Wednesday, February 3, 2010

ეროვნული დაუბანლობა


როგორც წესი, ბლოგზე ავტორიზაციის გავლამდე იშვიათად ვფიქრობ, თუ რისი დაწერა მსურს, პოსტის წერას მაქსიმუმ ათ წუთში ვასრულებ და გადახედვის გარეშე ვაქვეყნებ. ამიტომაცაა, უამრავ ბოდვას რომ კითხულობთ, ამისათვის მადლობა და ბოდიში ერთად მაქვს გადასახდელი. თუმცა ის, რაზეც დღეს მინდა დავწერო, ექსპრომტი არ არის. 

ამას წინათ გორიდან თბილისამდე გატენილი ტრანსპორტით მომიწია მგზავრობამ. ერთ შუახნის ქალს ვედექი თავზე. არ ვიცი რამდენი კვირის დაუბანელი თავი ჰქონდა, მაგრამ მისი თმები საზიზღარ სურნელს აფრქვევდა. სამწუხაროდ, არ მქონდა სხვაგან გადასვლის საშუალება და კინაღამ მოვიგუდე. თავი კი დასაბანი ჰქონდა, მაგრამ გაშავებულ თითებზე კვასკვასა წითელი მანიკურის წასმა არ დავიწყებოდა. ცოტა ხნის წინ კი, მობილურზე თანხის ჩარიცხვა მინდოდა და აპარატთან გავჩერდი. ორი გოგო იდგა წინ, ერთს ისეთი საშინელი მჟავე სუნი ასდიოდა, კინაღამ დავიხრჩვე.

ზაფხულში საერთო, ეროვნული დაუბანლობა უფრო მეტად ხდება საგრძნობი. ტრანსპორტში ვერ ახვალ მინიმუმ ორი-სამი ასეთი რომ არ გამოერიოს. ბუნებრივ ოფლის სუნს რა უჭირს, ჭუჭყიან იღლიაში რომ დეზოდორანტს შეისხამენ და პრობლემა მოგვარებული ჰქონიათ, ეგ არის ყველაზე საინტერესო. 

ამას მარტო ქალებზე არ ვიძახი. ისინი  ჭუჭყიან იღლიებში მაინც ისხამენ დეზოდორანტს,    მაგრამ კაცები საშინელებაა.. განსაკუთრებით, ისევ და ისევ ზაფხულში, უმეტესად გაჭედილ ტრანსპორტში, როდესაც წონასწორობის შესანარჩუნებლად ავტობუსის იმ რაღაც გრძელ ხაზზეა ორივე ხელით ჩამოკიდებული. განსაკუთრებით სასიამოვნოა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა (ძირითადად, მამრობით სქესს ვგულისხმობ), ოფლისა და სუნამოს არაჩვეულებრივი ნაზავის სუნს რომ აფრქვევნ..

რასაც ვწერ ერთნაირად ეხებათ ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, არაერთ თქვენგანს შეხვედრია ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ყველანაირი პარფიუმერია სქლად წაუთხაპნია სახეზე, წითლადშეღებული ტუჩების ზემოთ კი ნაზად აბიბინებია მუქი ულვაშები..

რა უბედურებაა ეს, არ მესმის!. ათასი საშუალება არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არცთუ ძვირიანიც, თუ მაინცდამაინც თანხაზე მიდგა ლაპარაკი, მაგრამ ქალები არ იმჩნევენ, და არც კეთილისმსურველი ჰყავთ ვინმე, რომ მიუთოთოს!. 

მართალია, ეს მარტო ქართველებს არ ეხებათ, აგერ, რამდენიმე წლის წინ ფრანგმა ქალებმა უარი განაცხადეს იღლიების გაპარსვაზე და ამგვარად ცდილობდენ ცისფერობისკენ მიდრეკილი მამრების სწორ გზაზე დაყენებას (არ ვიცი, დღესაც იგივე ტენდენციაა თუ არა), გერმანიაშიც არ აქცევენ ამას დიდ ყურადღებას, ეგ კი არა, ფეხების მოვლაც ფეხებზე ჰკიდიათ (რა მაგარი სიტყვათშეხამება გამომივიდა). ვფიქრობ, ის ადამიანები, რომელთაც ზემოაღნიშნული პირადად ეხება, შენიშვნის მიცემისას ევროპის მაგალითს მოიყვანენ და დააყოლებენ, თუ გვინდა ევროკავშირში შევიდეთ, მათ ყველაფერში უნდა მივბაძოთო.. 

აკი, ამგვარი მცდელობები არაერთხელ გვქონია!.    


P.S. მიხედეთ რა თავს, ჩემს ყბაში რატომ იგდებთ თავებს, ვერ ვხვდები..   


8 comments:

just smile said...

სულ მაწუხებს ეს თემა :D თუ სხვები ვგრძნობთ რომ საშინელი სუნი აქვთ, როგორ დავიჯერო თვითონ ვერ გრძნობენ და არ აწუხებთ? ||| ჯგუფელი მყავს ისეთი კურტკას რომ ჩაიხსნის ერთი მეტრის მანძილზე ბუზს მოკლავს :| ვაიმე აღვშფოთდი თავიდან :D :D ზამთარში თუ ეზარებათ დაბანა სიცივის გამო (მაგარი მიზეზია), ზაფხულში რაღა უშლით ხელს :^)

usatauro said...

ულვაშებს და ეგეთებს არაუშავს :) ეგ გარემოს არ აბინძურებს ასე ვთქვათ... დაუბანელობა კი ოოო...

ასეთები მარტო საქართველოში არისო რომ თქვა ტყუილი იქნება თუმცა ჩვენთან ალბათ უფრო მასიურად ვიდრე ზოგზოგიერთ სხვა ადგილებში. ზოგადად ეს განათლების და ცენტრალიზებული ცხელი წყლის სისტემის არქონის ბრალია იმჰო...

Nataly said...

ვაიმე ჯგუფელი მყავს ბიჭი ზამთარ-ზაფხულს ერთნაირად ყარს თან სულ.. რა აღარ ვუთხარით, მივანიშნეთ, მაგრამ ვერ ხვდება.. მაგას რა ანაღვლებს.. ჩვენ ვიკითხოთ დღეში სამი საათი აუდიტორიაში მაგასთან ერთად გაძლება როგორია..

გურამი said...

როდესაც ევროპაში ანტისანიტარიის გამო შავი ჭირი მძვაინავრებდა, ჩვენს ქვეყანას გოგირდის აბანოები ქონდა და ყველა ევროპელის თავზეც გავიარე მე პირადად ჰიგიენის საკითხში. ხანდახან მგონია, რომ ფრანგები იმიტომ აკეთებენ კარგ პარფიუმერიას, რომ თავის სიმახინჯე დაფარონ. მე ვინც ვნახე ფრანგი გოგო ამ დამკვირვებლებიდან ჩამოსული, ყველა ულვაშ_აბიბინებული ქართველი გოგო მირჩევნია მაგათ.

Da-v-iD said...

ერთხელ ვიმგზავრეთ ზაფხულში სამარშრუტო ტაქსით თბილისიდან ბათუმამდე. მაგრამ ხაშურში ჩამოვცვივდით. მძღოლის მხარეს ვიჯექით და ჩამოწეულ ფანჯარაში ხელგაყოფილ მძღოლს ნიავი უქირქილებდა საამოდ იღლიას...
მინიმუმ ერთი სამი წლით მაინც დავბერდით ხაშურამდე სანამ მოვაღწიეთ.

Lalena said...

ეროვნული დაუნანლონა ჩვენი ტკივილია!


ყველა ფაქტს შევსწრებივარ რაც პოსტში გიწერია, არც კი ვიცი რა ვთქვა ეს ხომ ელემენტარულია და თავის მოვალს გულისხმობს არა? რა დანახარჯი აქვს ასეთი სუფთად ყოფნას, რომ ერი ეკონომიაზეა გადასული?! :(((

♥ Dorothy ♥ said...

არიქა! არ გაიგონ რო ევროპაშიც ეგრე არიან ზოგიერთები თორე სულ აიშვებენ XD
ნურავი მე ხშირად არ ვმგზავრობ ავტობუსებით და მისთანანითფეხით წანწალი მირჩევნია ყველაფერს :უსერ:
მეც მქონია ესეტი შემთხვევა მაგრამ ვერაფერსაც ვერ ეტყვი რაღაც უხერხულია მინიშნება რა XD

Anonymous said...

კლასელი მყავს ერთი.. ტფუი.. გული მერევა.. როგორ ვერ ვიტან ამ აყროლებულ ხალხს.. :პუკე:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger