Monday, January 11, 2010

XXL


დღეს ჩემთან თოვლის ბაბუა მოვიდა.
ჩემი ჩანჩლას თოვლის ბაბუა და კალამი მომიტანა თავისი ლამაზი ყუთით..
ძალიან, ძალიან ლამაზი და საყვარელი კალამია, სიხარულისაგან მეცხრე ცაზე ავედი, დავბრმავდი, დავყრუვდი, დავმუნჯდი..
კალამი იმდენად არ გამიხარდა, რამდენადაც ის, რომ ჩემს ჩანჩალუკას ბათუმში შემოვახსენდი და მომიცუხცუხა.. :)
თუმცა, ეგ რა არის, მალდინის ორიგინალ მაისურს შემპირდა და ველოდებით მთელი ოჯახით.. :)
გამოცდა შემოგვეწერა..
ცხოვრებაში პირველად მიღალატა მუზამ და რა დავწერე მეც არ ვიცი..
თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზესისულელეები ვწერე, ჩვენი ლექტორის იმედი მაქვს.
სულ მაინტერესებს, მართლა ასეთი ვარ თუ ადამიანებს ვგონივარ ასეთი?
ან რატომ მქენჯნის სინდისი, რომ კარგი ვარ?
იქნებ, მართლა კარგი ვარ და მე ვერ აღვიქვამ, სხვები კი გრძნობენ?!
ერთი რამ ფაქტია, მირჩევნია მაძაგონ, ვიდრე მაქონ. სულ მრცხვენია როცა ამას აკეთებენ... არ მიყვარს რომ მაქებენ..
ისა..
კიდევ რა მინდოდა მეთქვა: ადამიანებს რომ ვუყვარვარ, ეგეც ერთგვარ დისკომფორტს მიქმნის. სულ მგონია, მოვალე ვარ მის მიმართ.
არადა..
რა სისულელეა არა?!
დღეს ბევრი ლუდი დავლიე.
რატომ არ ვიცი, მაგრამ საშინლად ბევრი დავლიე. იმდენად ბევრი, რომ ერთი პერიოდი ჩანჩალას მხარზე კინაღამ ჩამომეძინა..
ეჭვიანობას რაც შეეხება..
მიზეზი მართლაც ეჭვიანობაა, მეტი არაფერი..
ჩემს ბლოგზე კიდევ, ყველაფერს ვწერ: თქვენზე, ჩემზე, იმათზე, ამათზეც და ც..
ჰო, ც-ზეც..
ყველასა და ყველაფერზე..
:) :) :)
ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ყველაფერი გარშემო წარმავალია..
მაგრამ ბოლოს რატომ ტკბება ურთიერთობები ამაზე გიფიქრიათ?
იქნებ იმიტომ, რომ დამკაში გავედით?
სკოლაშიც ასე იყო, თუმცა, სკოლა და უნივერსიტეტი ერთმანეთისაგან აშკარად განსხვავდება. მე უნივერსიტეტში მეგობრები შევიძინე.
”არასოდეს თქვა არასოდეს”-ო, გაიმეორა ჩემმა ფსიქოლოგიის ლექტორმა (რომელიც, საოცარია და, დამამახსოვრდა, ალბათ მისი მეხსიერებიდან ისევე გავქრი, როგორც ყველა რიგითი სტუდენტი), მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია..
იდეურად ვართ ერთნი და მერეც, ნიჭიერები, კარგები და გადასარევები ვართ, რა დასამალია?! :)
ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ვიმსახურებ კი ადამიანებისაგან ყურადღებასა და ინტერესს, რომელსაც ისინი ჩემ მიმართ იჩენენ?
ან ვიმსახურებ კი იმას, რომ ისინი იყვნენ ჩემი მეგობრები?!
ხანდახან მრცხვენია ხოლმე..
ხანდახან არა, ხშირად მრცხვენია..
პათოლოგი ვარ ეტყობა..
ეს ცუდია, ვიცი, მაგრამ ისევ იმას ვაკეთებ..
არა, მთვრალი არ ვარ..
გამიარა..
უბრალოდ, სხვა თემაზე დავიწყე, მაგრამ ამ თემაზე შემომეწერა.
ჩვენ ყველანი ახალგაზრდები ვართ (თუმცა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სახის კანი არ გვაქვს დანაოჭებული და სირბილი შეგვიძლია), ერთ ეტაპზე, ერთი სტატუსით და ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპზე ვართ.
ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია..
ჩვენი..
კარგად ჟღერს არა?
ჩემთვის კი.. :)
კარგია ალბათ, როდესაც ადამიანები გიყვარს..
ის უფრო კარგია, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და ოჯახის წევრების გარდა არსებობენ ადამიანები, რომელთა იმედიც ყოველთვის შეგიძილია გქონდეს.. :)

1 comments:

mr.picasso said...

კარგი შეგრძნებაა როდესაც გიყვარს ადამიანები. მეც მიყვარს მაგრამ ხშირად მავიწყდება ამ სიყვარულის გამოხატვა. ხშირად მავიწყდება უბრალოდ მოკითხვა უბრალოდ კითხვა რას გრძნობ. ხო ცუდი ვარ საშინლად ცუდი . რამდენი ხანია უახლოესი ადამიანებისთვისაც კი არ მიკითხავს ეს.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger