Tuesday, January 5, 2010

ბოდვათ-ბოდვაჲ


რა ვიცი, მებოდება და ვწერ..
არც ეს პოსტი არ იქნება გამონაკლისი ამ ორი კვირის პოსტებიდან. არაფრის დაწერის სურვილი არ მაქვს, მაგრამ ბლოგზე ვვარჯიშობ, როგორ უნდა წერო არაფერი.. :)
არა, არც ასე არ არის საქმე, უბრალოდ, ეს პერიოდი უსაქმურობისაგან რა ვქნა არ ვიცი.. 
გამოცდები ერთ კვირაში მეწყება. კომისია გეყოლებათო და რამე, მაგრამ დიდად არ ვღელავ, ჩავაბარებ, ეგეთები ჩამიბარებია?!
სხვა რაღაცებზე ვღელავ, თუმცა, არც ის ვიცი, საღელვია ეს ყველაფერი თუ არა. ვნერვიულობ, რომ გავა ეს ნახევარი წელიც ისევე მალე, როგორც წინა ნახევარი და კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩემი ცხოვრების 20 წელიწადი.
არა, ჰო.. 
ვიცი, რომ "მაგრამ მე ვარ დებილი", მაგრამ მაინც.. :)

გუშინ ჩარლის ბიოგრაფია გამოვიტანე ბიბლიოთეკიდან. საუკუნეა მინდოდა მისი წაკითხვა და ეს ორი დღეა თავი არ ამიღია. მისი კითხვის პროცესში ვრწმუნდები, რომ რაღაცა არსებობს.. :)
თან, ცაცია ყოფილა ჩემსავით..:)
ძალიან მიყვარს ეს კაცი და მისი შემოქმედება. ამას წინათ მამაჩემი ყვებოდა, ძალიან ცნობილი ბალერინა იყო მისი შვილიო, მერე ჩარლის წერილი წავიკითხე ჟერალდინასადმი და, მიუხედავად იმისა, რომ სენტიმენტალური საერთოდ არ ვარ, ტირილი მომინდა. :) რაღაცნაირი წერილია, აგიცახცახებს ხერხემალს.. :)

ეს პერიოდი რაღაც სიცარიელის შეგრძნება მაქვს. სახლში რომ ვარ, თავი დამნაშავე მგონია. მთელი დღე ხან რას მივედები, ხან რას. ათ წიგნს ერთად ვკითხულობ და გადარეული ვარ, ისე მინდა წერა, მაგრამ რა დავწერო არ ვიცი.. რამდენი ხანია, ერთი მოთხრობაც კი არ დამიწერია, ალბათ, ნახევარი წელი იქნება..

ისედაც, უკვე ამომივიდა ყელში ყველაფერი. ცხოვრებაში არ დამმართნია ასე, მაგრამ თერთმეტ საათზე ვიღვიძებ დილას, წესით უნდა დავისვენო, მაგრამ მე სანერვიულოს რა გამომილევს? არარსებულზე ვნერვიულობ, ან ვიგონებ და მაინც ვნერვიულობ. მოკლედ, ვერ ვარ რა ჩემს ჭკუაზე და დასვენების მაგივრად, ტვინი ისე მაქვს გამოტენილი, მალე დამისტუკებს და მერე მართლა ცუდად იქნება ჩემი საქმე.. 

გქონიათ ისეთი ოცნებები, რომლებიც იცით, რომ არასოდეს აგიხდებათ, მაგრამ მაინც ოცნებობთ? 
ახლა ჩარლის ბიოგრაფიას რომ ვკითხულობ, მინდა იმ პერიოდის ლონდონში ვცხოვრობდე. ისედაც, ვგიჟდები მეცხრამეტე საუკუნის ინგლისზე..
შეიძლება, როდესმე მართლა მოვხვდე ლონდონში, იქნებ იქაც გადავცხოვრდე (BBC-ში რომ დავიწყებ მუშაობას :ოცნებასკაციარმოუკლავს: ), მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის ხომ არ იქნება?!
და კიდევ, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეოცე საუკუნის 30-იანების ამერიკაში.. ბლუზი რომ ვითარდებოდა და რამე..
აუ, რამდენ ვარსკვლავს ვნახავდი ცოცხლად.. :ც
ჰო, კიდევ, მილანში ვიცხოვრებდი, ოღონდ, თანამედროვე მილანში. :)
როდესმე ავიხდენ ამ ოცნებას, ცხოვრებით შეიძლება ვერა, მაგრამ ტურისტის სტატუსით მაინც წავალ...
მანამდე კი, ჯერ ეგვიპტე, შემდეგ კი ლონდონი მაქვს სანახავი. მილანს, როგორც ტკბილ ლუკმას, ბოლოსთვის შემოვიტოვებ.. :)

გუშინ, სანამ დავიძინებდი რაღაც მუზიკლს ვუყურებდი. "აბბას" მუზიკლი იყო მგონი, სულ მათ სიმღერებს მღეროდნენ.. "dancing Queen"-ის შინაარსი არ ვიცოდი, მაგდენი ინგლისური არ ვიცი, რომ ჩავწვდომოდი და დიდად არც ამ ჯგუფის მსმენელი ვარ ცოტა მაინც რომ მცოდნოდა (ბავშვობაში მასმენინებდა ხოლმე დედაჩემი და მაგით შემოიფარგლება ჩემი და "აბბას" ურთიერთობა.. :დ).
იმ ფილმში კი ტიტრები ედო სიმღერას. რა ლამაზი ტექსტი ჰქონია, ძალიან მომეწონა.
გადმოვიწერე და ვუსმენ მთელი დღეა, თან კარგ ხასიათზე მაყენებს.. 
ისეთმა ნოსტალგიამ მომიცვა, ახლახანს შეგისურლდა 17 წელიო რომ მღერიან, გეგონება 100 წლის ბებერი ვიყო.. :დ
მაგრამ, იქნებ ვარ კიდეც ბებერი? :უსერ:
და უბრალოდ, მე არ ვიცი..

ჰო, ალბათ, თორემ ერთ ავანტურას როგორ არ გავათამაშებდი აქამდე, მარტო იდეებს რომ ვაფრქვევ ხოლმე.. :)

P.S. აუ, აუ, ბავშვებო.. 
ხომ ყველაფერი კარგად იქნება?.. :(


5 comments:

Lalena said...

კი :)

მიკვირს აქამდე, როგორ ვერ ვიპოვე შენი ბლოგი, თან მეც მასეთი პერიოდი მაქვს და რაღაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ყველგან, რომ წახვალ, რომ მოიწანწალებ და ბოლოს სახლში რომ დაბრუნდები და რომ მიხვდები სულაც არ გჭჳრდებოდა არსად წასვლა :)

თინი said...

:))
ყველაფერი კარგად იქნება :პ
ყველას აქვს ასეთი პერიოდები, რაღაცნაირი სიცარიელის..მაგრამ ყველაფერი გაივლის :))

clown said...

ამ ბოლო დროს მეც აბნეულ-დაბნეული ვარ...

აბბას მიუზიკლის ყურება მეც მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა :(
კაი იყო?

გურამი said...

გაგივლის. :*

vasasi said...

clown: იყო რა, არაუშავდა.. :) ბოლომდე არ მინახავს მეც..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger