Saturday, January 2, 2010

დაგაბედოთ?!


აი, როგორ ვარ იცით? დღესასწაულის დღეებში რომ ხარ ადამიანი. უამრავი საჭმელი რომ არის ირგვლივ, შენ კიდევ არაფერს ჭამ.

აბა როგორ უნდა ჭამო, რომ უყურებ ატანა აღარ გაქვს. არა, იმიტომ კი არა, რომ ჭამე უკვე. არაფერიც არ გიჭამია, უბრალოდ, ვერ იტან..

კი არა, მე ვერ ვიტან ბევრი საჭმელი რომ არის ირგვლივ. რომ რჩება, მერე რომ ყრი..

სულ ვნერვიულობ ხოლმე, ალბათ იმიტომ, რომ მეტი საქმე არ მაქვს.

კი არა, სადარდებელი.

გჯერათ ბედობის?

მე არ მჯერა.. იდიოტობაა, მეტი არაფერი..

რა უნდა დამებედოს ახლა მე, მთელი დღე სახლში ჯდომა, "მარტის მამლის" კითხვა და პარალელურ რეჟიმში საკუთარი თავის იძულება, რომ დავჯდე კომპიუტერთან და ერთ კვირაში რომ გამოცდების კოშმარი მეწყება, იმის საკითხების მოვიძიო.

მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი. კომპთან კი ვზივარ, მაგრამ ბლოგზე ვწერ (ვიბედებ რა), მანამდე ფეისბუქი დავლაშქრე, და ფორუმი კიდევ.. 

ამ ჩემს სადიპლომო ბლოგს რა ეშველება არ ვიცი, მგონი, არაფერი  გამომდის.. ეგ კი არა, ლამისაა უკვე ჟურნალისტობაზე ჩავიქნიო ხელი.. თუმცა, ჟურნალისტობა რაღაა, ლამის საერთოდ ჩავიქნიო ხელი..

31 დეკემბერს ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა გამოცდების საკითხები გამომიგზავნა და 31-დან რომ ამიცახცახდა ხერხემალი, ახლაც მიცახცახებს, ვერ ვაჩერებ..

ორი საკითხი ისეთი წიგნიდან არის, რომელიც არ მაქვს..

რა მეშველება არ ვიცი, თუ რამე მეშველება საერთოდ..

ჰოდა, ამაზე ხერხემალაცახცახებულს ისეთი საოცარი სიზმარი დამესიზმრა, მთელი ღამე ნერვიულობით მოვკვდი.

გამოცდაზე სამი დამსწრე გვყავდა და, დიპლომსა და გამოცდას ერთდროულად ვწერდი და ვიცავდი (ამ დიპლომზე ცალკე მიცახცახებს ხერხემალი)..  საბოლოო შედეგი ვერ გავიგე, რადგან შეშინებულს გამომეღვიძა 11 საათზე (ეს ორი დღეა თერთმეტამდე მძინავს, 20 წლის მოუხსნელი რეკორდი მოვხსენი)..

ეჰ, სიზმარი სიზმარიო, მაგრამ დამსწრეები მართლა გვეყოლება გამოცდაზე და მართლა მიცახცახებს ხერხემალი. ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობა რომ ვიცი, რა თქმა უნდა, მოუმზადებელი არ მივაკითხავ დედა ალმას, მაგრამ რა ვიცი რა ხდება.. :უსერ:

უი, მართლა!.

გინდათ ძალიან მაგარი რაღაც გასწავლოთ?

როდის ხდება სურვილები მართლა..

ნათლისღების ღამეს, 18 იანვარს ანუ, თორმეტი საათიდან პირველ საათამდე ყველა ონკანში წმინდა წყალი მოდის. მთელი საღამო ხმა არავის უნდა გასცეთ, სადღაც პირველის ნახევრისთვის აავსეთ წყალი და სურვილი ჩაუთქვით. ის სურვილი აუცილებლად აგიხდებათ იმ წელს. ოთხჯერ გავაკეთე უკვე და ოთხჯერვე ამიხდა სურვილი. რაღაც, ეს ბოლო არ გამოვიდა ბოლომდე, მაგრამ თვენახევარი ხომ იყო კაცო, თუ უფრო მეტი.. :))

მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ.. 

დაგებედეთ, ფაქტობრივად.. :)


5 comments:

Jupaaaao said...

mec axla viwyeb ''martis mamlis kitxvas'' :)
axlaxan ''gzaze erti kaci midioda'' davamtavre.
gilocav axal wels da gisurveb yovelive kargs sayvarel adamianebtan ertad :)
P.S.saintereso temebi gaqvs, yochagh.

mr.picasso said...

ex ragac wels arafris mjera da arafris mixaria . :( televizorshic uazrobebi gadis .
gushin mec movxseni rekordi sasowarkvetili diasaxlisebis zedized 5 serias vuyure :P

გურამი said...

შეგიძლია ოდესმე მანახო როგორ ცახცახებს ხერხემალი? :D ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ საერთოდ ყბა ან კუნთები მიცახცახებს ხოლმე ნერვიულობის დროს, აი ხერხემალზე რა გითხრა. :)

და აქვე: შენი სადიპოლო ბლოგისგან რა გინდა, მე ვნახე და საკმაოდ ნორმალურია. :)

clown said...

არაფერზე ჩაიქნიო ხელი! იყავი ბედნიერი :*


მე ვის ვეუბნები, ერთი პესიმისტა აქ ვგდივარ :D

თინი said...

ვააშა,ვაკომენტებ :)))

არ შეიმჩნიოთ :უსერ:

ხოდა..გამოცდების გამო ხერხემალი კიარა ყველაფერი მიცახცახებს :|ახალი წელი სულ დამავიწყდა მაგათ ხელში :დ 7 გამოცდა მაქვს :| დამკვირვებლების პერსპექტივით :დ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger