Wednesday, January 27, 2010

ომი და ქორწილი

გუშინ ვიყავი ზაზა კოლელიშვილის ამ ფილმზე. ერთობ კმაყოფილი წამოვედი. ემოცია მოაქვს. სულ დეტალურად გამახსენდა ყველაფერი რა და როგორ იყო..
სიუჟეტი რაზეც არის აგებული, ალბათ, იცით. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ქორწილის სცენა ომის ქრონოლოგიის გასაცოცხლებლად იქნა გამოყენებული.

საერთოდაც, ფილმის მთავარი გმირი არის ზაური, რომელიც წარმოშობით ოსია და მათ მხარეს იბრძვის. ფილმი მის მოგონებებზეა აგებული. ფინალში ზაური თავს იკლავს.

მოკლედ რამდენიმე შენიშვნა მაქვს, პირველი ეს არის ტიტრების უქონლობა. ფილმში რამდენიმე ადგილას კაზაკურად და ოსურად საუბრობენ, დაახლოებით, ვხვდებოდით, რომ კარგ არაფერზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ტიტრები მაინც საჭიროა მგონი.

კიდევ, სუფრის ეპიზოდი იყო გაწელილი, ალაგ-ალაგ ჩაჭრილი იყო ახლომდებარე სახლში დაბანაკებული რუსებისა და ოსების ალკოჰოლიანი თავგადასავლებით. ნუ, ახლა უთო რომ ჩართო დუტა შემოგღიმებს იქიდანაც, მაგრამ ძალიან კარგად ასრულებს კაზაკის როლს.
ფილმი არის 1.45 წუთიანი, ბოლოში ქორწილზე საუბარი საერთოდ არ არის, არც ნეფე და დედოფალი ჩანან.
ფინალისკენ არის სცენა, როდესაც რუსები ფერადი უნიტაზებით ტვირთავენ მანქანას. ზედმეტი მომეჩვენა მე ეს კადრი. უშინაარსო იყო და არ მოუხდა ფილმს.
ზოგდად, რასაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და მომეწონა ესაა, რომ მუსიკალური გაფორმება იყო ძალიან მაგარი. არც ერთი ჩავარდნა არ ყოფილა. ემოციის გასამძაფრებლად კონტრმუსიკაც იყო გამოყენებული..
მოკლედ, ამ მხრივ 10 + -ით.. :)
კინაღამ დამავიწყდა, ფილმის საუნდტრეკი ეკუთვნის ჯგუფ "მგზავრებს".. :)
საბოლოო ჯამში, გირჩევთ, რომ ეს ფილმი აუცილებლად ნახოთ. ქართველები ყველაფერს ადვილად ვივიწყებთ ხოლმე, ასეთი ზნე გვაქვს, სამწუხაროდ და რაც უფრო ხშირად გავიხსენებთ აგვისტოს ამბებს, მით უკეთესი იქნება.. :)

5 comments:

mr.picasso said...

კვირას ვგეგმავ კინოში წასვლას . ავატარზე ბილთები თუ ვერ ვიშოვე მაშინ ამ ფილმს ვნახავ. თუ არა და შემდეგი კვირისთვის გადავდებ მის ნახვას. კარგი ფილმი ჩანს მართალია შინაარსი უკვე დეტალურად ვიცი :) მაგრამ ნახვად მაინც ღირს

Natalia said...

ფილმმა მაშინვე დამაინტერესა, როცა გავიგე რომ იღებდნენ.. კინოში ალბათ ვერ ვნახავ, მაგრამ ნეტში აუცილებლად ვუყურებ.

clown said...

რატომღაც არ მაქვს ამ ფილმის ყურების სურვილი :|

Lalena said...

ომი და ქორწილი ერთად, რავიცი რაღაც სკეპტიკურად ვუყურებდი, ომის დროს რა გექორწილებას პონტში, მაგრამ შენმა რივიუმ გადამაფიქრებინასავით, მოკლედ მომინდა ნახვა :)

Anonymous said...

mxolod gaxseneba rodia sakmarisi, tu sakmitac ar davexmaret dazaralebulebs? mag filmze lamis shemtxvevit movxvdi,megona ro rusi jurnalistis gadagebuli roa, eg izo tko, tumca kide kai, zuram rejisoris saxeli wamakitxa.:d tumca 3shab10s aucileblad vnaxav. s2 mobit var

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger