Sunday, February 7, 2010

წერილი შენ


გიცხოვრიათ ორ სამყაროში?

აი, ერთი რეალურია, მეორე წარმოსახვითი - ისეთი, როგორიც გინდა. წარმოსახვითი ბავშვობაში შექმენი და მას მერე არ იცვლება - თითქმის ისევე, როგორც პირველი. 

წარმოსახვითში მაშინ მიძვრები, როდესაც არ გინდა რეალობას თვალი გაუსწორო, როდესაც გინდა პასუხისმგებლობა აირიდო, როდესაც გინდა ტიპური ქართველივით მოიქცე. 

დასკვნა: შენი ცხოვრების 20 წლიდან 15 არარეალურ სამყაროში გაქვს გატარებული.

გიცხოვრია ბოლო დროს სულ წარმოსახვითში? რეალური ცხოვრებისაგან შორს ხარ და ხვდები, როგორ ცუდად ექცევი საკუთარ თავს. რამდენიმე კვირაა მეს იძულება დაიწყე, რომ რეალობას გაუსწოროს თვალი. იმისათვის, რომ ის ვირტუალურიც რეალობად იქცეს 10, 15 თუ 20 წლის მერე..

მაგრამ გიჭირს. გრძნობ, რომ ძალიან გიჭირს. მარტო რეალური სამყაროთი არსებობა ბოლოს მოგიღებს, თუმცა იმასაც გრძნობ, რომ არც არარეალურია უკეთესი. 

არარეალური განგრევს, გაიძულებს, სადღაც ჯანდაბაში ჩაკეტო ჩემი შესაძლებლობები, არ მისცე საკუთარ თავს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის საშუალება, მოსპო და გაანადგურო პოტენციალი ისე, რომ საკუთარი თავი დაარწმუნო, უკეთესისთვის რომ ინახავ და როდესაც დადგება დრო, როცა საჭიროდ მიიჩნევ წლების განმავლობაში ნაგროვები პოტენციალს გამოყენებას, მიხვდები, რომ მისი მოხმარება დაგვიწყებია.

მანამდე კი ყოველი დღე კიდევ ერთ ემოციას თუ გამოხატვის საშუალებას გართმევს, დღითიდღე კარგავ საკუთარი თავის რწმენას, რაც საჭიროა, იმის საწინააღმდეგოს აკეთებ, თითქოს გინდა, სასწაულების დაიჯერო, სასწაულების, რომლებიც შენს ცხოვრებაში აქამდე არ მომხდარა.

ჰო, იცი, რომ ათი წლის შემდეგ ის იქნება, რაც გინდოდა, მაგრამ ათი წლით ადრე ვერ ითმენ, ცქმუტავ, მალე გინდა გავიდეს დრო, მალე, მალე..

ეჭვებში ხარ, არ იცი, მართლა ასე იქნება თუ არა. სწორი ხარ, ინტუიცია ხშირად ცდება, მაგრამ ამაზე მაინც ნუ ჩაატარებ ექსპერიმენტებს. სასწორზე ნუ დადებ შენს ცხოვრებას, მომავალს, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თვალით დაინახო შენივე კრახი. მაზოხისტურ სიამოვნებას აშკარად განიცდი, მაგრამ დადგება დრო, უკან მოიხედავ და არ აპატიებ საკუთარ თავს ამ სულელურ ექსპერიმენტებს. 

ჰო, უნდა მოიშორო ის წარმოსახვითი, ის სხვაა, შენ სხვა.. ის მომავალია, რომელიც არასოდეს ახდება, თუ აწმყოში ასე მოიქცევი. დრო სჭირდება, დიდი დრო და ნებისყოფა. დრო არ გაქვს. დაძაბე ნებისყოფა.

მე ეს უნდა შევცვალო...


4 comments:

clown said...

მე ეს ბოლო ხანია გადმოვინაცვლე რეალურ სამყაროში :|

Lalena said...

:(( სასწაულად დავიგრუზე, რაღაც ჩამწყდა გულში

Just Smile said...

ღამე ძილის წინ მიყვარს ხოლმე ოცნებები და რა ბედნიერი ვიძინებ )))

♥ Dorothy ♥ said...

შენი სიტყვები ძალიან ახლოს მივიტანე გულთან.მე უკვე დიდი ხანია სხვაგან ვცხოვრობ.იქ მყავს მეგობრები,ჩემი საყვარელი ცხოველები და ა.შ ურბალოდ არ შემიზლია ძილისწინ არ ვიოცნებო.თან სულ ახალ-ახალ რაღაცეებს ვიგონებ ხოლმე,ერთ ოცნებას არასდროს არ ვაგრძელებ :P
უმმმ... ეხლა ნელ-ნელა ვხვდები რომ რეალურ სამყაროში ყველაფერი რიგზე არარის და ვცდილობ ასეტუისე დავალაგო :P რაღაცას ვახერხებ :P
მაგრამ ოცნება რო სევწყვიტო მერე არ ვიცი რა მოხდება.ამით ჩემს თავს დავკარგავ,ჩემს თავს მოვკლავ :უსერ:
არა მე ოცნების გარეშე არ შემიძლია..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger