Saturday, January 9, 2010

ორიოდე სიტყვა "ჯეოსტარზედ" - ანუ, კონკურსში ვმონაწილეობ

რამდენიმე ხნის წინ "რუსთავი 2"-მა ახალი კონკურსის - "ნიჭიერი" - ს შესახებ გვაცნობა, რომელიც ეთერში 2010 წლიდან გავა. 

როგორც იქნა, ჩვენს ქვეყანაში სოციალურ ქსელებსაც მიექცა ყურადღება და გადაწყდა, რომ ნიჭიერს ექნება საკუთარი ბლოგი, ამიტომ ეძებენ ბლოგერებს, რომლებიც აღნიშნულ საიტზე ყოველკვირეულ მიმოხლივას დადებენ და ამაში გარკვეულ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

გადავწყვიტე, მეც ვცადო ბედი და, მიუხედავად იმისა, რომ ფორტუნა თუ კლეოპატრა (:უვიცისმაილი:) იშვიათად მიღიმის, ვისექტანტო და კონკურსში მონაწილეობა მივიღო.

ამ შემთხვევაში განვიხილოთ პროექტი "ჯეოსტარი", რომელიც, თუ ჯეოსელის მესვეურებსა და "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებს დავუჯერებთ, არნახული პოპულარულობით სარგებლობს. 

სიმართლე რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც ეს პროექტი თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა (თუ არ ვცდები, ეს იყო 2004 წელი), მართლა საინტერესო გახლდათ. ჟიურის როლი გაცილებით დიდი იყო, რაც ერთგვარ ინტრიგას მატებდა შოუს.

ბოლო სამი წელია, შოუ ეთერში სახეცვლილი ფორმატით გავიდა. შეისყიდეს ინგლისური პროექტი და მის მიხედვით დაიწყეს ქართული "ჯეოსტარის" აწყობა რაც, ჩემი აზრით, წამგებიანი ნაბიჯი გახლდათ.

 ჟიურის როლი აბსოლუტურად გაუგებარი გახდა, წინა შემთხვევებში მათ პროექტის ერთ-ერთი მონაწილის გადარჩენა შეეძლოთ, შესაბამისად, ინტრიგა ნარჩუნდებოდა, ჟიურის წევრები კრიტიკულები იყვნენ და საინტერესო იყო მათი შეფასებები. ახლა კი ბანალური ქება-დიდება ისმის თვით მარინა ბერიძის მხრიდანაც კი, რაც შოუს უინტერესოს, ჟიურის კი -  უფუნქციოს ხდის.

მე როგორც ვიცი, პროექტის ინგლისური ვარიანტი ემსახურება უცნობი ადამიანების ტალანტისა და ნიჭის გამოვლენას და მათთვის ხელის შეწყობას, "ჯეოსტარში" კი მუსიკალურ სამყაროში უკვე ფეხმოკიდბული ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ასეთები გახლდნენ სალომე ბაკურაძე და წლევანდელი გამარჯვებული ნოდიკო ტატიშვილიც. მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა, ცოტა არ იყოს, ამ მომენტმა სკეპტიკურად განმაწყო როგორც ერთის, ისე მეორის და, საერთოდ, ჟიურის მიმართ.

"ჯეოსტარის"გამარჯვებულს, როგორც წესი, ბევრს ჰპირდებიან თუმცა ხშირად დაპირება დაპირებად რჩება. მაგალითად, შარშანდელ გამარჯვებულს - გიორგი სუხიტაშვილს სოლოკონცერტსა და ალბომის ჩაწერას შეპირდნენ. არც ერთი არ შეუსრულებიათ. 

ისე, საინტერესოა, "ჯეოსელისა" და "რუსთავი 2-სათვის" დამატებითი შემოსავლის გარდა, რა მიზანს ემსახურება "ჯეოსტარი"? საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს, რომ ამ პროექტის საშუალებით ამობრწყინებულ ვარსკვლავებს პროფესიული კუთხით მუშაობის საშუალება მიეცეთ. პოპულარობაც წარმავალია ხოლმე: ყვითელი პრესის ფურცლებზე რამდენიმეთვიანი ქანაობის შემდეგ მათ სრულიად საქართველო ივიწყებს. ერთ დროს ვარსკვლავები კი უიმედო დაპირებების შემდეგ კვლავ ბარებს აკითხავენ და იქ განაგრძობენ შემოქმედებით საქმიანობას.

ვფიქრობ, სანახაობრივი თვალსაზრისით, "ჯეოსტარში" სიახლეებია შესატანი, თორემ მის მიმართ ინტერესი ძალიან მალე დაიკარგება. 


6 comments:

mchxapneli said...

დავიწყოთ თავიდან:
1. ფორტუნა, მე მგონი :) :თითქმისუვიცივარსმაილი:
2. "ჯეოსელის" წარმომადგენელმა თქვა, რომ ფინანსურად წამგებიანია ჯეოსტარიო :) მარტო სცენა ჯდება იმდენი, რამდენიც ზარები შემოდისო
3. კრიტიკაში გეთანხმები ყველაფერში. რაც მაგათ ბუბა კიკაბიძე დატანჯეს კომენტარების მოფიქრების მცდელობაში :)
4. კარგი პოსტია, მეც უნდა ვცადო რამე :ფულიკარგიასმაილი:

mr.picasso said...

რამდენიმე დღით დაგასწარით ამ პოსტის დაწერა :P კარგია რომ უყურებდით მე ფინალი ვნახე მარტო და იმის მიხედვით მომიხდა წერა დიდად არც წინა პროექტების ვიღლიდი თვალებს და ყურებს .
მე ჯეოსელის წუწურაქი.... :) სცენა რომ უჯდებათ ბებიამაგათსამ ბილეთებს აღარ ყიდიან უფასოდ ატარებენ მაგ კონცერტებს თუ რავი რა ქვია მაგას და ერთი ჯეოსტარის სცენა მახსენდება და მეორე U 2 მოძრავი სცენა ცოტა უკლია :P

clown said...

წარმატებები ^^



ეს ჯეოსტარი კიდე საშინლად უზარობაა , არ მევასება შ

nakrina said...

წარმატებებს გისურვებ :)
დიდი ხანია ვკითხულობ შენს ბლოგს, და ძალიან მომწონს, განსაკუტრებით გგულშემატკივრობ, რადგან ჩემი მშობლიური ქალაქიდან ხარ :)

vasasi said...

უი, ძალიან დიდი მადლობა.. :)

სად ცხოვრობ შენ, რომელ უბანში?.. :)

nakrina said...

ალბათ გორზე მეკითხები. ჯუღაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი. უკვე 10 წელია მთლიანად თბილისში გადმოვბარგდი. მაგრამ დეიდასთან ჩავდივარ ხოლმე ხშირად. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger