Sunday, January 10, 2010

დურმიშხანი დედა გახდა

ეს პოსტი იქნება ოფიციალური, არანაირი მაიმუნობა, ღრიჭინი და ლაზღანდარობა.

მორჩა, დამთავრდა ჩვენი მაიმუნობა. ხვალიდან გამოცდები გვეწყება. ჰოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფში ყველაზე მოწესრიგებული სტუდენტი აღმოვჩნდი (საოცარია პირდაპირ), დილიდან მოყოლებული ვუსაქმურობ და ჯგუფელებს ვამხნევებ, რომლებიც გაქაფულები ეუფლებიან ტექნიკური რეპროდუცირებადობის, კომუნიკაციის თეორიებსა და აურას ცნებას.

როგორც ადრე უკვე გაცნობეთ, ექვსი გამოცდა გვაქვს (!!!). თან ისეთ საოცრებებში, პირდაპირ გაოცებულები ვართ არამარტო ჩვენ, არამედ, ჩვენი ლექტორებიც. მაგალითად, რეკლამის ლექტორი ისე გაოცდა, რომ გამოცდაზე საქართველოს კონსტიტუციის ის მონაკვეთი მოგვცა, რომელიც რეკლამას ეხება, აგრეთვე, ბრენდინგი წიგნიდან (რომელიც უნივერსიტეტში ერთადერთი და თანაც ღრუსულენოვანი ექსპონანტი იყო), რომელსაც დაავლო ხელი და წააცუხცუხა თან. საიდან რა უნდა ვისწავლოთ არ ვიცი, რა დასამალია, მაგრამ ფაქტია, რომ სასწავლი გვაქვს.

გაჭედვები ჯერ არ გვინდა, თორემ ეს იდიოტობა საკითხები (მით უმეტეს, როცა არ გაგვივლია) რატომ უნდა ვისწავლო, არ მესმის. კანონების სწავლა რომ მდომებოდა, ჩავაბარებდი იურიდიულზე და ვიქნებოდი ჩემთვის საყვარლად, კუთხეში. 

მოკლედ რა.. ეს კომისია და სექტანტობა რაღას მოიგონეს?! თუმცა, ხვალ მივალთ და გავარკვევთ, რა კომისიაა ერთი და როგორ შეგვამოწმებს.. :ფხუკუნ:

დღეს თმებს რომ ვიშრობდი, დავაკვრიდი და, ძალიან სწორი თმა მაქვს. ალბათ, სწორი თმის ჩემპიონატი რომ იყოს, მანდ მაინც გამიმართლებს (ვითომ ძალიან ლუზერი ვარ). უკვე ძალიან გამეზარდა თმები, რა მოვუხერხო აღარ ვიცი. შეჭრა მინდა, მაგრამ როგორ შევიჭრა, არც ეგ ვიცი, არ მიყვარს ცვლილებები, მით უმეტეს, რომ არ მომეწონოს მერე რა ვქნა?

შეღებვაც მინდა, მაგრამ არ ვიცი რა ფრად ვისექტანტო. ან რომ არ მომიხდეს?.

აუ, ჩემი თმა უკან შეკრული აღარ მომწონს, არც გაშლილი, არც აწეული და, საერთოდ, აღარ მომწონს.

ასეთ ხასიათზე როცა ვიყავი, სადღაც 15 წლის ასაკში, კიდეც გადავიპარსე, მაგრამ მერე არც მოკლე თმა მომწონდა და დეპრესია მქონდა სანამ გაიზრდებოდა.

მოკლედ, ეს თმაც მიშლის ნერვებს, რა ვუყო? :(

მოკლედ, ასეა თუ ისე, ხვალიდან ილუზიურად აქტიურ ცხოვრებას ვუბრუნდები. სექტა, ლობიანი, ლუდი (წვეთ-წვეთობით დამაჩვიეს), ნერვული ხარხარი და ჩემი ინტუიცია, რომ ოდესმე იბერიაც და ჩვენი მომავალიც გაბრწყინდება, არ დაგვტოვებს აწი და ვიცხოვრებთ ბედნიერად..

ისე, გუშინ ღამე, შამფურივით რომ ვტრიალებდი ლოგინში, ბლოგის შესახებ პირველად დამარტყა იდეამ თავში: ამ ეტაპზე რაღაც ძალიან მოდაში შემოვიდა ბლოგები, ბევრმა გააკეთა.. მოკლედ, მართლა შეიძლება ამით ფულის შოვნა. მე მაინც ჯიუტად ველი 22 იანვარს ჩემს მეილზე სასიამოვნო ელექტრონულ წერილს და ვცდილობ, ინტუიცია მოვგუდო..

ბოლო პერიოდში ბლოგინგი ჩემთვის ძალიან საყვარელ საქმიანობად იქცა. პირველს რასაც ვაკეთებ კომპთან დაჯდომისას, ჩემს ბლოგუნას ვამოწმებ. ერთი პერიოდი ვიზიტორებზე მქონდა გაჭედვები და საკუთარი პროგრესით ჭკუაზე არ ვიყავი, როცა მათი რაოდენობა იზრდებოდა. ახლა სულაც აღარ მაინტერესებს ვიზიტორები. ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემი ბლოგის არსებობის შესახებ იციან, კითხულობენ ჩემს სისულელეებს და ან იცინიან, ან ამბობენ, რა სულელი ვიღაც არის და რამხელა პრეტენზიები (თუ ამბიციები) აქვსო..

მე ძალიან მიყვარს ჩემი ბლოგი, მიუხედავად იმისა, რა შემძინა და რა დამაკლო მან. ვიცი, რომ ამას ჩემთვის ძალიან ახლობელი ან არაახლობელი ადამიანები აქტიურად კითხულობენ, ბევრმა მათგანმა აბსოლუტურად სხვა კუთხით გამიცნო..

ისა, თემპლეითის შეცვლა მინდა, მაგრამ არ ვიცი ზუსტად როგორ უნდა გავაკეთო ისე, რომ რაც აქ მაქვს არ წამეშალოს. ამ შემთხვევაში კი ვინმე პროფესიონალის დახმარება დამჭირდება. ისე, ხომ ვთქვი, რომ ცვლილებები არ მიყვარს, თემპლეითის შეცვლის თაობაზეც ვმერყეობ. თუმცა, ძალიან მომწონს ჩემი სადიპლომო ბლოგის თემფლეითი და თუ შეცვლაა, ამ ფრომაზე ვიფიქრებ.. :)

P.S. უი, ბოდიში დამაინტრიგებელი სათაურისათვის. დურმიშხანის დედობრივი გრძნობების შესახებ ვერაფერი რომ ვერ გაგაგებინეთ. უბრალოდ, არ ვიცოდი პოსტისთვის რა სახელი დამერქმია და ჩემი მეგობრის ერთ-ერთი მოთხრობის სათაური გამახსენდა.. :)


1 comments:

rodrigo santoro said...

წარმატებები გამოცდებში , რავიცი უწიგნოდ რა უნდა ისწავლოთ რო?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger