Wednesday, January 6, 2010

ლამარიე გათხოვდაა!..


ლამარიე არა, ნიკა..
არა, განა გათხოვდა, ცოლი მოიყვანა..
უფრო სწორად რომ ვთქვათ, კი არ მოიყვანა, სანტა კლაუსისა თუ თოვლის პაპისათვის მიუწერია წერილი, ასეთი და ასეთი გოგო მინდაო და ასრულებია ნატვრა 1-ში..
მოგეხსენებათ, პირველ იანვარს ყველა ისვენებს, ქეიფობს, ღრეობს და ა.შ. ქვეყნის მასშტაბით ყველა საწარმო გაჩერებულია (ამას აუცილებლად დაგიდასტურებთ მამაჩემი, რომელმაც ახალ წელს თითქმის მთელი გორი მოიარა და სადღაც მიყრუებულ მაღაზიაში ძლივს იშოვა "არსობისა" ანუ პური), მაგრამ არა ინტერნეტ სამყარო..
ჰოდა, ჩვენი პრემიერ მინისტრის დაქორწინების ამბავი, ერთ-ერთ ჭორიკანა საიტზე (არ დავარეკლამებ, გადამიხადეთ და კი ბატონო   ) ელვის სისწრაფით დაიდო..
მეთქი, სოფოს ბედი გახსნიაა, დავაკილკე საიტს, მაგრამ მეუბნება, თუუუ გიინდა ეს ინფორმაცია შენთვის ხელმისაწვდომი გახდეს და ა.შ. და ა.შ.
მოკლედ, ხერხემალაცახცახებულმა დავანებე თავი ამ საიტს..
სამაგიეროდ, პოლიტიკის თემაში დამხვდა გაშანშალებული უუზარმაზარი თემა პრემიერის ოჯახურ ბედნიერებასთან დაკავშირებით და ხერხემალი ამიცახცახდა რა, ეგეც არ მყავდეს დევიდ მილიბენდი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა კი დავიკმაყოფილე (ვიღაც მადლიან გამომწერს დაეკოპირებინა და ჩვეულებრივი მოკვდავებისათვისაც დაედო ეს ფრიად აღსაფრთოვანებელი ინფორმაცია)..
როგორც გავიგე, პრემიერის მეუღლე მის საქართველო რომელიღაცის მონაწილე ყოფილა, მშვენიერი, მეგრელი, მწვანეთვალება ახალგაზრდა და აწ უკვე ყოფილი პერსპექტიული (აქ ხომ ეგრეა, რომ გათხოვდები მანდ დამთავრდა შენი პერსპექტიულობა   )..
როგორც სანდო წყაროს დავუჯერებთ, წყვილი თურმე იმალება კამერების წინო და არ ჩნდებიან ცოცხალი თავითო..
 ნუ, როგორც წესია საქართველოში, კამერების წინ კი არა, ოჯახის წევრების წინაც არ ჩნდებიან ხოლმე მინიმუმ ერთი კვირა.  
ჰხოდა..
ცოტა არ იყოს, აღვშფოთდი. ვისი რა საქმეა ვინ ვის და როგორ მოიყვანს, ან მოიყვანს თუ არა საერთოდ?
დასდევენ ადამიანებს და ობივატელებს აბოლებენ...
თიკა ჯამბურია რომ გათხოვდა, ერთი თვე ყველა ტელეკომპანიის მთავარ საინფორმაციო თუ შემაჯამებელ გადაცემებში სერიულად გავიდა მისი ქორწინების, ბინის, მზითვის და, კინაღამ საქორწინო ღამის მოვლენები თავისი დრამატურგიული სქემით..
ქეთა თოფურიას მკერდის,  შეყვარებულების, ბენტლებისა და ა.შ. ინფორმაციები, უკვე ყელშია, ლამის ისიც კი ვიცით, როდის და შედის ტუალეტში და რამდენ ხანს ჩერდება იქ..
კალაძე შიშით ვეღარ ჩამოსულა საქართველოში, მივარდებიან და დაწვრილებით კითხულობენ მისი ოჯახის ამბებს..

ესენიც ჰყვებიან..
ჰყვებიან..
ჰყვებიან უსასრულოდ..
ჰოდა... მეცინება და მეტირება ხოლმე..
სასაცილოა რა, სატირალი რომ არ იყოს..
ყურადღების გადატანის მშვენიერი ხერხია. თან თუ მაყურებელიც მოგყვება..  
მოდი, მეც მივულოცავ ლამარიეს.. უკაცრავად, გილაურს დაოჯახებას და ვურჩევ, მალე გამოჩნდეს კამერების წინ, თორემ მთელი ქართული ჟურნალისტური სამყარო ნერვიულობს!..
P.S. მაპატიეთ, ამ ამბებით ცოტა აღშფოთებულს შემომეწერა ეს პოსტი..

3 comments:

clown said...

ვულოცავ! :D

mr.picasso said...

ეჰ დამრჩა ბიძაშვილი გასათხოვარი . გილაურის იმედი გვქონდა მთელს ოჯახს :)
სირცხვილი პრაიმტაიმს ეს როგორ გამოეპარათ რას მიკეთებს ყვითელი პრესა სასწრაფოდ დაიდოს გილაურის პირველი ღამის ფოტოები :) არა ცოლის ფოტოები :)

გურამი said...

ბუჰეჰეჰეჰე. მე ფარული აზრი ამოვიკითხე. :) ლამარიე გათხოვდააა. :D :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger