Saturday, February 13, 2010

სწორფრობა


წორფრობისა და წაწლობის ტრადიციებში მსგავსებაც იყო და განსხვავებაც. ხევსურეთში თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდებოდა, ეს უნამუსობაში ეთვლებოდათ, ამიტომ, სწორფრობის ნებადართული წესებით ცდილობდნენ თავისი გრძნობების დაფარვას.

ხევსურები სწორფრობას 16-17 წლის ასაკში იწყებდნენ. წოლა-დგომის წესებს ქალა ქალები ასწავლიდნენ, ვაჟს-ვაჟები. თავიდან ქალს კარგ ვაჟთან აწვენდნენ, რომელიც გამოცდილიც იყო და შესახედავადაც შნოიანი, ვაჟს კი პირველად ნათესავთან ან სარძლოსთან აწვენდნენ, რომელიც მათთან სტუმრად მოვიდოდა. ხევსურეთში ნასწორფრალს ძმობილს და დობილს უწოდებდნენ და მათ ქალიც და ვაჟიც მოგვიანებით ირჩევდა.

ხევსურებს ჰყავდათ ე.წ. მაჭანკალი, რომელსაც ელჩს ეძახდნენ. ის უზრუნველჰყოფდა ერთმანეთით დაინტერესებული ქალ-ვაჟის შეხვედრას. თუ ელჩი გაიგებდა, რომ ქალს საქმრო არ მოსწონს და სხვა ვაჟი უყვარს, მოახერხებდა, რომ ქალი იმ ვაჟთან დაეწვინა. ჩუმად მივიდოდა ქალის სახლში, ქალს დანიშნულ ადგილას გაგზავნიდა, თვითონ კი მის ლოგინში ჩაწვებოდა.

ფშაველებისაგან განსხვავებით, ხევსურეთში ვაჟის ქალთან მისვლა დიდი სირცხვილი იყო. ამიტომ ქალები მიდიოდნენ მათთან. პირველი წოლის დროს ერთმანეთს ნაკლებად ეხვეოდნენ. ვაჟი თავიდან მოშორებით, გულაღმა წვებოდა და სხვადასხვა საკითხზე ესაუბრებოდა ქალს, ის თამამი უნდა ყოფილიყო, რადგან ხევსურ ქალს ქალაჩუნა არ მოეწონებოდა. ქალს უფლება ჰქონდა, ვაჟის ყელთან მიეტანა ხელი ან გულზე დაედო. არ შეიძლებოდა ხელის საყელოში ჩაყოფა, არც წარამარა კოცნა. არც ვაჟს ჰქონდა უფლება, ქალს ყველგან შეხებოდა. მისთვის სათაკილო იყო ქალის საკინძეზე ხელის შეხება, თუ ღილი გაიხსნებოდა, ქალის მკერდი ნახევრად გამოჩნდებოდა, მასზე შეხება კი ხევსურეთში დიდი სირცხვილი იყო.. ( )

ამ წესებს პირველი გაცნობის დროს იცავდნენ, შემდეგ ერთმანეთს ეჩვეოდნენ და ენდობოდნენ კიდეც. დილით ქალი დგებოდა ლოგინიდან, ვაჟი კიდევ ერთხელ ეხვეოდა და შემდეგ მცირე მანძილზე აცილებდა. სახლში მისულს ელჩი ჰკითხავდა, მოეწონა თუ არა ვაჟი და თუ მეორე მხრიდანაც დადებითი პასუხი იქნებოდა, მეორედ და მესამედაც მიაცილებდა ვაჟთან. ამ დროს ქალი უკვე გაბედული იყო. ვაჟს გულ-მკერდზე ეფერებოდა, ლოყით ეხებოდა ლოყაზე, ხვევნა-კოცნაც ხშირდებოდა.

სწორფრები ხშირად არ წვებოდნენ: თვეშიც ერთხელ, კვირაში ერთხელ.. ხანდახან ზაფხული ისე გაივლიდა, რომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. სქესობრივი კავშირი აქაც აკრძალული იყო. ხევსური კაცი ერიდებოდა ქალთან უწესობის ჩადენას და იმავეს მოითხოვდა ქალისგანაც. რა თქმა უნდა, ადგილი ცდუნებასაც ჰქონდა, ხანდახან ქალები საკინძეს იხსნიდნენ, თუ ვაჟი თავდაუჭერელი იყო, აჰყვებოდა, თუ არა, ლოგინიდან აგდებდა და მიაძახებდა: ვისთანაც ეგრე წვები, ისევ იმასთან დაწექიო.

როცა ქალი ინიშნებოდა და საქმრო არ მოსწონდა, ოჯახში ეუბნებოდნენ, სწორფერი ხომ არ არის რომ გიყვარდესო. წაწლების მსგავსად, სწორფრებიც არ ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ასე მაინც ხდებოდა. დაქორწინება განსაკუთრებით მწვავე იყო მაშინ, როდესაც სწორფრები ერთი და იმავე გვარის განშტოებების წარმომადგენლები იყვნენ.

ქალს ხევსურეთში ერთი სწორფერი ჰყავდა, ვაჟს კი შეეძლო ორი და მეტიც ჰყოლოდა. თუ ქალი სწორფერს ხშირად იცვლიდა, მას ”მწოლელ-მდგომელს” უწოდებდნენ და თემში სახელი უტყდებოდა, რაც ოჯახისათვის დიდი სირცხვილი იყო, თუმცა თუ ქალი არ სწორფრობდა, მასაც არ ედგა კარგი დღე: ”უდღეუხმოს”, ანუ ”მწერელ-ტყვეს” ეძახდნენ და დასცინოდნენ.

მშობლების გარდა, ხევსურ ქალს სწორფრობას ვერავინ დაუშლიდა. ქალი სწორფრობდა მანამ, სანამ ქმრის ოჯახში სამუდამოდ გადავიდოდა საცხოვრებლად, მერე სწორფრობის უფლება აღარ ჰქონდა. თუ ასეთი რამ მაინც მოხდებოდა, ხშირად ქმარი მას თავს ანებებდა. სამაგიეროდ, ქორწინების შემდეგ ვაჟი აგრძელებდა სწორფრობას და თუ ბევრი სწორფერი ჰყავდა, ხშირად ცოლთან დასაძინებელი დრო აღარ რჩებოდა.

ვაჟის მშობლები შვილის სწორფერს დიდი პატივს სცემდნენ, ასევე იქცეოდნენ და-ძმებიც. ქალის მამა და ბიძა კი ხშირად ეპატჟებოდნენ სახლში.

1913-1915 წლებში არაგველებმა სწორფრობაში თავისებური ცვლილებები შეიტანეს. მას არაგვულ სწორფრობას უწოდებდნენ. ქალ-ვაჟს შეეძლოთ სადაც უნდოდათ ერთმანეთს იქ შეხებოდნენ, არც ფეხების მდგომარეობას აქცევდნენ ყურადღებას და ისე წვებოდნენ, როგორც სურდათ. ოღონდ, ვაჟს ძალადობის უფლება არ ჰქონდა. არაგვულ სწორფრობას უკვე მოზრდილი ქალ-ვაჟები ეწეოდნენ, ოღონდ მათი საქციელის შესახებ არავინ იცოდა, რადგან თავის ძველ სწორფრებთან წვებოდნენ ასე. მოგვიანებით ეს გაიგეს და წამომწყებები საშინლად გაკიცხეს. ამის შემდეგ სწორფრობა ხევსურეთში გარყვნილებამდე დავიდა და მისი გაუქმების აუცილებლობაც დადგა.

ფშავურ წაწლობასა და ხევსურულ სწორფორბას შორის მსგავსებაც იყო და განსხვავებაც. ფშავში წაწლები ერთმანეთს ნაძმობ ნადობს უწოდებდნენ, ხევსურეთში კი მხოლოდ ძმობილს, წოლის წესები თითქმის ერთნაირი ჰქონდათ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ხევსურეთში ქალი მიდიოდა ვაჟთან. წაწლობა ფშავში ყველგან და ყოველთვის შეიძლებოდა, ხატობაშიც ნებადართული იყო და წოლა მამლის ყივილამდე გრძელდებოდა. ხევსურეთში კი სწორფერთა წოლა ხატობაში სასტიკად იყო აკრძალული. ამ წესებიდან გამომდინარე ეთნოგრაფები მა ტრადიციების ნათესაობას არკვევენ, თუმცა ძნელი სათქმელია, რომელი წარმოიშვა უფრო ადრე. თუმცა ფაქტია, რომ სწორფრობაც და წაწლობაც წარმართულ ტრადიციას უკავშირდება.


6 comments:

ნასტასია said...

ram gagaxsena scorfroba am tovl yinvashi? :D
tan ragaceebi mtlad scori ar unda iyos,mara axla mesareba mageebis axsna...

Lalena said...

მმმ, წაწლობის ტრადიციაზე ვიცოდი და სწორფერობაზე არა, ის ცუდია, რომ არ ქორწინდებოდნენ, თუ რომ ვერ ქორწინდებოდნენ :(

Sophie Golden said...

@ ნასტასია, ამ თოვლ-ყინვაშია სწორფრობის დრო, აბა გაგანია სიცხეში? :P

@ ვასასი, საინტერესო შემეცნებით-ისტორიულ ბოდვებს გვაცნობ შენ აქ. ისე, ზოგი წესი ისეთი სასაცილოა, პრინციპში წესის წესიც ეგ არის, რომ ზოგჯერ წაისასაცილოებდეს ;)

P.S. ქვემოთ რაფაელოები რომ გიპყრიათ, ეგ ფოტოები მომეწონა!!!

♥ Dorothy ♥ said...

წაწლობაზე ვიცოდი (>_>) რა უბედური წესია.ასეთს მხოლოდ საქართველოში თუ იპოვი :user:

Anonymous said...

♥ Dorothy ♥ : ალბათ გინდოდა გეთქვა საინტერესო :)

Anonymous said...

What's up everyone, it's my first pay a visit at this
web page, and paragraph is genuinely fruitful in favor of me, keep up
posting these articles or reviews.

Here is my homepage ... best perfumes for men

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger