლობებს ასეთსავე რაღაცებზე?
მე ხომ არც ბოდიშს ვითხოვ და არც მადლობას.
მე რასაც ვაკეთებ, ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ.
მე არ მჭირდება თქვენი მადლობები..
არც ბოდიშები..
იფიქრეთ რაც გინდათ ის ჩემზე..
მე ხომ ექსპერიმენტებს ვატარებ.
არა, თქვენზე არა..
მხოლოდ საკუთარ თავზე.
და ამ ექსპერიმენტებისათვის ყველას აქტიურად გიყენებთ.
გიყენებთ დაუკითხავად.
აი, სად უნდა მოგიხადოთ ბოდიში..
ბოდიში.
შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ჩემი მხრიდან ეს ყველაფერი ამორალურია.
მე კი მასში მხოლოდ მაზოხიზმის ნიშნებს ვხედავ.

დამებრდღვენით, ჰო..
მაგრამ სანამ დამებრდღვნებით, აბა საკუთარ ეგოში ჩაიხედეთ.
როდესაც ახლობელი გიკვდებათ რატომ ტირით?
იმიტომ რომ გენანებათ?
აბა მოვიდეს მიქელ-გაბრიელი და შემოგთავაზოთ, ამას გავაცოცხლებ, მაგრამ შენ უნდა დაწვე მის ადგილასო.
არა, გმირად ნუ გამომიცხადებთ თავს..
ძალიან გთხოვთ.
ასეთები ხომ არ ხართ..
არც მე ვარ, რასაკვირველია..
კოლექტიურად შევთხოვთ სიკვდილის მოციქულს, იწვეს, ნუ გააღვიძებთო.
ადამიანს იმიტომ ტირით, რომ მასთან ურთიერთობის სიამოვნება გაკლდებათ.. მეტი არაფერი.
და ჩნდება კითხვა:
ადამიანი ადამიანისათვის ღირებულია?

მე მაინც მგონია, რომ თვითკრიტიკა თვითკმაყოფილებას ჯობს.
მიხარია, რომ ამ უკანასკნელის არც ერთი ნამცეცი არ დევს ჩემში.

P.S. ორი დღის წინ ჩემს არქივში ვიქექებოდი, ოთახი რომ მაქვს გამოტენილი. მე ვეძახი არქივს, თორემ ისე, ჩვეულებრივი ნაგვის ბუდეა.
საინტერესო ჩანაწერები ვიპოვე ძველ რვეულებში.
ერთ-ერთი მათგანი იაპონურ ტრადიციას-სეკუკუს ეხება.
მოკლედ, საინტერესო რაღაცაა და აუცილებლად ძალიან მალე შემოგთავაზებთ პოსტს მასზე..
და იუკო მისიმაზე.
მაგ საყვარელ სეკუკუაკვიატებულ გიჟზე.
 
Powered by Blogger