Thursday, January 28, 2010

ვასასი და მეზობლების ფანჯრები

ესეც ასე. მას შემდეგ, რაც საკუთარი კუჭი დავაპურე, გადავწყვიტე, ბლოგისთვის მიმეხედა და მეჭორავა.

არ დაიწყოთ ახლა, არა, ჩვენ პატიოსანი მოქალაქეები ვართო, რადგან დარწმუნებული ვარ, მეზობლის ფანჯრებში ჭყეტვა ყველას გიყვართ. ჰოდა, წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანისათვის, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, რა მნიშვნელოვანია სახლი, რომელსაც სულ მინის ფანჯრები აქვს და ოთხივე კუთხით მეზობელი კორპუსების მობინადრეებს უჭვრეტს. ეს ჩემი ოცნების სახლია, თუმცა მანამ, სანამ საკუთარი ტვინი ასეთი ბინისათვის მაშოვნინებს ფულს, არსებულით ვკმაყოფილდები.

ოთხივე არა, მაგრამ ორი კუთხით მშვენიერი ხედი მეშლება. განსაკუთრებით, საღამოობით. შუქს რომ აანთებენ, როგორი ფარდაც არ უნდა ჩამოაფარონ, ჩემი წყვილი მხედველობის ორგანო ისეა გამოწვრთნილი, მაინც აფიქსირებს, რა ხდება ფარდის მიღმა (შეშურდეთ 25 წლის წინანდელ ევროპელებს :რკინისფარდისსმაილი:).

მოკლედ, ერთ ფანჯარაში სამზარეულო ჩანს, არ ვიცი რატომ არ აფარებენ ფარდას არასდროს. ერთხელ დედას შვილი თმებს უღებავდა. იმ ქალს ეცვა ზოლიანი პიჟამო, იჯდა და წინ სარკე ედო. ზაფხულობით, ამავე სამზარეულოში ცხვირგაწითლებული (სავარაუდოდ) ოჯახის უფროსი საყოველ დღე კიტრისა და პომიდვრის სალათს მიირთმევს და თან კულწურულად აბოლებს სიგარეტს. 

ამ სამზარეულოს ზემოთ იასამნისფერი ფარდები ჰკიდია და ამავე ფერის შუქი გამოდის, ეტყობა, საძინებელია (რა დასანანია, რომ მეშვიდე სართულია და იქ შეჭყეტვა ჩემს ფიზიკურ ძალებს აღემატება ). 

სამზარეულოს გვერდით ერთი გადასარევი ბინაა, მეოთხე წელია ვკვდები ცნობისმოყვარეობით, რა ხდება შალის ფარდის მიღმა, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, ისეთი კუბოკრული ფარდები ჰკიდია, ვგონებ მოხუცი ცოლ-ქმარი უნდა ცხოვრობდეს. მყუდრო ბინა იქნება ალბათ.

ხედი მეორე ფანჯრიდან გაცილებით საინტერესოა. პირველის არ იყოს, აქაც არის სამზარეულო. ახლა ფარდები ჩამოაფარეს (არ ვიცი შემამჩნიეს თუ ფარდის ფული შეაგროვეს), თუმცა მანამდე ყოველ ზაფხულს ერთსა და იმავე მომენტზე მივასწრებდი ხოლმე: შუახნის ღიპიანი ბიძა როგორ აღებდა მაცივრის კარს და ლუდის ბოთლს ნეტარებით იყუდებდა. რომ არ მოგატყუოთ, არ დავკონკრეტდები რა ლუდი იყო, ვერ ვხედავდი.

ეს მეორე სართული საინტერესო საკბილოა. სამზარეულოს გვერდით არის მეორე ბინა, შარშან ზაფხულში ეტყობა, რემონტი ჰქონდათ. საძილეა აქეთ მხარეს და ფარდები არ ეკიდათ. ხოდა, ვუყურებდი როგორ წამოკოტრიალდებოდა ხოლმე ერთი გოგო და...

და ტელევიზორს უყურებდა..   

ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე მომბეზრდა. უკვე ერთი სული მქონდა, როდის ჩამოკიდებდნენ ფარდებს. აგერ, ჩამოკიდეს და ახლა აღარაფერი ჩანს..   

ამ საძინებლის გვერდით, ძალიან მაგარი ბაითი აქვთ. მისაღები ოთახი ჩანს ხელისგულივით, ფარდები არ უკიდიათ. სულ მაინტერესებს, ვინ ცხოვრობს, რადგან ყოველ საღამოს განათებულია, მაგრამ ხალხი არ ჩანს. სამაგიეროდ, მათ თავზე ასეთივე კარგი ბინის პატრონი შუახნის ყვითელთმიანი ქალი დაჯდება ხოლმე ფანჯარასთან განთავსებულ მაგიდასთან და ინგლისურში (სავარაუდოდ) ამეცადინებს პატარა ბიჭს. 

დავუბრუნდეთ მეორე სართულს: მაგარი ბაითის გვერდით, ისევ სამზარეულოა განთავსებული, სადაც პატარა ყუთიდან რაღაც უცნაური ფერები იღვრება და სულ ვფიქრობდი, ეს ტელევიზორია თუ კომპიკო-მეთქი. ამ ცოტა ხნის წინ დავასკვენი, რომ ტელევიზორია. 

ზედა სართულებზე რა ხდება ზუსტად ვერ გეტყვით, ერთადერთი რაც ვიცი, მეოთხე სართულზე ცხოვრობენ დედა, მამა და ორი შვილი: გოგო და ბიჭი. შვილები მოზარდები არიან. დედა (სავარაუდოდ) ყოველ დილას დგება ადრე და ქმრის პერანგს აუთოვებს (ადრე მოწამლული ვიყავი, მთელი ღამე თეთრად გავათენე და მაშინ დავინახე ეს ქალი, დილის ექვსზე რომ აანთო შუქი და გამჭვირვალე ფარდის იქით პერანგის უთოობა დაიწყო).

აი, ეს არის რაც მინდოდა მეთქვა ჩემი მეზობლების ფანჯრებზე. ერთადერთი იმაზე მწყდება გული, რომ ზემო სართულებს ვერ ვუწევ მონიტორინგს, თორემ დანარჩენი, მოსაწყენ დღეებში მშვენიერი გასართობია.. 

P.S. მეზობელი კორპუსის მაცხოვრებლების ამბები დაწვრილებით მოვყევი, თუმცა მე ისიც ვერ გამიგია, ამ კორპუსის რომელი მეზობელი მიდებს კარის წინ შავ პოლიეთილენის პარკში გახვეულ ნაგავს და ქილით ამჟავებულ მურაბას.   



11 comments:

clown said...

აი ბოლო მომეწონა :D

შენც კარებზე წარწერა გააკეთე ვინც კიდე დამიდოს "bumsen sie sie" - თქო :D :D

mchxapneli said...

ვგიჟდები დედუქციის მეთოდის გამოსაცდელ რაღაცეებზე :)

ბათუმში ვიყავი ამ ზაფხულს მეგობართან, მეცხრე სართულზე და ერთი-ორი საღამო ჩემს დედუქციურ უნარებს ვცდიდი და მსგავს დასკვნებს ვაკეთებდი, როგორც შენ. მერე ვარაუდი, თუ გამართლდებოდა, ფრიად მიხაროდა :)

ჰოდა, კიდევ რა საინტერესო იქნება, ვიღაც მაგათგან შენს ბლოგს რომ კითხულობდეს და თავის თავი აღმოაჩინოს :P ნეტავ ეწყინება თუ ესიამოვნება? :)

tammo said...

ზაფხულში ნამეტნავად საინტერესო ხდება ხოლმე ეს პროცესი, ფარდები გადაწეულია, ფანჯრები ღია და მეტი რაღა გინდა სამხიარულოდ :ლოლ: ხოდა კიდევ ერთი, შენი გადამკიდეა მგონი სულ იმის კომპლექსი რომ მაქვს იქნებ ჩვენთანაც ვინმე იჭყიტებათქო :)))))

Lalena said...

აუ ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფანჯარაში უყრება, ეზოში ვაკვირდები ხოლმე ხალხი, რომ ფუსფუსებს, რაღაცეებს აკეთებენ, მიდიან-მოდიან, ფანჯრებს საწუხაროდ (თუ საბედიეროდ, არ ვიცი) ვერ ვუყურებ, მეზობელი კორპუსის აივნებ კი იცოცხლეთქოოო :))))))

Sophie Golden said...

მარტო მე ვყოფილვარ პატიოსანი მოქალაქე. სხვის ფანჯრებში ყურება რატომ უნდა მიყვარდეს, რაში მაინტერესებს, სხვები რას აკეთებენ, ბლოგებზე შემოვალ და აქ ყველაფერს უკეთ დავინახავ ;) ასე არც კანონს ვარღვევ და არც - სხვების პირად ცხოვრებას.

vasasi said...

mchxapneli: მე ის უფრო გამიხარდებოდა, ბოლო მეზობელი კითხულობდეს ამ ბლოგს და თავისი აყროლებული ნაგავი ჩაიტანოს ნაგვის ყუთამდე.. :)




tammo, Lalena, ოჰ, ეს ადამიანები, რა ყველა ერთნაირები ვართ.. :)

ნან said...

ლოოოლ

ძაან ვიხალისე :D :D "ფანჯარა ეზოს მხარეს" გამახსენდა, დაახლოებით ისეთ სტილშია დაწერილი. ჭეშმარიტად არის შენში რაღაც მის მარპლის კიარადა აგათა კრისტისეული :DD

გურამი said...

მე შენ ბინიკლს გაჩუქებ. სულ ვფიქრობდი რა ვაჩუქო ვასასის თქო და აჰა! :)

პ.ს. არავინა ჩუქოს იცოდეთ ჩემი იდეაა. 2 თვე დაჯავშნული მაქვს იდეა. მერეც თუ არ ვაჩუქე - ესე იგი ფული არა მაქვს. :D

Anonymous said...

shav fonze teqstis kitxva (tan roca asoebsac simkvetre aklia), damijeret, dzalian rtulia da tkveni blogit dainteresebuli adamiani shemosvlistanave dakargavs am interess. wavikitze 2 sitkva da mivxvdi, rom meti ar shemedzlo. ara imitom, rom shinaarsma ar damainteresa, ara, ubralod shavi oponis kureba sheudzlebelia 2 wutze met xans.

mapatiet amgvari komentaristvis, ubralod, martla asea.

♥ Dorothy ♥ said...

ადამიანებზე დაკვირვება ძალიან მიყვარს <33 საინტერესო საქმიიანობაა XD
მეც მახვილი თვალები მაქვს და კარგად ვამჩნევ ხოლმე რაღაცეებს : D

unaamarga said...

@ სოფი, მეც არ მიყვარს სხვის ფანჯრებში ყურება! პირადი ცხოვრების საიდუმლოებას კი არ ვუფრთხილდები, უბრალოდ არ მაინტერესებს!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger