Sunday, January 31, 2010

ყაყაჩოები


"მაგდანას ლურჯა";
"სხვისი შვილები";
"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი";
"ვედრება";
"სამკაული სატრფოსათვის";
"ნატვრის ხე";
"მონანიება"...

პირველი და, ჯერჯერობით, უკანასკნელი წარმატება კანის კინოფესტივალზე რეზო ჩხეიძესთან ერთად..

ფედერიკო ფელინი იყო მისი იდეალი, სწორედ მისი ფილებისა და იტალიური ნეორეალიზმის გავლენით იქნა გადაღებული "სხვისი შვილები"..

და ბოლოს, მოსკოვში კიდევაც შეხვდნენ ერთმანეთს. 

ფელინი სულ სხვა იყო, ის - სულ სხვა. თუმცა, ვფიქრობ, პირველზე არანაკლები, თუ არა მეტი.. 

ყველა ვერ გადაიღებს უძლიერეს ტრილოგიას ("ვედრება", "ნატვრის ხე", "მონანიება"), რომლის უკანასკნელი ნაწილი, უბრალოდ, მსოფლიო კინოშედევრია..

მახსოვს, პირველად რომ ვიყავი დიდუბის პანთეონში, სადღაც 8-10 წლის წინ. საფლავებს რომ ვათვალიერებდი, პირველად მისი საფლავი მომხვდა თვალში. არ ვიცოდი რომ "მონანიება" მისი გადაღებული იყო და, საერთოდ, არაფერი არ ვიცოდი..
მას მერე სულ ასე ხდება. პირველად მის საფლავს ვხედავ. შეიძლება იმიტომაც, რომ შესასვლელშია დაკრძალული, მაგრამ არც ისეთ ადგილზე, სხვა რომ ვერაფერი დაინახო.

რამდენი ხანია არ ვყოფილვარ პანთეონში. სულ მინდა მივიდე მის საფლავზე (ვითომ რა მიშლის ხელს?) და მადლობა გადავუხადო ჩუმად იმისათვის, რომ არსებობდა..

რა ცუდია, რომ იანვარში ყაყაჩოები არ ჰყვავის..

მის საფლავთან სხვა ყვავილების მიტანა არც ღირს..

დღეს თენგიზ აბულაძეს 96 წელი შეუსრულდებოდა..


4 comments:

Nataly said...

ფედერიკო ფელინი ჩემი იდეალიცაა..

mr.picasso said...

abuladze yvelaze didi rejisoria vinc saqartvelos yolia misi arc erti filmi ar gavs ertmanets da titoeuli unikaluri da sxvebisgan gamorcheulia verc ifiqreb rom erti rejisoris filmebia. ar vicodi dges tu misi dabadebis dge iyo.

Sophie Golden said...

შეიძლება ერთადერთი ვარ, ვისაც "მონანიებას" "ნატვრის ხე" ურჩევნია და ვიყო, არაუშავს.
მართლა კარგი რეჟისორი იყო. ადვილი არ იყო ისეთი ნაწარმოებების გადაღება, როგორიც ლეონიძეს ჰქონდა.

♥ Dorothy ♥ said...

ძალიან ვწუხვარ მაგრამ ქართულ კინემატოგრაფიაში ძალიან მოვიკოჭლებ ;უსერ: მსახიობებს მარტო სახეებით ვცნობ :უსერ:
მე ნატვრის ხე მიყვარს ყველაზე მეტად <33 ულამაზესი ფილმია :" >

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger