Tuesday, February 9, 2010

ნივთები, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ.

დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს აქვს ამოჩემებული ნივთები, რომელთა გარეშეც ვერ ძლებთ. ამოჩემება კი განპირობებულია არამარტო ნივთების საჭიროებით, არამედ, თქვენს თვალში მათი განსაკუთრებულობით.

გამონაკლისი არც მე ვარ, მაქვს ნივთების ორი კატეგორია: ერთი ცვალებადი და მეორე უცვლელი, რომლებიც ჩემი ყოველდღიურობის აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენენ.   გადავწყვიტე შემოგთავაზოთ მათი ჩამონათვალი, მოდი, ჯერ უცვლელებით დავიწყებ:

1. ეს არის ჩემი მობილური ტელეფონი, რომელიც აგერ უკვე მეოთხე წელია, მართლა გვერდიდან არ მომიშორებია, არც მისი გამოცვლის სურვილი მწავს დიდად, თუმცა შემეძლო მამაჩემისთვის გამეცვალა. მახსოვს როგორც ვიყიდე. ახალი წელი მოდიოდა, ბოლო დღე გვქონდა უნივერსიტეტში და დილით მიყიდეს. ისე მიხაროდა, ჭკუაზე არ ვიყავი. თან მაშინ ძალიან პოპულარული მოდელი იყო. მე კიდევ, უფრო იმიტომ მიხაროდა, რომ ნესტას ფოტოს დავაყენებდი ეკრანზე..   აგერ ბატონო, ოთხი წლის წინ რომ დავაყენე, მას შემდეგ არ შემიცვლია.

ამ ბოლო დროს ცოტა ვეღარ არის ჯანზე ჩემი მოტოროლა, ბატარეა მალე უჯდება, თან კლავიშებიც ვეღარ მუშაობს, იჭედება და არ ვიცი რა მეშველება, როცა პენსიაზე გასვლას მომთხოვს. იმედია, ერთი ორი წელი მაინც იმუშავებს. მინდა, ჩემი ხელფასით ვიყიდო ახალი..   

2. 

ეს პატივცემული ნივთი ძალიან ბევრ ფუნქციას ასრულებს ერთდროულად: ჩამწერის, MP3-ის, ფლეშკის და რა ვიცი, კიდევ რის აღარ.. მისი ისტორიაც ერთობ უცნაურია: ძალიან მინდოდა MP3 მეყიდა და ფულს ვაგროვებდი. სადღაც, 70 ლარამდე მქონდა მოგროვებული, როცა ”ალუბლობაში” ჩემმა ერთ-ერთმა სისხლიანმა მოთხრობამ გაიმარჯვა და  ”ელიტ ელექტრონიქსის” 150 ლარიანი კუპონი გადმომცეს. მეორე დღესვე გავვარდი, 50 ლარი დავუმატე და ვიყიდე..  ეს უცნაური და უდავოდ ნიჭიერი არსება, უკვე სამი წელია რაც მაქვს. მას შემდეგ ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ სახლიდან მის გარეშე გავიდე. 2 გეგა აქვს მეხსიერება, ნუ, მე მყოფნის..  

3. 

თვით ”ის”!.. 

სადღაც ექვსი წლის წინ მამიდაჩემის მეგობარმა მაჩუქა. მაშინ ვფიქრობდი, რად მინდა საფულე, დიდი ხომ არ ვარ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ერთობ ძვირფასი ნივთი უჩუქებია იმ ქალს. თან ძალიან მაგარი ხარისხია. ცოტა გაცვდა ტყავი, მაგრამ ეგ არაფერი. ზოგადად, ნივთები რაც უფრო ძველდება, მით უფრო მიყვარდება. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ ექვსი წლის მანძილზე ამ საფულის გარეშე სახლიდან არ გავსულვარ. მართლა ძალიან მიყვარს. ოო, აი, გვერდით რომ ბრელოკი ჰკიდია, ეგ ჩემმა ჩანჩალამ მაჩუქა, მიშკას დასცინცლა. მილანიდანაა, ჩემგან განსხვავებით, იქ ნამყოფი კი არა, მთლად იქაურია.. :)

4.

იუზა ჩემი სექტის ახალი წევრი გახლავთ, რომელიც სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ შემოგვიერთდა. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც გავიგე, რომ ”ალუბლობაში” ამჟამად ლეპტოპის (და თან იუზას) მფლობელი გავხდი, გული დამწყდა. ვიფიქრე, ფული მაინც ეჩუქებინათ და რამე განსაკუთრბულს ვიყიდიდი-მეთქი, მერე ვფიქრობდი, გავყიდი, დავუმატებ და ნორმალურ ლეპტოპს შევიძენ-თქო, მაგრამ გადავიფიქრე. მაინც მაჩუქეს და.. რომ გითხრათ, მის გარეშე ვერ ვძლებ და თან დავათრევ-მეთქი, მოგატყუებთ. ასე რამდენიმე მიზეზის გამო ვიქცევი: ჯერ ერთი, ჩანთა არ აქვს, მეორეც, საკმაოდ მძიმეა, მესამეც, გორში ვაირლესს ვერ დავიჭერ და მეოთხეც, მეგობრებთან ერთად რომ ვარ, იუზასათვის ვის სცხელა?. 

ბოლო პერიოდში სულ იუზასთან ვზივარ, ერთადერთი, ”შუშაბანდი” (ადამიანურ ენაზე ვინდოუსი) ვერ ვიშოვე, რომ დავუყენო. სხვა პროგრამა აქვს ჩაწერილი. ნუ, ამ კომპს ერთადერთი დატვირთვა - ინტერნეტში შესვლა-გამოსვლა აქვს. 512 მეგაბაიტით რა უნდა გააკეთო აბა მეტი?!   

გადავიდეთ ახლა ცვალებად ნივთებზე:

1. 

პირველს, რასაც ჩემს ჩანთაში აღმოაჩენთ, ეს არის რვეული და კალამი. ამ ნივთების გარეშე არასოდეს დავდივარ. ძალიან მიყვარს წერა და ხანდახან მუზა რომ მეწვევა, ან რამე მაქვს ჩასანიშნი, შეუდარებელი საგნებია. თან, მიყვარს საკანცელარიო ნივთები;

2. 

მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი ჩანთის წინა ჯიბეში ვიპოვე. ორი კვირის ავტობუსის ბილეთებია და კიდევ ათასი ნაგავი. რომ გითხრათ არ მაწუხებს-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ მერე ერთიანად რომ ვყრი, ეგ პროცესი მსიამოვნებს.. 

3. 

ბოლო რამდენიმე თვეა სულ მწყურია და, შესაბამისად, წყლით დავდივარ. რა მჭირს არ ვიცი, ზაფხულში კიდევ მესმის წყურვილი, მაგრამ ზამთარში?.. 

                                                                   X   X   X

აი, ეს იყო სულ ის, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. ბევრი შეიძლება სისულელეა, მაგრამ.. 
მე მიყვარს ჩემი ნივთები, შეჩვევა ვიცი ხოლმე საგნებზე.  პ.ს. იმედია, არ მოგაწყინეთ.. :)

ჰო, და ბოლოს, ფოტო განწყობისათვის:

ნატალიას ედო გემრიელი ნამცხვრის ფოტო ფაცეზე, ეს კი ჩვენი საძველითახალწლო ტორტია, ფოტოებს რომ ვყრიდი კომპში, ახლა აღმოვაჩინე ფოტოაპარატში..    


4 comments:

clown said...

იუზა და მოტოროლა რა საყვარლები არიან :შ ^^

mr.picasso said...

ფოტო განწყობისთვის კი არა და სულ ნუ შეჭამ და ერთი ნაჭერი DHL ით გამომიგზავნე :)

Natalia said...

მე Fლეშკა დამაქვს სულ ასე ჩანთით და ხშირად მადგება ხოლმე :)) ნუ, მობილურზე არაფერს ვამბობ. ადრე ჯართი მქონდა. რომ შეხედავდი, კი არ გავდა ჯართს, მარა მულტიმედიაში აღარ შედიოდა და ფოტოებს ვერ ვცვლიდი. ეხლა სხვა მაქვს და უმეტესად რაფა ფიგურირებს ფონზე <3

პ.ს რა ლამაზია ტორტია! მწვანე, მწვანე.. :) ის ჩემი გაკეთებული ნამცხვარი მეც მენატრება უკვე :უსერ:

♥ Dorothy ♥ said...

ქაღალდებს და ათას სისულელეებს მეც დავათრევდი შარშან მაგრამ წელს უფრო პატარა ჩანთა მაქვს და აღარ ეტევა :D
მე თან დამაქვს ხოლმე ბევრი "პასტა" საშლელი და ასეთი იდიოტობები, რომელთა უმრავლესობას არ ვიყენებ.თითოც საკმარისია მაგრამ რავი :D
awwwwwwwwwwwwwwww :-s
ბოლო სურათი რა გემრიელიაააა ;-ს კივიზე ვგიჟდები მომენატრა უკვე :-ს

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger