Monday, January 25, 2010

ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა


დასამალი აბა რა არის?!.
სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი ჩემს თანამიწელზე (არ ვიტყვი რუსულ სიტყვას) წერას, რომ არა ერთ-ერთ ყვითელ საიტზე მის მიერ შევსებული ინწელექწუალური ტესტი, რამაც ყბა ჩამომიგდო ისე, რომ სამი დღეა ვერ გამისწორებია.

რამდენად მოგეხსენებათ ყველას არ ვიცი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გორი არც ისე, მაგრამ მაინც პატარა ქალაქია, სადაც ყველა ყველას იცნობს (ჩემ გარდა, რადგან არავის ვიცნობ გორში დედამიწის ზურგზე, თუმცა ჩემი სახელი და გვარი ყველამ იცის იქ ), ჰხოდა..

ჰხოდა, თუ ნინას მამის ფინანსებს გავითვალისწინებთ, ვფიქრობდი, რომ საფუძვლიანი განათლების მიცემა არ უნდა გასჭირვებოდა შვილებისათვის. რა თქმა უნდა, ისინი თავში რამდენად ჩაიყრიდნენ ცოდნისმაგვარს, ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც..
ზემოაღნიშნულ ყვითელ საიტზე ნანახმა კი ისე აღმაშფოთა, დღემდე ვერ დაღვშფოთდი. მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით:
კითხვაზე, ვინ დახატა ”საიდუმლო სერობა” (ნახატი, მხოლოდ მის გამო რომ ვოცნებობ მილანში მოხვედრას), პასუხობს, რომ არ ახსოვს. არადა, არ იცის, რა დასამალია? სამაგიეროდ, იცის ფრანგული და კიდევ ის, რომ ” კულტურა საკმაოდ დიდი ცნებაა, რომელსაც ხელოვანი ადამიანები ქმნიან”.. ნუ, მე დიდად მეპარება ეჭვი რომ ”კულტურის სოციოლოგია” ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ მაინც ამომწურავი პასუხია არა?..
მერე რა, რომ არ ვიცი ვინ დაწერა ”მატეო ფალკონე”, რა წესია, სტუდენტობის წლებში მაბრუნებთ? უი, სტუდენტობაზე გამახსენდა, მე უნივერსიტეტში ფრანგულს ვეუფლებოდი.  ან საერთოდ, რა ცხოველია მატეო ფალკონე? აა, ფრანგული შოკოლადია? მე მიყვარს ფრანგული შოკოლადები, მაგრამ ეს სიმბოლური სახელები და გვარები არაფერს მეუბნება.
ნინა, ”მატეო ფალკონე” მოთხრობა ყოფილა და არა ფრანგული შოკოლადი, თან თურმე ვიღაც პროსპერ მერიმეს დაუწერია..
- უი, მართლა?
ეს მაინც სიმბოლური სახელი და გვარია, მისთვის ორივე ერთი და იგივეა. და საერთოდ, სტუდენტობაში აქვს ეს ყოველივე წაკითხული.. ოჰ, ეს სტუდენტობა.. რა შორი და რა ტკბილია..   უფრო ტკბილია სკოლის წლები, მერე რა, რომ არ გაგვიგია ”თავსაფრიანი დედაკაცი”. მოიცა, ნიკო ლორთქიფანიძე.. აა, შეგეშალა, ის ვაჟა იყო, ლორთქიფანიძე, შევარდნაძის დროს რომ პრემიერობდა!.
სამაგიეროდ, ნინა გიჟდება მარკესზე, მარკესი ეს არის ლიტერატურის, მწერლობის აპოლოგეტი!. მარკესი მამაა!.. მამათა მამა!.
ჰო, აბა რა. საქართველოში ხომ ყველაფერი მოსულა, ბონდოიამ ჯონდი დააორსულა კი არა, თუ მარკესს კითხულობ, განათლებული და კარგი ტიპი ხარ. უფრო სწორად, მარკესს კი არა, ”მარტოობის ას წელიწადს”. რაა? მარკესი სხვა რამეებსაც წერდა??
არაუშავს, ნინა, ჩემს ერთ ჯგუფელს ”ჯაყოს ხიზნები” არ აქვს წაკითხული, ისიც არ იცის ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი, მაგრამ შენსავით განათლებულია, უფრო ზუსტად, შენზე განათლებული - უყვარს მარკესი და კიდევ ერთი წიგნი აქვს წაკითხული..
ეჰ, ნინა, ნინა.. მაპატიე, მაგრამ შენ რომ ქართულ ლიტერატურას იცნობდე, არ იტყოდი, რომ ვარდის მიერ გაფურჩქნული კოკორი, იას რომ გადახვევია, სტალინის კი არა, აკაკის დაწერილია. ჰო, როგორც მახსოვს, არც ისე შორს ცხოვრობ მისი სახლიდან!.. უი, მაპატიე, ნინა, შენ გცოდნია, რომ აკაკი წერეთელი გარყვნილი იმერელი თავადი კი არა, პოეტი იყო და ”სულიკოც” დაუწერია, ჰო, მართლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს სტალინისა და აკაკის შემოქმედება, რომელი რომლის პლაგიატორია, ვერ გაარკვევ ერეკლეს ხმალივით..
სამაგიეროდ, ნინამ კომპუტერი და ფრანგული იცის, ახლა კი ინგლისურ ენას (ლიტერატურა არ გვინდა, მოაშორეთ!) ეუფლება აი, დზააააან სვეცკი ბრითიშ ჰაუსშიიიი... :პრონწკ:
ჰო, მეგობრებო!. ნინა წკრიალაშვილი კულტურის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლავთ. არა, არ გეხუმრებით, დედას ვფიცავარ!.

15 comments:

utvino said...

აი რაღაზეა აქ ლაპარაკი :(
ამიშალე ნერვები ვასასო :(

kate_alukard said...

:D:D:D ვაიმე რამდენი ვიცინე იმ ინტერვიუზე შენ გაიხარე კეთილო ჩემი ასე გახალისებისთვის მძიმე დღოს მერე :D

tammo said...

რომ გითხრა დაიკიდეთქო არაო მეტყვი და რა აზრი აქვს მაინც..... :ლოლ:

clown said...

ტეტუუუ :D

როდრიგო სანტორო said...

ზატო ფლეიბოი იცის :)

Lalena said...

ზი გენიალუურ!

ანუ, ყბა ჩამომვარდა აღარ ქვია ამას... არადა რამდენი უმუშევარია :( მართლა განათლებული და უბრალოდ ნაკითხი!

გურამი said...

მე მინდა ნინას თანამდებობას შევეხო ცოტას და ამისათვის გირჩევთ გადაიკითხოთ "დიდოსტატის მარჯვენა" ზარმაცებისთვის: იქ წერია რომ მეფეებს ჭკვიანი ხალხი არ უყვართო.
აქვე გირჩევთ გადაინახოთ (ანუ გადაიკითხოთ-ის ნახვის ვარიანტი) ვარსიმაშივილის (?) იდიოტოკრატია. ესეც ნათელი დასტური. და ასევე გადაავლოთ თვალი ქერათმიანთა განათლების სტატისტიკას. :D

Landish said...

ეგეც დიდ რამეს აკეთებდეს ეხა მაგ სამინისტროში რა...
მაქსიმუმ ყავას ადუღებდეს და სკაიპში ჩეთაობდეს : )))

vasasi said...

Landish: და ამ ყველაფერში ათასრაღაცა ლარს იღებდეს..

თაა said...

ჰო, მართლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს სტალინისა და აკაკის შემოქმედება, რომელი რომლის პლაგიატორია, ვერ გაარკვევ ერეკლეს ხმალივით..


xaxaxaxaaaa, Zalian enamoscrebulad iko dacerili :)

SoF said...

loooooooool

დაანებეთ თავი, ყველას ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია :D

დებილი და არანაკითხი უწოდეთ- რა ადგილას მუშაობს?

ეჰ..

Tatia said...

xalxno, ratom mogvcons am qartvelebs ertmanetis lanzgva da lapshi a mosvra ase zalian??? vinc amas cers yvelaze nakitxi da yvelaze ganatlebulia?! upali rom ambobs - qva pirveli yvelaze ucodvelma esrolos avazakso, eg gamaxsenda da grmad amovioxre:(ramdeni kargi ram aris gasaketebeli am qveynad, chven ki vzivart da vigaceebs vlanzgavt! samcuxaroa am gogos aseti samsaxuri rom aqvs da amas avaleben rom ceros. p.s sxvatashoris ninas ganatlebaze da pirad shexedulebebze aranairi damokidebuleba ar makvs, me ubralod amdenma agresiulma komentarma gamagiziana , samcuxaroa :(

utvino said...

თათია, მე თქვენმა კომენტარმა გამაღიზიანა :(

რა ქვეყანაში ვცხოვრობთ მე ეგ უფრო მესამწუხროება.
:D

Sophie Golden said...

იმიტომ ჰყვავის ჩვენთან კულტურა :|

nakrina said...

ვასასი ისევ შენ დაგესესხები, და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მოსულა........
პ.ს. მგონი, ავტომატურად გომელაურსაც დავესესხე ხომ?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger