Monday, January 18, 2010

ვასასის TOP ათეული

ამ პოსტის წერა ჩვენს კაფეში დღევანდელმა საუბარმა გადამაწყვეტინა. რამდენი ხანია, ჩემი მეგობრები მიმტკიცებენ, რომ პაპსა გარეგნობის ბიჭები მომწონს, მე კიდევ გამუდმებით ვიცავ ჩემს პაპსა ბიჭებს და ხერხემალი მიცახცახებს...   

დღეს გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ჩემი ტოპ ათეული, ბოლოდან პირველი ადგილისაკენ და დამეხმარეთ შეფასებაში, მართლა ასეთი პაპსავიკი ვარ თუ მეჩვენება (უკვე მეც მეჩვენება )..

მაშ ასე, ვიწყებ:

10. ჩემს ტოპ ათეულში ბოლოდან პირველ ადგილს იკავებს ჯორჯ კლუნიცოტა ბებერი კია ჩემთვის (თუ საკმაოდ ბებერი), მაგრამ სიმაპთიურია ნამეტნავად. ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს, შემიყვარდებოდა ნამდვილად..    საოცარია და, მისი მონაწილეობით ფილმები ნანახი არ მაქვს (ზოგადად, კინომანი არ ვარ და ამიტომ ალბათ), მაგრამ სიმპათიურია არა?!   

9. მეცხრე საპატიო ადგილს იკავებს კიდევ ერთი მსახიობი - იცანით არა?. 
დიახ, კოლინ ფარელი. მის შესახებ რა თქმა უნდა, "ალექსანდრემდე" არაფერი არ ვიცოდი. პრინციპში, ალბათ, გმირის ტიპაჟიდან  გამომდინარეც დაიმსახურა ჩემი ესოდენ დიდი სიმპათიები, თან დოკუმენტური ფილმი ვნახე, როგორ ემზადებოდა ალექსანდრეს როლში შესასვლელად და უფრო შემიყვარდა (ამაზე გამახსენდა, ენდი გარსია ვერ მოხვდა ჩემს ათეულში, მიუხედავად იმისა, რომ "მოდილიანიზე" მუშაობისას როლში ისე შეიჭრა, ფსიქიატრის დახმარებაც დასჭირდა რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა). მოკლედ, მომწონს კოლინ ფარელი ერთობ. კარგი ტიპია მთლიანობაში..   

8. მერვე საპატიო ადგილს იკავებს ჩეემი უსაყვარლესი პოლ მაკარტნიოღონდ - ახალგაზრდობაში.. 
დარწმუნებული ვარ, "ბითლზის ეპოქაში რომ ვცხოვრობდე, აუცილებლად ვიქნებოდი პოლის ფანი", ისევე, როგორც დანარჩენებისა. ჩემი აზრით, პოლი ყველაზე სიმპათიური იყო ბიჭებს შორის და ამის გარდა პატივს იმიტომაც ვცემ, რომ ზეშრომისმოყვარე გახლდათ. 
პოლის ღირსებებზე რომ საუბარი დავიწყო, ჩემი ბლოგი არ ეყოფა, ამიტომ დავტოვებ მას ჩემი ათეულის მერვე ადგილზე ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე და მივხედავ მეშვიდე ადგილს...

7. მეშვიდე საპატიო ადგილს იკავებს ახალგაზრდა მსახიობი რუპერტ გრინტი.პოტერომანებს აუცილებლად გეცოდინებათ ეს ახალგაზრდა, რომელიც რონ უისლის როლს თამაშობს. 21 წლის არის და, მსახიობობის პარალელურად, BBC-ს რადიოში მუშაობს (აი, რატომ დამეკეტა ჭკუა.).. ნუ, ამ ფოტოზე ისეთი სიმპათიური არ ჩანს, ფილმში გაცილებით კარგი ტიპია და ბოლო ნაწილის ყურებისას მგონი, კიდეც შემიყვარდა..    თუმცა, მერე მილიბენდი გამახსენდა და გადამიარა.. :)

6. მეექვსე, არანაკლებ საპატიო ადგილს ისევ მსახიობს დავუთმობ. ამჟამად ის გახლავთ ყველასათვის საყვარელი ჰიუ ლორი..მისადმი ჩემი სიმპათიები, ალბათ, როლმა განაპირობა. რეალურ ცხოვრებაში ან სხვა ფილმში როგორია, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, ამას წინათ ჩემი რომელიღაცა ჯგუფელი მეუბნებოდა, "101 დოლმატინელის ლეკვში" ერთ-ერთი ყაჩაღის როლს თამაშობს და იქაც ისეთივე საყვარელია, როგორც ჰაუსშიო.. :)

5. მეხუთე ზესაპატიო ადგილს დროებით ვანებებ თავს მსახიობებს და გადავალ ფეხბურთემებზე. საოცარია და, ეს ადგილი ჩემი საძულველი კლუბის გოლკიპერს ერგო: ამ მახინჯთა გროვაში ერთადერთი გამონათება ჰყავთ, რომელმაც ვერ გაუძლო შემოტევას და ორი წელია თავგადახოტრილი დადის.   არ მომწონს მისი ამჟამინდელი თავი, სიმპათიები დამეკარგა. მაგრამ თმიანი ერთობ კარგად გამოიყურებოდა. აგერ, მეც ასეთი ფოტო ვიშოვე თქვენთვის..

4. მეოთხე საპატიო ადგილს ვანიკო თარხნიშვილს მივაკუთვნებდი.

მომწონს და რა ვქნა?!..   

3. ქალბატონებო და ბატონებო, ოქროს სამეულს გახსნის "ლივერპულის" სული და გული სტივენ ჟერარდი..მარიტას რომ ჰკითხო, სტივი ბავშვური ტიპია და ლამპარდი არა, რაშიც კატეგორიულად არ დავეთანხმე და ხერხემალი ამიცახცახდა..  
კი არა, წითური ტიპები არ მომწონს, მაგრამ ჟერარდი კარგი ტიპია, ამასთან, კარგი ფეხბურთელიც და პატივს ვცემ.. 

2. ოო.. დიადი მეორე ადგილი ქართველ ფეხბურთელს ეკუთვნის.. დათო სირაძე დაეწია და გაასწრო სტივენ ჟერარდს და აღმოჩნდა ჩემი ათეულის მეორე ადგილზე. სერიოზულად რომ ვთქვათ, არ არის ცუდი ტიპი კი არა, ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ განსჭვალული ამ ადამიანის მიმართ. კარგი ფეხბურთელია ნამდვილად და ერთობ სიმპათიურიც. მერე რა, რომ ნაკრებში აღარ სწყალობენ ეს ბოლო პერიოდია.. მაინც ვერ ვატარებ, რომ ღრუსეთში თამაშობს, მაგრამ ამანაც რა ქნას?.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ტოპ 10-ეულში მეორე ადგილს კი იკავებს.. :)

1. ჩემი ტოპ ათეულის გამარჯვებული, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ მილიბენდი გახლავთ. დევიდს კომენტარს არ გავუკეთებ, რადგან ჩემს ბლოგზე არაერთი პოსტი მიეძღვნა მას.. 

მოკლედ, ასეთი გახლავთ ჩემი ტოპ ათეული. რომ ვწერდი, თან მეცინებოდა. იმდენი მსახიობი ჩამოვყარე და უმეტესის აზრზე არ ვარ. ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ზოგიერთი კი იფიქრებს, რომ სიმპათიური ბიჭების გამო ვუყურებ, მაგრამ დამიჯერეთ, ასე ნამდვილად არ არის.. აბა, რონალდინიოს რომ კაცი შეხედავს სახეზე, ხომ დაარტყამს გული?! სამაგიეროდ, მოედანზე კონცერტს დგამს, ახლა უკვე - "მილანის" ფორმით.

აქვე მინდა ტოპ ათეულს თქვენის ნებართვით ერთი ბონუსი დავამატო და შემოგთავაზოთ ჩემი კერპი, მთელი ბავშვობის, ახალგაზრდობის და ფეხბურთის სიყვარული. ადამიანი, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა და ჩემთვის ნომერ პირველი ფეხბურთელია: სანდრიკა ჩემთვის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და პირველი მცველია მსოფლიოში. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ თუნდაც იმის გამო, რომ დღეს "მილანის" ძირითადშია შარშანდელი ამბების მიუხედავად (ზურგზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და მისი საფეხბურთო კარიერა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა). აზრზე ვარ რა ნებისყოფად დაუჯდა ეს ყველაფერი.
ძალიან ბევრს ჰგონია, რომ სანდრო ლამაზი და გადასარევი რომ არის, მაგიტომ მომწონს, არადა, ეს ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.. :)

უი, აი, ზემოთჩამოთვლილთაგან ვინ მიყვარს ჭეშმარიტად!..   

P.S. როგორც ამბობენ, თითო ნაკლი ყველასა აქვსო და დიდი ამბავი, თუ მართლა პაპსა ბიჭები მომწონს.

ისა და,  რას ფიქრობთ? მართლა ვარ პაპსავიკი?  


23 comments:

clown said...

ჩემთვის ჰელენა ბონემ კარტერია პირველიც და მეათეც <3

keso said...

აუუ, რა სიამოვნებით წავიკითხე შენი პოსტი, ვერ წარმოიდგენ... მეც ძალიან მიყვარდა ჩემი ათეულების შედგენა და მივხვდი, რომ კარგა ხანია ეს არ გამიკეთებია. მისახედია ეს საქმე:):):)

რაც შეეხება შენს ათეულს, მილიბენდისა და ჟერარდის გარდა, პირადად მე ოცეულშიც არ ჩავრთავ არც ერთ მათგანს, თუმცა ეს პაპსაობა-არაპაპსაობის კი არა, უბრალოდ, განსხვავებული გემოვნების საკითხია.

აი, ჩემს ათეულში კი არა,ხუთეულშიც კი ენდი გარსია ნამდვილად ხვდება. რა ვიცი, პაპსაა ვითომ?! :)

Lalena said...

მე ქერები და წითურები არ მიყვარს, შავგვრემანები მომწონს, ასე, რომ შავგვრემანთა ნაწილშჳ გეთანხმები :)))

Sophie Golden said...

არც ისე პაპსა, იმიტომ, რომ აქედან მხოლოდ რამდენიმე კაცი იყო ჩემთვის ნაცნობი =))

ბლაჰ, პოლიტიკოსები არ მევასება სასტიკად!!!!!!!!!!

ამ სიიდან მხოლოდ კოლინ ფარელი მომწონს და ისიც ისე რა :D

Nataly said...

მე კი ყველა ვიცოდი :) +1 ბრედ პიტი რომ არ გყავს :)
და ისე, ჩემს ტოპ 10-ში ალბათ შენებიდან მარტო ნესტა მოხვდება :)

პ.ს. ვანიკო თარხნიშვილი?!?!?! :))))

mtersasruti said...

ნუგეშად ნესტა დავინახე. : D

მაგრამ ნესტა როგორც კაცი არა,როგორც ფეხბურთელი ისე მომწონს. (ეშმაკუნას ავატარიდან გამომდინარე გამიხარდა,რომ მილანელიც მოახვედრე მამრებში).

Landish said...

ჩემი თავიც მიამატე მაგ სიას და არ იქნები პაპსავიკი : )))

ისე კოლინ ფარელი თუ გევასება აუცილებლად უნდა ნახო ფილმი მისი მონაწილეობით - ჯიხური ჰქვია...
სატელეფონო ჯიხური...

და მე მოკვდე თუ არ იტირო : )

vasasi said...

Nataly: ჰხო, რა ვიცი.. ცოტა მომწონსავით.. თან ათი კაცი ხომ უნდა ჩამომეთვალა?!>. :)

mtersasrut: "ნუგეშად ნესტა დავინახე. : D

მაგრამ ნესტა როგორც კაცი არა,როგორც ფეხბურთელი ისე მომწონს"

მეც და მაგიტომ დავწერე.. მართლა ძალაინ მაგარდ მიყვარს სანდრიკა.. :)


Landish: შენ დევიდ მილიბენდს ჰგავხარ და აქამდე მიმალავდი?.. :o :D

მოვძებნი მაგ ფილმს და გადმოვწერ, მადლობა.. :)

თინი said...

მეც მაქვს ჩემი ათეული..ტოესწ შეიძლება ოცეულიც :D

მაქედან ჰაუსი შედის მარტო ოღონდ :უსერ: რამდენი ხანია დაახლოებით ასეთი პოსტის დაწერას ვაპირებ და ვერ მოვაბი თავი ერთი მიზეზის გამო- არ მინდა ვინმე გამომრჩეს :D
ხოდა მობილურის დრაფტებში ვინახავ რამდენჯერაც გამახსენდება ვინმე. რომ მივხვდები, რომ ამოვწურე, აი მერე დავწერ :D

Nataly said...

უი უი კოლინ ფარელი დამავიწყდა.. ძაან ძაან მაგარია :) და მართლა ტელეფონის ჯიხურში ყველაზე მაგრადაა.. ანუ კაი ვიდზეა :) ალექსანდრეში ცოტა გასუქებულია და აქ ძაან მაგრადაა ;)

matasi said...

კარგი იყოოოო.
შენს ათეულში ისეა არეულ-აღრეული სხვადასხა ვიზუალურობის, მიმდინარეობისა და აღნაგობის მამრები რომ პაპსავიკი კი არა ღმერთმა უწყის როგორები მოგწონს:)))))))

Dreamer Kikito said...

10,9 da 5 momwoons me :D
adre mec vanawilebdi mase msaxiob, momgeral tu fexburtel bichebs romlebic momwondnen :D

Kate said...

ხო, ბოლო კომენტარორს დავეთანხმები. :))

ისე კი ჟერარდი როგორ მოგეწონა. :(((

zurriuss said...

რა შუაშია პაპსავიკი, გევასება? – მორჩა. ;)
მე რომ ჰოლივუდის ბევრ–ბევრი ქალი მევასება, პაპსავიკი ვარ? რომელიმე მაინც მყავდეს ახლოს, სიამოვნებით ვიყვირებდი, რომ ვარ :))
ისევე, როგორც, შენ ალბათ. რომელიმე შენი კაცი რომ იყოს, ასე არ იტყოდი :))

utvino said...

მილიბენდი და ჰაუსი ჩემი ცხოვრების კაცებიც არიან :D პაპსავიკობას რაც შეეხება , ნამდვილად ვერ დაგწამებვდი, დათო სირაძე ვისაც მოსწონს ის პაპსავიკი არაა, რადგან ერთადერთი ხარ მგონი ვისაც მოსწონს :d

Keti said...

მთავარია, შენ მოგწონდეს
სხვების აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებმნიშვნელოვანია :))

Nataly said...

იმედია წინააღმდეგი არ იქნები ჩემი 10-ეული რო განვათავსი ბლოგზე.. :)

Kate said...

უი ეს პოსტი წაკითხულ-დაკომენტარებული მაქვს.

ხოდა მე მხოლოდ ნესტა, კლუნი, ფარელი და მაკარტნი მომწონს.

Michael said...

ვასას ეს რა ქენი? პოლზე წინ ვიღაც ვანიკო და ფეხბურთელები როგორ დააყენე? :)))) ლოოლ

კატიე said...

პაპსავიკი ყოფილხარ :D
მარა ჯორჯ კლუნი მეც მიყვარს, და ჰაუსის კაციც კაი ტიპია :))

Lord Vader said...

ანა-ბანა, ანა-ბანა,
ვის ყავს მამიდა ჩემისთანა?
© ჯორჯ ქლუნი

Anonymous said...

mgonia rom xumrob :)) dzalian gansxvavebuli gemovnebis bralia albat magram arcert matgans colinis garda 100eulshic ar sheviyvandi :))

vasasi said...

არა, არ ვხუმრობ ანონიმო. განსხვავებული ადამიანები იმისათვის ვარსებობთ, რომ განსხვავებული ტიპაჟები მოგვწონდეს.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger