Sunday, December 27, 2009

80 კმ


არ მიყვარს ავტობუსით მგზავრობა და ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო..

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბავშვობიდან შიში მაქვს, ვერ ვიტან მგზავრობას მანქანით (თუმცა ამ წიკმა კარგა ხანია გადამიარა), მეორეც, ავტოსადგომი საკმაოდ შორსაა ჩემი სახლიდან და მარშრუტკით უნდა ვიმგზავრო, მესამეც, ადამიანებთან ურთიერთობა და მათი აღქმა რთულია ავტობუსში..

ამ ყველაფერს 2008 წლის შემდეგ ახალი მიზეზი დაემატა: ავტობუსით რომ მივდივარ, სულ თვალწინ მიდგას აგვისტოს ამბები და საშინლად ვიგრუზები!..

თან იმ მონაკვეტებს გავდივართ, სადაც უშუალოდ ღრუსი ღორები დათარეშობდნენ..

უნდა გაიარო სამი ახალი სოფელი, ლტოლვილებით რომ არის დასახლებული..

გორის შესასვლელშიც, ახალი უბნებია გაშენებული..

მარშრუტკებს ახალი მიმართულება დაემატათ: კოტეჯები..

და ძალიან ვნერვიულობ ხოლმე რა!.

ამ მიზეზების გათვალისწინებით, ყოველთვის მატარებლით მგზავრობას ვამჯობინებ. დავიწყოთ იქიდან, რომ უფასო არა, იაფია, მერე, კომფორტულია ძალიან და სულ მერე, ადამიანებზე დაკვირვების არაჩვეულებრივი საშუალება გეძლევა..

თან, ამ ყველაფერთან ერთად, გორის რკინიგზის სადგურიდან ჩემს სახლამდე, სადღაც, 500 მეტრი იქნება..

მოკლედ, ამდენი რატომ ვიბოდე..

დღეს ერთ-ერთი იმ იშვიათ დღეთაგანი იყო, როდესაც იძულებული გავხდი, ავტობუსით წამოვსულიყავი.

ბილეთების გამყიდველები, ეს ძონძროხა, გასათხოვარი და ცხოვრებაზე დაბოღმილი ქალები, საცემრად იწევენ..

ხუთი ლარი მივაწოდე და ერთი დამიბრუნა. მერე მეკითხება, რა გინდაო.. მეთქი, ხუთი ლარი მოგეცი და ლარი დამიბრუნე..

მოგცემ შენ 50 თეთრს, რა იყოო..

- არ მომცემ და შენი აჯობებს-მეთქი, - ჩავიბურტყუნე და დილაადრიან ამ უზრდელი ქალის მიერ ნერვებმოშლილი ჩავჯექი ავტობუსში..

ვზივარ გამწარებული და ვიღაც მსუქანი თათრის ქალი მომიჯდა უკან.. ისე ახველებდა, მთელი ჯიგარი ამოჰქონდა და, ეჭვი მაქვს, პირზე არაფერს იფარებდა..

აი, თმის წვერიდან დამეწყო სიბრაზე!..

რა წესია, ვერ გავიგე.. პირზე მაინც აიფარე, ამხელა 234754 კილო ქალი ხარ!.. :@

ავტობუსების გასვლაც ვერ დავამუღამე...

40 წთ-ში ერთხელ გადის და მე მაინცდამაინც მაშინ მივდივარ, როდესაც ახალი ავტობუსი დგას..

კიდევ კარგი, წიგნი წავიღე და ერთი მსუქანი თავის წაკითხვა მოვასწარი გასვლამდე.

არ შემიძლია არ აღვნიშნო კონტროლიორებისა და მძღოლების ფენომენი.

ჯერ ბილეთი არ მქონდა აღებული, მსუქანი გამცილებელი რომ მეცა, რა ადგილი გაქვსო..

მეთქი, პირველი. ჰო, სწორად ჯდები, დაჯექიო..

დავჯდები აუცილებლად, არ ინერვიულო-მეთქი..

ასე ჰკითხა სამ კაცს ჩემ გარდა, რომელი ადგილი ჰქონდათ.

რას აკეთებენ იცით? ხანდახან ის მსუქანი, წვერულვაშიანი და გასათხოვარი დედაკაცები პირველ სკამებზე ბილეთებს არ ყიდიან..

ეს გამცილებლები კი, ავტობუსის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შემოსწრებულ მგზავრებს იყვანენ ბილეთის გარეშე, სვამენ წინა სკამებზე და ფულს აკეთებენ რა..

ერთხელ დამემართა ეგრე..

მე და ჩემი ოპერატორი მივდიოდით გორში, თეატრზე უნდა გადაგვეღო რაღაც და აგვტენეს ავტობუსში, წინა სკამებზე დაგვსხეს.. 

ვიფიქრე, კამერა რომ დაინახეს, პატივისცემა მოუნდათ-თქო და მგზავრობის ფულის გადარჩენას ვზეიმობდი, მაგრამ მხოლოდ საათი და 20 წუთი!..

თეატრთან ისე საყვარლად გამოგვართვეს ფული, კინაღამ ხურდაც დაიტოვეს..

ჰო, ასე ხერხემალაცახცახებული მოვედი სახლში, სადაც მორიგი "სიურპრიზები" დამხვდა.

არ ვიცი, შეიძლება პედანტი ვარ, მაგრამ ხომ არსებობს წესები, რომელიც მიღებულია!..

შენ თუ გსიამოვნებს, მე მეზიზღება და არც ვარ ვალდებული, მსიამოვნებდეს!.

წავედი ახლა, საინტერესო სტატიები ვიპოვე ჩემს მაკულატურაში და წავიკითხავ...


 
Powered by Blogger