Monday, February 1, 2010

დეპრესიონერა

დღეს ვიყავით გარბიში. იდეები წარვადგინეთ, რა თემებზე გვინდა მუშაობა. მე, რა თქმა უნდა, როგორც მემართება ხოლმე, თავში არაფერი წესიერი არ მომსვლია, შესაბამისად, ნათიამ თვითონ შემომთავაზა თემა, თუმცა, ორშაბათამდე კიდევ მაქვს დრო, კამერები პარასკევს მოვაო და იმ კვირამდე მაინც ვერ დავიწყებთ მუშაობას. 

მოკლედ, ახლა ნათიას თემის პარალელურად, ვცდილობ რაიმე საინტერესო თემა მოვძებნო, კონატქტებს მივაგნო, რომ საკუთარი თავის ისედაც დაკარგული რწმენა, ცოტა მაინც აღვიდგინო. 

აი, საკუთარ თავზე რომ მეშლება ნერვები, მერე მეუბნებიან, რატომო, ასეთი კარგი, გადასარევი და არაჩვეულებრივი ხარო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა მჭირდება, მაშინ მებნევა გონება, აზრები, მაშინ მეკეტება ყველაფერი, რაც აზროვნებასთან არის დაკავშირებული. ლუზერი ვარ, აბა არ ვარ?!

ალბათ, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში ასეთი ეტაპები, მაგრამ ჩემი წინათგრძნობაც კი მეუბნება, რომ შენგან არასოდეს არაფერი დადგებაო..   

მუშაობა არ მეზარება, არც ტვინის ნთხევა..
მაგრამ, როცა რაღაცა ისე არ გამომდის (და, ძირითადად, ასე ხდება) როგორც მიმაჩნია საჭიროდ, ვნერვიულობ და ხერხემალი ცახცახს მიწყებს..   

როდესღაც რაღაც ალბათ მეც გამომივა, მაგრამ ეს ”როდესღაც” არ მხიბლავს. მალე მინდა, რაღაც გარანტიები მჭირდება, სტატუსს თავად მოვიპოვებ დროთა განმავლობაში.. 

P.S. სახლში რომ მოვედი, ვნახე, რომ ერთი პრობლემით ნაკლები მაქვს სადარდებელი..   


6 comments:

ჩორვენი¹³ said...

idea raga gaxda
daje da chamocere rac zalian ar mogcons da gagizianebs
an piriqit rac zalian mogcons da ar gagizianebs
nebismieri sperodan da xelad imdeni idea tema da salaparako gagichndeba rom gageba ki ara romeli airchio imas ver gadacyvet

vasasi said...

chamowerit ki chamovwere orive saxis, magram ragac ar gamovida.. kidev und vifiqro da aspeqti shevurchio..:)

clown said...

გადაგედო ჩემგან მომავლის შიში?! :|

vasasi said...

oh, gadamedo ra.. sul mqonda, ubralod, axla gamimdzafrda.. :S

ნან said...

კარგად მესმის შენი.
პრობლემა იმაშია, რომ გინდა რაღაც გადასარევი და გენიალური იდეა გქონდეს, ასე არ არის? მე მჭირდა ასე, ეგრევე შედევრი სტატიების წერა მინდოდა, არადა არ გამოდის. უფრო სწორედ ერთი–ორჯერ შეიძლება გამოგივიდეს, მაგრამ საკუთარ თავს კედელთან ნუ მიაყენებ, თორე ხერხემალი უფრო აგიცახცახდება და ასეთ დროს გგონია, რომ ყველაფერი რაც მოიფიქრე, ნაგავია, არადა ასე არ არის. სრულიად ჩვეულებრივ რამეებზე იფიქრე, ყველაფერი გამოგივა.

ჰო, რასაკვირველია ძალიან ნიჭიერი და საოცარი ხარ. :))

vasasi said...

ნან: არ ვიცი.. უფრო სწორად, უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, სახელოსნოში, მაშინ გამიცრუვდა პირველად იმედი, როცა ის არ გამოვიდა, რაც მინდოდა და ლექტორმა მითხრა, არ არსებობს რასაც შენ გონებით ხედავ, ის ეკრანზე ზუსტად გადმოიტანოო..

ეგ მჭირს ალბათ, რაც შენ მითხარი..
მაგრამ ვერაფერს ვფიქრობ მართლა და რა ვქნა არარ ვიცი.. :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger