Friday, January 8, 2010

მე ვარ ფეთხუმი?.

მე ვარ კიდევ ფეთხუმი?.

სულაც არა, ძალიან პედანტი ვარ, ზედმეტადაც კი.

ვერ ვიტან სულ ოდნავ უწესრიგობასაც და თუ სადმე ზედმეტ ნივთს მოვკრავ თვალს, ელვის უსწრაფესად თავის ადგილს მივუჩენ ხოლმე.
არასოდეს ვყრი ქუჩაში ნაგავს, ვეძებ ნაგვის ყუთს და იქ ვათავსებ, ხოოოლო თუ  მსგავსი ობიექტი ახლომახლო არსად მოიძებნება, რისთვის მაქვს უზარმაზარი ჩანთა? 
სწორედ ამიტომ არის, რომ ცალ მხარს ძლივს დავათრევ ხოლმე (ეს ჩანთა გამოსაცვლელი მაქვს, მაგრამ ნივთებტან შეჩვევა ვიცი და ეგაა ჩემი პრობლემა).

არა, განა ვინმე მეუბნება, ფეთხუმი ხარო, მაგრამ ბოლოს როცა სინდისმა და ასეთმა აბსტრაქტულმა ცნებებმა შემაწუხა ჩემს სამუშაო მაგიდასთან დაკავშირებით (ვიზუალური გამოსახულება იხილეთ ქვემოთ),

და, ამასთან, გუშინ საღამოს უსაქმურად ვიჯექი, გადავწყვიტე, მცირეოდენი კორექტივები შემეტანა ჩემს სამუშაო ატმოსფეროში, სადაც მხოლოდ ზაფხულობით და კვირაობით ვივანებ.

პროცესი, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ამ პერიოდში აღმოვაჩინე უამრავი დაკარგული ნივთი, სენტიმენტებიც შემომეძალა (ჩემი გარდაცვლილი ჯგუფელის მიერ ჩასწორებული ტექსტი ვნახე და.. :| ) და საბოლოო სახეს რომ შევხედე, გაკვირვებისაგან ყბა ჩამომვარდა.

სისუფთავისა და სისპეტაკის განსახიერება..

შეხედეთ, დააკვირდით..

იმხელა გამოჩნდა ჩემი მაგიდა, თავად დავრჩი გაოცებული.

და კიდევ მე ვარ ფეთხუმი?.. :უსერ:


8 comments:

kanario said...

eh, neta chemi magidac agelagebina ase... :D :D ukve ramdeni xania "valageb" ocnebebshi da mainc ar lagdeba eg chemisa :D

როდრიგო სანტორო said...

ვა შევშინდი მეც :( მარა მე მაგიდა არ მაქ :D

ჰაჰა პირველ სურათზე ძალით გაქვს არეული წიგნები ნუ უტყუებუ :D

vasasi said...

არ ვიტყუები, რა ძალით.. ეგრე მეყარა ყველაფერი...

:(

ცოტა უფრო სხვანაირად, ეს ძველი ფოტოა, კლიპში http://tamok-vasasi.blogspot.com/2010/01/noch-einmall.html მაქვს ახლანდელი სახე და იხილე.. :დ

როდრიგო სანტორო said...

კაი მჯერა;) მე შენი ალტერ ეგო გამოვდივარ მაშინ, რადგან ყველაფერი უზუსტესი კანონზომიერებით მაქვს დალაგებული (პატარა ტუმბო მაქ) და ზოგჯერ ავრევ ხოლმე და მერე ვალაგებ ისევ:D

clown said...

მეც დასალაგებელი მაქვს :შ

:უსერ:

mr.picasso said...

ისა და ჩემს მაგიდასაც რომ გადმოხედო მოწყალე თვალით არ შეიძლება???? ერთი კვირაა მარტო ვარ სახლში და ხომ წარმოგიდგენია რას გავს აქაურობა

ჩორვენი¹³ said...

me pirveli varianti ufro momcons komfortulia ^_^

გურამი said...

აჰა! ხომ შეგძლებია? ასე არ ჯობია? :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger