Friday, January 29, 2010

მგონი მეშველა?!


რაღაც ამ ბოლო დროს პირად სექტანტობებზე ნაკლებად ვწერ. ნუ, პრინციპში, დასაწერი არც არაფერია, რადგან უსაქმურობის ზენიტში ვარ და ხერხემალი მიცახცახებს. უსაქმურობა ჩემს ბუნებას არ ესადაგება.

დღეს გამოცდები დავამთავრე. ანალიტიკურ ჟურნალისტიკაში განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე საარჩევნო მოვლენები, მერე ეს ყველაფერი მივაკავშირე საქართველო-ამერიკასთან. მოკლედ, ჩავიხლართე, მაგრამ რაღაც მოვბოდე.

ისე, საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, სამი თვეა ეს კაცი ლექციებს გვიკითხავს და მხოლოდ კაფეში ჯდომისა და ცხელი ლობიანით პირის ფუფქვის პარალელურად ეუბნება ნინო მარიტას, სულაც არ ჰგავს ავთო ჰაუსსო..

ცოტა დავფიქრდი და ჩემი ლექტორი ზედგამოჭრილი ექიმი ჰაუსია, მერე რა, რომ არ უყურებს ამ სერიალს. მარიტას რეკომენდაცია მიუცია და აწი ვნახოთ..   

თუმცა, რა უნდა ვნახოთ. უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, დამთავრდა. მეორე სემესტრიდან მუშაობა დიპლომებზე, პრაქტიკა და მერე.. 

ოო, აი, მერე ღმერთმა უწყის..

მართლა, ამ რამდენიმე დღის წინ GARB-ში ვიყავით წარმოდგენილი მთელი ჯგუფი. მოკლედ, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც რეგიონალურ ტელევიზიებს მოიცავს. თებერვლიდან გავა ეთერში და იქნება საკვირაო ტელეჟურნალივით. მოლაპარაკებაა ერთ-ერთ ნაციონალურ არხთან, თუმცა, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები, ჯერ არ იციან..

ჩვენ ჯერ სტაჟირებაზე ვართ. საკმაოდ ბევრნი. ორშაბათს სიუჟეტის მონახაზი უნდა მივიტანოთ, შემდეგ თუ მოეწონებათ, დაამტკიცებენ და სამი დღის მანძილზე მოგვიწევს გადაღება. თემა მაქვს მოფიქრებული უკვე, ჩემი მეზობელი თავისი ნაგვით უკვე ძალიან მაწუხებს და მგონი, სიუჟეტში ნაგვისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების გემრიელი სარკაზმით აღწერა, ცუდი არ უნდა იყოს. თუმცა ეს ერთია ჩემს გონებაში და მეორე ეკრანზე.

ზოგადად, გადაღების პროცესი არ მიყვარს. მონტაჟზე ვგიჟდები. მუსიკას რომ ადებ და ის რომ გამოდის, რაც შენ გინდა.. ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. :)

სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა მიცახცახებს ხერხემალი, მიუჩვეველი არ ვარ, სიუჟეტები ადრეც გამიკეთებია, მაგრამ რეჟიმში რომ ხარ მოქცეული, ამას სხვა ადრენალინი მოაქვს. ჩემთვის ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. ნუ, GARB-ი ამისათვის მშვენიერი საშუალებაა, დანარჩენი უკვე ჩემზეა დამოკიდებული.

ერთი სული მაქვს, საიტს როდის გააკეთებენ, იქაც მინდა რამე ვისექტანტო. ოფისი ჯერ რემონტის პროცესშია, რამდენიმე ხანში დაამთავრებენ კიდეც. 

ვნახოთ აბა, რა იქნება.. :)

P.S. დღეს გორში ჩამოვედი და რა საშინლად ცივა, ვერ გავთბი..


6 comments:

clown said...

წარმატებებიი <3

vasasi said...

მადლობ, გენაცვალე.. :)

utvino said...

რა მაგარი ფრაზაა "ხერხემალი მიცახცახებს" :D
უნდა დააპატენტო

როდრიგო სანტორო said...

წარმატებები გამოცდებში ;)

ჩორვენი¹³ said...

kargia warmatebebi da rom izaxi gadageba ar miyvars montaia kargio
tu kargi araferi gadaige montaji sul rom shuaze gaskde kargi ver gamova, anu masala aris yvelaze yvelaze mtvari ase rom sheiyvare gadagebac da shemdeg ukve montaji :D

Nataly said...

აუ მეც მინდა ლექტორი რომელიც ჰაუსს გავს :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger