Friday, January 22, 2010

Japan


ახლა ვკითხულობ ერთ-ერთი იაპონელი მწერლის - იასუნარი კავაბატას რომან - "ათასფრთიან წეროს". ძალიან საინტერესო რაღაც ჩანს, უკვე შუამდე მივედი. კი ვიფიქრე, რომ დავამთავრებ მერე გავუზიარებ-მეთქი აზრებს ჩემი ბლოგის მკითხველს, მაგრამ ვერ მოვითმინე.
კითხვის პროცესში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ იაპონური კულტურა განყენებულია ყველა სხვისაგან. ნებისმიერი იაპონელი მწერლის ნაწარმოების კითხვისას, როგორიც არ უნდა იყოს ის, სხვა სამყაროში გადავდივარ, აღმოსავლური სუნი მომდის ხოლმე (ღმერთო ჩემო, რა პათეტიკაა ) და დღეს ვფიქრობდი, რომ რაღაცა არსებობს.  

რომანის შინაარსს არ მოგიყვებით, მერე ეშხი დაეკარგება, თუმცა გეტყვით, რომ მისი კითხვისას რამდენიმე იაპონურ ტრადიციას გაეცნობით. ჰო, კავაბატა 1968 ნობელის პრემიის ლაურეატია,  თუმცა მე სულ სხვა რაღაცაზე მინდა გელაპარაკოთ..
კარგით რა, ნუ შეშინდით, ჭეშმარიტ ღმერთზე საუბარს არ ვაპირებ. უბრალოდ, მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ უცნაურ დამთხვევებთან დაკავშირებით. იაპონელებს ძალიან ბევრი საინტერესო მწერალი ჰყავთ, მაგრამ მათ შორის ჩვენთვის ყველაზე ნაცნობია რიონისკე აკუტიგავა (მისი ნაწარმოებების კითხვისას სულ ერთი ეპოთეტი მიტრიალებს თავში: აღმოსავლელი ედგარ პო). იუკიო მისიმა ქართულად არ არის ნათარგმნი, თუმცა საკმაოდ საინტერესო რომანები აქვს და ასეთივე პიროვნება იყო (იხილეთ ჩემი პოსტი), ახლა კი კავაბატა აღმოვაჩინე (ეჭვი მაქვს, მისი სხვა რომანები არ იქნება ნათარგმნი ჩვენს მშობლიურ ენაზე). ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც წავიკითხე, რომ ამ მწერალმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
თან დააკვირდით, სამივე, მისიმა, აკუტიგავა და კავაბატაც ერთმანეთის თანამედროვეები იყვნენ (ნუ, ხმაურიან სიკვდილში კი აჯობა მათ იუკიომ ) და ძალიან კარგი მწერლები. ჰოდა, მე გამიჩნდა კითხვა, რაღატომ იკლავდნენ გედებივით თავებს?.
ვითომ, რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, გაქვთ ყველაფერი და მაინც სუიციდს ეწევით.. ჰოდა, ცოტა არ იყოს, "გამიტყდა". თან უკვე მეორე დღეა ამ თემაზე ფიქრით ვიჭყლეტ ტვინს. გამოცდა მაქვს სამშაბათს, ამას გადავაგორებ და მერე დაწვრილებითი ცნობების შეგროვებას უნდა შევუდგე კავაბატასა და აკუტიგავაზე (იუკიო მისიმას ამბავი ჩემთვის ლეგენდაა).

თუმცა, სანამ მომავალი კვირიდან გამოძიებას დავიწყებდე, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ დასკვნა, რომელიც გამოვიტანე: იაპონელი მწერლების კითხვა ძალიან მამშვიდებს. ზოგადად, კარგი მუხტი მოდის მათი ნაწარმოებიდან და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს იქ ვარ, იაპონიაში, კიმონო მაცვია, ტატამზე ვზივარ ფეხმორთხმული, ან იაპონურ ბაღში დავსეირნობ, იაპონური ქოლგა მიჭირავს და იაპონურ ხალხურ მუსიკას ვუსმენ..

9 comments:

ჯორჯ პაიკი said...

ეხლაც მახსოვს მაგ წიგნში ერთ ქალს ძუძუზე დიდი ბეწვებიანი ტყირპა რომ აქვს. :)
თავის დროზე მეც დამაინტერესა თვითმკვლელობების შესახებ, ერთი შეხედვით ძალიან უცნაურია 70 წელს გადაცილებული ადამიანის მხრიდან მსგავსი საქციელის ჩადენა, მაგრამ ზედაპირულად როგორც გავარკვიე (რომელიღაც გადაცემაში მოვუსმინე) ქრისტიანული კულტურისგან განსხვავებით მანდ თვითმკვლელობა ცოდვათ არ ითვლება და უფრო ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. მოკლედ რაღაც ამდაგვართან გვაქვს საქმე.
უფრო ჩაღრმავება კარგი აზრია. :)
პ.ს. კობო აბე წაიკითხე კიდევ ჯერ თუ არ წაგიკითხავს, ალბათ მოგეწონება, ეგეც იაპონელია, კიდევ ხარუკი მურაკამი. :)

გურამი said...

ოოსიკარო! ჯამიკუნა ესერატო თოკოინამა! ოოოს! შიძაცუ ასარათუნა, ჩან ძიოცა, ტოდო! თეშაფუნე ოკოძუნი, მოში მოში, ოო დე კადო, ჰაჯიმეეე!
:user:

Keti said...

მეც მომეწონა ეს წიგნი...

როდრიგო სანტორო said...

ეს მწერალი და მისი ეს რომანი ჩემი საყვარელია და გამიხარდა ასეთი პოსტის ნახვა.

კავაბატას რაც შეეხება ქართულ ენაზე არის თარგმნილი მისი მოთხრობების კრებული და ასევე რომანი "თოვლიანი მხარე". შეგიძლია ჩემ ბლოგზე იხილო პოსტი "იაპონური ლიტერაურა ქართულად"

კავაბატა ფავორიტი მწერალია და ასევე მაქვს მისი ბიოგრაფია ნათარგმნი ბლოგზე და შეგიძლია გაეცნო. ჩემი აზრით იაპონური ლიტერატურა ერთ-ერთი საუკეთესოა. მის თაყვანისმცემლად მიცნობდე

Anonymous said...

iaponia!<3:)))..mec dzalian mikvars iaponeli mcerlebi.kidev qendzaburo oe waikitxe tu ar gakvs wakitxuli magaria!

vasasi said...

კი, წაკითხული მაქვს მისი "დაგვიანებული ახალგაზრდობა", ანონიმო და ძალიან მომწონს.. :)

Anonymous said...

კობო აბე და აკუტაგავა რომ წავიკითხე მაშინ გაადავირიე იაპონურ მწერლობაზე და მინდა უფრო ღრმად გავეცნო)) ძალიან კარგია ))

Anonymous said...

tbilisis bibliotekebshi aris kartulad natargmni iaponuri literatura?? gtxovt mitxarit dzaan momwons agmosavluri literatura da versad ver vnaxe!!! inglisurad an rusulad tu ikneba araushavs wavikitxav !!

vasasi said...

კი, როგორ არა..

ჰარუკი მურაკამი, აკუტაგავა, ქინძაბურო ოე, იასუნარი კავაბატა..

რა ვიცი, ბევრი მწერალია ნათარგმნი. ნებისმიერ ბიბლიოთეკაში ნახავ. :)

ლიბ.-გეზეც არის, თუ ონლაინ შეგიძლია კითვა და თვალებს არ გტკენს კომპი.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger