Saturday, February 6, 2010

ვიქნები თქვენსავით ბანალური

დილის 9:30. გვძინავს გაგუდულებს. ამ დროს ყველაზე დიდი საშინელება ტელეფონის გამკინავი ზარია და უკვე ვიცით, რომ თავგასა რეკავს: ხომ უნდა გაგვაღვიძოს..   

თამომ აიღო ტელეფონი და ისმის: თავგას, აბა გადაიხედე ფანჯრიდანო. თამუნამაც გადაიხედა და, ვაიმეო, რომ შესძახა, არ მახსოვს როგორ წამოვვარდი და გვერდი დავუმშვენე.

აი, რა ვიხილე..   

თამომ, არ გინდა ძეგვში წამოხვიდეო?. მეთქი, როგორ არ მინდა. თან ბებო არ მყავდა დიდი ხანი ნანახი, თან მიყვარს ძეგვი ძალიან, დასამალი აბა რა არის?!

ჰხოდა, მე და თამუნა გავემზადეთ და ხათოს ოთახთან დავიწყეთ ბოდიალი. მისი გაღვიძება არ შეიძლება. ბოლოს, როგორც იქნა წამოვახტუნეთ, ჩააავაცვით და გავუდექით ძეგვისკენ მიმავალ გზას. სანამ გაჩერებამდე მივედით, მანამდე კარგად ვიმაიმუნეთ მე და ხათომ:

ბოლოს, მოვიდა 51 ნომერი და წავედით დიდუბეში. ადამიანი არ უნდა იყო კეთილშობილი, თორემ დაისჯები: ხათომ გადაწყვიტა, მე და თამუნა დავეპატიჟეთ მარშრუტკაში, მაგრამ ჩვენ ვისექტანტეთ და ჩვენი წილი მივეცით, ამას კი გადაჰყვა ფული და საყვარლად გადაიხადა 2.50    

ჰხოდა, ჩამოვედით ძეგვში. აქაც კარგა ბლომად იდო თოვლი, თან გზა კარგად არ იყო გაკვალული. აქაც ვისექტანტეთ:

ბებიაჩემმა იმდენი კორკოტი მაჭამა, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, მერე მანდარინითაც გამოვსკდი, თავგასა ვნახე (ისე, საყვარლად გასიებულა და ჩემზე დიდი ღიპი დასდებია..   ), ვიმაიმუნე და წამოვედი გორში..

არ მაქვს გორის სურათები, სადღაც შვიდისკენ ჩამოვედი სახლში და ისე ყინავდა, კარებიდან ოთხამდე ძლივს შემოვაღწიე.. 

მშვენიერი შაბათი დღე გამომივიდა...   

P.S. თოვლს ვერ ვიტან. სულ მგონია, რომ კიბეებიდან უნდა ჩამოვგორდე და ხერხემალი ვურტყა კიბეების კიდეებს.. ყველაზე საშინელი კოშმარი ისაა, რომ ამ წარმოდგენებში წელს ქვემოთ ვწყდები.

კიდევ, იმას ვერ ვიტან, რომ დნება ეს თოვლი და ჭყაპდება. მანამდე კი, რომ მოყინავს-ხოლმე. ჯანდაბა, ამაზე ძალიან არაფერი მეჯავრება!.. თუმცა, ალბათ ეს პირველი და ბოლო კუდის მოქნევაა წელს, მეტს ვერ გადავიტან!..   


6 comments:

Natalia said...

თოვლიანი ფოტოები :ლავ: ის განსაკუთრებით მომწონს, შენი, ფეისბუქზეც რომ დადე :)

თოვლი სახლიდან მიყვარს მე, გარეთ არა, სულ მგონია რომ გუნდებს მესვრიან და შიშით დავდივარ :უსერ:

გურამი said...

ვა, პატაპუფეტეც თქვენთან ცხოვრობს? :)

vasasi said...

უფრო სწორად, მე ვცხოვრობ მასთან.. :D

clown said...

თოვლი <3

ჩემთან ყინულია თოვლი კი არა :შ

tammo said...

ნუუ ვინ ვისთან ცხოვრობს ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ თოვლი მართლა მაგარი რამეა, ის დღე ალბათ სხვა რამითაც დაგამახსოვრდება, მარა დაიკიდე, როგორც ზემოთხსენებული ”პატაპუფეტე” იტყოდა: ”გავლადია, გავლადიიიიი”

მე-ხათო said...

ლოლუსია

ამ ამბავში ყველაზე ძალიან ეს წინადადება მომეწონა

"ხათოს გაღვიძება არ შეიძლება"

:ც

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger