Wednesday, January 13, 2010

20ნება

ყოველთვის მომწონდა..

ყოველთვის..

ვგიჟდები ამ არხზე. მომწონს ყველაფერი, რასაც აკეთებენ, როგორც აკეთებენ. მიყვარს მათი დოკუმენტური ფილმები, საინფორმაციოები, ის, რომ კომპეტენტურები არიან..

ყველაფერი მომწონს..

დაბრმავებული, დაყრუებული და დამუნჯებული ვარ..

ოცნებების ორი კატეგორია არსებობსო რომ ამბობენ, ერთი რომელიც ახდენას ექვემდებარება და მეორე, რომელიც არ ექვემდებარება ახდენას, ამის არ მჯერა.

ისე, ბუნებრივია, რომ ვერასოდეს ვიცხოვრებ მეცხრამეტე საუკუნის ლონდონში, მაგრამ ოცნებები, რომლებიც ჩვენს რეალობაში განხორციელების საშუალებას იძლევა, სულაც არ არის მიუღწეველი. 

ასე ვფიქრობ მე..

თავხედი არ ვარ..

არც ზედმეტად დაჯერებული საკუთარ შესაძლებლობესა და უნარებში..

ჰოდა...

ჰოდა მთელი გულით მინდა, როდესმე მომეცეს ჩემს საოცნებო არხზე მუშაობის საშუალება.. 

:)


5 comments:

ნან said...

სულაც არ არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი ეგ ამბავი :)

მთვარია შრომა (საშინელი სადამსჯელო სიტყვაა, რამე უფრო მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი სიტყვით უნდა შევცვალო)

clown said...

წარმატებები, წარმატებები და კიდევ ბევრი წარმატებები ^^
გისურვებ ყველა ოცნების, მიზნის, ამბიციის ასრულებას ^^

vasasi said...

ნან: კი, ვიცი, რომ შრომა დამჭირდება.. :)
მზად ვარ, საოცარია, მაგრამ არ მეზარება.. :))

clown : მადლობა, დიდი მადლობა.. :)

:*

Sophie Golden said...

WISH YOU LUCK - აი, ზუსტად ეგ სჭირდება ადამიანს მანდ მოსახვედრად BIG FAT LUCK. შრომის არ მჯერა! ;)

Lalena said...

ამბობენ როცა რაღაცა ძლიან ძლიან გინდა აგიხდებაო :)

ხოოოდა სოფიმ, რომ თქვა BIG FAT LUCK-ო იმასაც გისურვებ მაინც, რა იცი რაში გამოგადგება :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger