Wednesday, January 20, 2010

ტრაგიკომედია

”გარეთ ცივა, ქრის ქარი;
იხვი ვახშმობს მუხებში.
ანაკონდა მიმჯდარა
ბუხრის ახლოს, კუთხეში..” (c) ვასასი

დღეს ნამდვილი ტრაგიკომედია გავათამაშე, რომლის მთავარი მოქმედი გმირები არიან ინკასატორები.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სამი თვეა ჩვენს ოჯახში გაზის ქვითარი არ გვინახავს თვალით. დღეს სახლში რომ მოვედი, ათი წუთის მერე კარზე ისეთი ზარი გაისმა, ვიფიქრე, შემოსევაა.
არ ვაღებდი ჯერ, არავის ველოდებოდი. კარი რომ ჩამოიღეს, ვიფიქრე, იქნებ ვინ არის-მეთქი და გავაღე. რომ ვიკითხე, გაზის ინკასატორები ვართო. მეთქი, ესაა და გვეშველა, ესოდენ ნანატრი ქვითარი მოგვიტანეს. დიდგულზე გავაღე კარი, საყვედურებს ვაპირებდი და აქეთ მომაყარეს. 

რატომ არ იხდითო..

(გაზის გადასახადს!..   )

მეთქი, ავადმყოფები ხომ არ ხართ..

მოკლედ, საკმაოდ სოლიდური დავალიანება აღმოჩნდა. არ გაჭრა მტკიცებამ, რომ ქვითარი ჩვენამდე არ აღწევდა, დალუქეს მრიცხველი, თავაზიანად დამემშვიდობნენ და წავიდნენ.

სახლში ახლა ისე ცივა, როგორც ბლოგის თავში წარმოდგენილ ფოტოსურათში.

ჰოდა, ახლა ისე მრცხვენია, სად დავიმალო არ ვიცი.


10 comments:

mr.picasso said...

მე მაგ პლომბის მოხსნა მასწავლეს :P

Keti said...

მერე დავალიანებას ჯარიმაც დაემატება..

Teo said...

ert dros mec damemarta egeTi rarac da am postis wakitxvamde grmad vikavi darwmunebuli rom boroti mezoblebis xeli ertia qvitrebis dakargvaSi

vasasi said...

კეთი, ხუთი ლარი და 20 თეთრი გვაქვს ზედმეტი გადასახდელი.. :@

clown said...

ქვითარი ვისაც უნდა მოეტანა, ეგ თუ შემდეგში მოვიდა დაიჭირე მაგრად გამოლანძღე და მერე გააგდე იდიოტური სიფათით :D

ოღობდ ისე რომ ქვიტრის გამოწერა არ გადააფიქრებინო :D

როდრიგო სანტორო said...

ვარ რა ცუდია:( მერე რატო გრცხვენია, დიდი ამბავი! ბევრი ტანსაცმელი ჩაიცვი და ადილებშ გაეხვიე!

tammo said...

ეგ არაფერი, ვხვდები დაახლოებით რატომ გრცხვენია,მარა არაუშავს ეშველება რაღაცნაირად, მეორედ ჭკუას ისწავლი:)

Lalena said...

:)))))))))

ინკასატორებზე არაფერი ჭრის

მჩხაპნელი said...

თუ დამალვაა, სადმე თბილ ადგილზე დაიმალე, მაგალითად, კარადაში, სადაც საზამთრო ტანსაცმელი კიდია :)

პ.ს: მთლად ბუხრის ახლოს, კუთხეში არ გირჩევდი. :)

გურამი said...

ეს ბიუროკრატია მოგვკლავს მარტო რა! ამას წინათ ტაოში ერთ ჩვენს კლინეტს დარჩენია გადასახდელი 50 თეთრი. ხოდა განა უთხრეს!! 2 წლის მერე ეუბნებიან, აი ის 50 თეთრი თავის ჯარიმებით 200 ლარი გახდაო. აბა, რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგათ?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger