Sunday, January 17, 2010

Prison


გაქცევა მინდა..
ყველასა და ყველაფრისაგან მინდა გაქცევა.
ყოველ დღე ვგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია..
აღარ შემიძლია ყოველ დღე ამდენი სისულელის მოსმენა, ამდენი ზრუნვა ჩემ მიმართ, ამდენი უაზრო და უსამართლო საყვედურები.
ვიცი, მეც ვიცი, იქნებ თქვენზე უკეთესადაც?!

20 წელია ვფიქრობ, ვინ მიზღუდავს ხელოვნურად თავისუფლებას? ვინ ცდილობს ბატონობა მოიპოვოს ჩემზე ისე, რომ საკუთარ ვალდებულებებში ჩახედული არ არის?
მერე რა, რომ გარკვეული პრივილეგიები გაქვთ, მე ზრდასრული ადამიანი ვარ, რომელიც არაფერს აშავებს.
ნუ დამიშავებთ რა.. ხომ შეიძლება, 15 წუთით მაინც არ მომაქციოთ ამ დედააფეთქებულ ზრუნვის მარწუხებში?.
აი, რა მაღიზიანებს!.
მიმიშვით რა ჩემს ნებაზე..
მომეცით უფლება, როცა მინდა მაშინ შევჭამო, დავლეო, წავიდე ტუალეტში, სამჯერ ზედიზედ ამოვისუნთქო ღრმად, ან ყირაზე დავდგე..

ერთხელაც გაგექცევით. მართლა გაგექცევით. თან ისე, რომ ვეღარასოდეს მნახავთ!. 

ზედეპრესიის დღე მაქვს. სახლიდან გასვლა არ მინდა გარეთ..
არავისი და არაფრის დანახვა არ მინდა.
ვერ ვიტან ბედნიერ ადამიანებს.
ზოგადად, ადამიანებს ვეღარ ვიტან.

არ შემეკითხოთ და არ გიპასუხებთ.
უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათის წინ მიმაბარეთ მიწას და დამივიწყეთ.


6 comments:

clown said...

მეც მაქვს ხოლმე ეს ზედეპრესიის დღეები..
მაგრამ მალე გაივლის ხოლმე.....


ვლერიანის ნაყენი დალიე და გიშველის..
მე ეგრე ვშვრები :S

vasasi said...

კი, გამივლის, მაგრამ მისაღები მივიღე.. :(

არ მშველის ვალერიანი..

ხანდახან ვსვამ ხოლმე და.. :)

clown said...

@vasasi
მე ცოტა მშველის ხოლმე :შ

Lalena said...

მე ვალერიანი თუ დავლიე კისერი მტყდება და მეძინება :))))

ვაიმეეე მეც შენ დღეში ვარ ესე იგი თურმე, როცა მშია უნდა ვჭამო, საერთოდ შიმშილობას დავიწყებ პროსტესტის ნიშნად, როგორ შეიძლება ბებიაჩემების კუჭი უკეთ გრძნობდეს მე როდის მშია?! :შ

Roisin said...

ზოგჯერ ცხოვრებაში პერიოდი დგება, როცა გინდა რომ სენზე იზრუნონ, და არა მარტო შენ ზრუნავდე სხვებზე...
გინდა მაგ ასაკში დაბრუნება...:(((

keso said...

ბიჭებს მოუსმინე (ბიტლები ვიგულისხმე) და გადაივლის.
რა ვიცი, მე მშველის...
არადა, როგორ მესმის შენიიიიიიი

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger