Sunday, January 24, 2010

მადონინა


დღეს, თბილისის დროით 23:30 წუთზე მადონინაა. თამაში, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ელიან ფეხბურთის გულშემატკივრები, განსაკუთრებით - მილანელები.

მოკლედ, ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვი, რომ მადონინა მილანურ დერბის ჰქვია. ამ ქალაქს, ისევე, როგორც იტალიის რამდენიმე დიდ ქალაქს (მაგ: ტურინს, რომს) ორი საფეხბურთო კლუბი ჰყავს, რომელთა შორისაც, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ თბილი დამოკიდებულებაა. შესაბამისად, მოსახლეობა ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაძაბული ატმოსფერო განსაკუთრებით დერბის პერიოდში იგრძნობა. არეულობაც ძალიან ხშირად მომხდარა. მადონინას შემდეგაც ხშირია დაპირისპირება ფანებს შორის, ამიტომ, კარაბინერები მაქსიმალურად არიან მობილიზირებულნი, მაგრამ ისინიც ხომ წითლებად და ლურჯებად არიან გაყოფილები?!

სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, რატომ ჰქვია მილანურ დერბის მადონინა, მაგრამ ისევე, როგორც მილანის ან ინტერის ნებისმიერ ფანს, მადონინას მოახლოებისას შიში (ვაითუ წავაგოთ) და სიხარული (ახლა მაინც ვუჩვენებთ სეირს) მიპყრობს. მერე რა, რომ უკვე მეხუთე მადონინაა, რაც მილანს მოუგია კი არა, ფრეც არ დაუმთავრებია. გვჯობიან ის იდიოტები..   
სამაგიეროდ, სტატისტიკური მონაცემებით მილანი წინ არის (ეს ის პონტია, მერე რა, რომ ქართული ფეხბურთი გარდაიცვალა, 1981-ში ხომ თასების თასი მოვიგეთ?. )..

ეს დაპირისპირება პრინციპულია და ყველაზე მნიშვნელოვანი ორივე გუნდის ფეხბურთელებისათვის, ამიტომ დიდი შემართებით ემზადებიან. 

მოკლედ, დღეს საღამოს იმედით ველოდები, რომ ნავსს გატეხენ და მოიგებენ. მიუხედავად იმისა, რომ ნესტას ტრავმა აქვს და დღეს დილით საბოლოოდ თქვა სალამ (მილანის ექიმი), რომ სანდრიკა ვერ ითამაშებსო, სამაგიეროდ, სანდროს მაგივრად ფავალი (კიდევ კარგი, კალაძე არა) იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილანს დაცვა არ ჰყავს.. სამაგიეროდ, ინტერია ოპტიმალურ ფორმაში.. 

ჰხოდა, მიცახცახებს ხერხემალი. ახლა ვფიქრობ, საერთოდ ვუყურო თუ არა თამაშს, იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან ვნერვიულობ. ხომ არ ჯობს, ხვალ დილას შევიდე ლაივსქორზე და იქ გავიგო საბოლოო შედეგი?
ისე, მოგება ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მილანმა რომ მოიგოს, მათთან სხვაობას 3 ქულით შეამცირებს და იქნებ სკუდეტოზეც ვიფიქროთ შვიდწლიანი შესვენების შემდეგ?!.   


4 comments:

Natalia said...

მადონინა - იტალიური ელ კლასიკოა არა? :))

მე როცა თამაშზე ძალიან ვნერვიულობ, არ ვუყურებ ხოლმე, ვერც სიამოვნებას ვიღებ და თან ბევრი ადრენალინი მეხარჯება :))
შენც თავიდან უყურე ცოტას და თუ არ მოგეწონება სიტუაცია, ისევ მეორე დღეს ლაივსკორის ნახვას დაჯერდი :))

Nataly said...

მადონია ქვია მილანის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობის მარიამის ქანდაკების საპატივცემულოდ, რომელიც დგას კათედრალის თავზე და ხშირად მადონინას უწოდებენხოლმე.. :) ეს მცირე ინფო ვიკიპედიიდან..

ვგიჟდები იტალიურ ფეხბურთზე თავისი ნაკლოვანებებითაც.. ყველა კლუბი მომწონს ინტერის გარდა :) რატომღაც ვთვლი, რომ ყველაზე ნაკლებად იტალიური კლუბია.. :)

vasasi said...

Natalia: ზუსტად, მაგრამ ის განსხვავებაა, რომ ბარსა-რეალი სხვადასხვა ქალაქის გუნდებია.. :)

Nataly: ჰო, ეგ ვიცი და დერბის რატომ ჰქვია მადონინა, ვერ გავარკვიე აქამდე.. :))

როდრიგო სანტორო said...

აზრზე არ ვარ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger