Tuesday, January 12, 2010

თვითქველმოქმედება

შარშან დეკემბერში მამიდამ მითხრა, რომ ”სახალხო ბანკში” გათამაშებააო, ოღონდ, ანაბარია გასახსნელიო.
მეთქი რაა?..
ჰხოდა, ასე მიბოძა 100 ლარი, მეც შეცაცუხცუხე ბანკში და მთელი ერთი წელი ვირული მოთმინებით ველოდი, როდის გადმომხედავდა ფორტუნა თუ კლეპატრა (:უვიცისმაილი:) მოწყალე თვალით.

თქვენ ფიქრობთ, რომ მე რამე მოვიგე და მის შესახებ ვწერ ამ პოსტს?
ცდებით, მეგობრებო!.
მთელი 13 თვე ისე გავიდა, არავინ დამკავშირებია და უთქვამს, ბინა მოიგეო. ჰოდა, ამ ლოდინით გულგადალეულსა და ხერხემალაცახცახებულს, გამახსენდა, რომ ანაბარს ვადა გაუდიოდა და ჩემი 100 ლარი პროცენტიანად უნდა გამომეტანა. რატომღაც მახსოვდა, რომ 25 იქნებოდა პროცენტი დარიცხული, თურმე, 15 აღმოჩნდა. 
იხტიბარი არ გავიტეხე, რადგან ამ ფულს თავისი დანიშნულება ჰქონდა ზაფხულიდან: ვინც ჩემს ბლოგს აქტიურად კითხულობს, ეცოდინება, რომ ზაფხულში მთელი ერთი კვირა შევწირე მართვის მოწმობის ბილეთების სწავლას და გულით მინდოდა  ამეღო მოწმობაც, მაგრამ რაღაცები ერთმანეთს მიჰყვა და დავრჩი გაღიმებული. ჰოდა, მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ ფულით მშობლების ზედმეტი შეწუხების გარეშე, მანქანის ტარება მესწავლა. შესაბამისად, თანხა კეთილ და საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდებოდა.. 

მაგრამ.. 
მაგრამ ვასასი ბჭობდა და მისი ალტერ ეგო იცინოდაო.
ჰოდა, დღეს გამახსენდა, რომ ერთი თვის წინ ფეხსაცმლის შეძენის წარუმატებელი მცდელობა მქონდა. ვიყიდე ის, რომელიც მომწონდა, და რომელსაც ორ დღეში (არ ვაჭარბებ ნამდვილად) გასძვრა ძირი. 
ჰოდა, ჩემი მართვის მოწმობის ფული რომ გამოვიტანე, ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. მეთქი, გაზაფხულამდე დიდი დროა, მით უმეტეს, მაისამდე (მაისში ვხდები 21-ის) და ბათინკები, ასეთი საყვარლები და საოცრები, ახლა უფრო არ მჭირდება-თქვა?
ჰხოდა, სინდისი რომ ბოლომდე სუფთა მქონოდა, დედაჩემთან დავრეკე. მეთქი, დეეედიკოოო, როგორ ხარ? ვებოდე რაღაცები, მაგრამ სათქმელი ვერ ვუთხარი..
მერე ათ წუთში დავურეკე და.. 
დეედა.. იიიისაააა... რაღაც რჩევა უნდა გკითხო და..
და შევბედე..
ჰოდა, თუ ევარგება უნდა იყიდოო..
ჰოდა, ასე ფორმალურად სინდისდამშვიდებული გავუდექი კიდობნისაკენ მიმავალ გზას. ჯერ ჩემს მეგობარს ვაყიდვინე ლეპტოპი (პროცესში ჩემი იუზა გამახსენდა, როგორი პატარა და საცოდავია და გულს შემომეყარა), მერე ფეხსაცმელებზე დავიძარით. 
ჰოდა.. აი, ასეთი, ოღონდ ღია ფერის, ჩალისფერი შემომეყიდა.. 
თბილებია ძალიან და, მგონი, გამიძლებს, თორემ ამანაც წინას ბედი რომ გაიზიაროს, ძალიან შემრცხვება.. :)



ძალიან საყვარლებია და მომწონს მაგრად (ფოტოს დავდებდი, მაგრამ ჯერ უნდა გადავუღო, მერე უნდა შევაგდო კომპში, მერე აპარატი გამოვაცალო, მერე გამოვრთო და მეზარება, ბოლობოლო, მეც ქართველი არ ვარ?!)..

მერე დედაჩემს დავურეკე და, ასეთი საყვარელი რაღაცები ვიყიდე, ძალიან მომწონს-მეთქი და, შენ რომ მოგეწონა მაშინ, ხომ გახსოვს, რა ბედიც ეწიაო..
ასე ამიცახცახა ხერხემალი.. :)
ნუ, პრინციპში, სახლში რომ მოვდიოდი, დავფიქრდი კარგად და მივხვდი, რომ საკმაოდ ძვირი გადავიხადე..

ჰო, მართლა!.. რომ ვეძებდი, ასეთი ძალიან მაგარი ბათინკი ვნახე:

110 ლარი ღირდა და სად მქონდა მაგდენი, 60 ლარი მქონდა ამ სექტანტობისთვის გადადებული..
ისე მომეწონა, კინაღამ იქვე დავრჩი.. :)
ადრე კიდევ, ერთი ძალიან საყვარელი კაბა ვნახე და ცხადზე უცხადესი მიზეზების გამო ვერ ვიყიდე  (ოჰ, ეს საკრალური 60 ლარი).. :)
გადაწყვეტილი მაქვს, რომ მომავალ წელს (სამსახური მექნება იმედია) ასეთ ბათინკს ვიყიდი და ვიბრაგუნებ ჯარისკაცივით.
ჩემს ძმას რომ ვუთხარი, როგორიც მინდოდა, დამცინა.. :)

მოკლედ, ასე საქველმოქმედო მიზნებში დავხარჯე მართვის მოწმობის ასაღებად გადანახული 100 ლარი, რომელიც მეტი დამაჯერებლობისათვის თვით ბანკს ვანდე.. :)

45 ლარი დამრჩა ზუსტად. 
გაზაფხულამდე რამეს ვიზამ ალბათ და 150 ლარს კი შევაგროვებ.
მთავარია, მძღოლებმა არ გაზარდონ სწავლაზე გადასახადი.. :)


8 comments:

ნან said...

ლამაზია შენი ნაყიდობა, იმედია კარგად გარბენინებს :)

პ.ს. ისა, ჩემმა რესპოდენტმა მილიონი მოიგო საქართველოს ბანკის გათამაშებაში.

მოდი და ნუ "აგიცახცახდება ხერხემალი" უსერ:

ჩორვენი¹³ said...

vui egeTi batinki maqvs zustad da ravic 3 celia davbragunob da magaze magari ragac bevri ar shemxvedria
xoda shenazeni kidev mhsvidobashi moixmare!!

clown said...

მართლა რა საყვარელი ბათინკია ^^


გისურვებ ახალი შენაძენი მალე არ აგფლეთოდეს :D



ხო კიდე მართვის მოწმობასთან დაკავშირებიტ წარმატებებიი ^^

Lalena said...

ერთადერთი რაც უსირცხვილოდ მეამაყება ისსაა, რომ ქაღალდის ნაგლეჯი, რომელსაც მართვის მოწმობა ჰქვია, მაქვს, ახლა რკინის ნაგლეჯზე ვმუშაობთ მე და მამიკო, აი იმაზე მანქანა, რომ ჰქვია :))) უსირცხვილოდ იმიტომ, რომ პრაქტიკაზე 4ჯერ ჩავიჭერი :(

რაც შეეხება რამის ყიდვას მეც შენს დღეში ვარ, საშინლად მინდა აიპოდი, მაგრამ ფული ჩამივარდება თუ არა ხელში ხან ჩექმას ვყიდულობ, ხან პალტოს :((((

vasasi said...

Lalena: მე მაქვს აიპოდის მსგავსი რაღაც.. :) ფლეშია უამრავი ფუნქციით..

150 ლარიანი კუპონი მქონდა ელიტ.ელექტორნისქსში, მოვიგე დავამატე 50 ლარი და ეგ ვიყიდე.. :)

სამი წელია უკვე რაც მაქვს...
შეაგროვე, ეს ტანსაცმელი ხომ იცი, მაინც წარმავალია.. :)_))

Roisin said...

ვაფრეეეეეეეეეეეეეეეეეენ კონვერსებზეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!ეხლაც მმაცვია და 250 ლირა მივათკლიცე თურქეთში:((((

ნასტასია said...

egeti batinkebi zalian carmatebulad da rac mtavaria 3jer mainc iafad moipoveba zonzebshi,xoooda,aixden martivad ocnebas da yvelase kargi fexsacmelia,rac arsebobs dedamicis zurgse,vircmunebi me :D

Anonymous said...

ise catepilarebi nagdad jobia ketebs.................

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger