Sunday, February 14, 2010

მზევინარი


ვალენტინობა არა კვახი!.. - ზუსტად ეს ფრაზა მომივიდა თავში, ფეისბუქზე ნასტასიას გახსნილი Lifebox ვნახე და გამახსენდა, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ამ დღეს ნამცხვარზე ვქეიფობდით ხოლმე.

ნუ, პრინციპში, დღეს არაფრის დაწერას არ ვაპირებდი. უთემო პოსტი გამომივა რა.. არ ვიცი რატომ, მაგრამ გორში როცა ვარ, სულ ასეთ უაზრო ხასიათზე ვდგები. ჯერ ერთი, ცივა გარეთ, მეორეც, სულ საჭმელს გაძალებენ და თუ არ ჭამ, ე.ი. რაღაც გჭირს, მესამეც.. მესამე არ ვიცი.

დღეს როგორც იქნა თავი მოვაბი და ორთვიანი ( ) პაუზის შემდეგ საკუთარი თავი ვაიძულე წირვაზე წავსულიყავი. გადავწყვიტე, ამ მარხვაში ნორმალურად მოვიქცე. ანუ, ვიარო ყოველ შაბათ-კვირას და ვეზიარო, თორემ სულ წავედი ხელიდან (კი არა, იქნებ ასე მაინც მეშველოს რამე. :)).

ერთი ნაცნობი შემხვდა გიმნაზიაში (ჩემი მოძღვარი გორის სასულეირო გიმნაზიის დირექტორია და იქ სწირავს ხოლმე, პატარა, საყვარელი ეკლესია გვაქვს. :) ), აბიტურიენტები რომ ვიყავით, ერთად ვემზადებოდით მათემატიკაში, ხანდახან ერთ ჯგუფშიც ვიყავით, ერთი წელია თითქმის, რაც ეკლესიაში მხვდება და ვითომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ისეთი სიფათები გვიჭირავს ხოლმე. ნუ, როგორც ხდება.. :)

კარგად ვიგრძენი თავი რომ გამოვედი. გადავწყვიტე, იმ კვირაში ვეზიარო, თუ ყველაფერი კარგად იქნება. 

დედაჩემი არ არის სახლში, მორიგეა და ვეჭვიანობ. პარასკევს, ფაქტობრივად, მაგიტომ არ ჩამოვედი, რომ დედაჩემი არ დამხვდებოდა და გუშინ რომ მახარა, ხვალაც მორიგე ვარო, კინაღამ ცუდად გავხდი. რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე. :)

უი, ჩემს იუზას რაც შეეხება. გადავწყვიტე, გავაძლიერო მისი მონაცემები და ჩიპის ჩადგმას ვუპირებ. ვინდოუსი მაინც ჩაეტიოს, მეტი პრეტენზია არ მაქვს. მშვენივრად ვიყენებ ჩემს იუზიკოს, უბრალოდ, ქართული კლავიატურა არ აქვს და ბლოგზე ვერ ვპოსტავ იქიდან. ამიტომ მინდა ვინდოუსი. 

დღეს კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთე ჩემთვის: თურმე, ზამთარი არ მყვარებია. ერთი სული მაქვს, როდის გამოზაფხულდება და დათბება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზაფხულს მთელი სულით და გულით ველოდები. ასე მგონია, რაღაც მნიშნვნელოვანი უნდა მოხდეს.

ვნახოთ აბა რა იქნება..

P.S. დღეს კიდევ ერთი დასკვნა გავაკეთე: ცვლილებების რომ მეშინია ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ქვეყნის საზღვრების დატოვების შიში რომ მაქვს, უსიამოვნო აღმოჩენა იყო ჩემთვის.. :)

P.P.S. ჩემს უახლოეს გეგმებში შედის მართვის მოწმობისა და საზღვარგარეთის პასპორტის აღება. ამ უკანასკნელზე მუშაობას ხვალიდანვე დავიწყებ!..

პოსტი ციკლიდან ბოდვათ ბოდვაჲ..   


6 comments:

clown said...

დეგენერატული დღეა რა :|

Nataly said...

მართვის მოწმობის აღების თავის მობმას ვცდილობ აგერ უკვე მესამე წელია :))

nakrina said...

მეც გორში ვარ სტუმრად დეიდასთან, და კვირას დილით მეც გიმნაზიის პატარა ეკლესიაში ვიყავი, ჩემი პატარა ვაზიარეთ. აღვფრთოვანდი, ძალიან მომეწონა, ტაძარიც და გიმნაზიის შენობაც, არ მქონდა ნანახი.
ვინ იცის, იქნებ კიბეზეც შევეჩეხეთ ერთმანეთს :)

Da-v-iD said...

ვალენტინობა არა ქინძი...
ქვეყნის დატოვების შიში კი მაშინვე ქრება როცა საქართველოს გარეთ ყოფნის ხიბლს შეიგრძნობ. მერწმუნე ჯობია ცოტა ნოსტალგია მოგეძალოს - მაგრა ეგ გამოცადო

Lalena said...

კვახი ჭეშმარიტად!

მეც გამოსწორებას ვიწყებ და ზიარებას ვაპირებ :)) გამიხარდა ამ ამბავში მარტო, რომ არ ვარ :)))

ხოოო კიდე, პრავა მაქვს :))) ისე წვალებით მოპოვებული, რცა კი შესაძლებლობა მაქვს არ შემიძლია არ დავძინო ხოლმე :))))

წარმატებები! :)

♥ Dorothy ♥ said...

ხახ რა სისულელეა ესვალენტინობა XD არც აღმინიშნავს
უცხოეთში ყოფნის შიშს რაც სეეხება მიკვირს (>_>)ცხოვრებაში მარტო ერთხელ ვიყავი საზღვარგარეთ და საქართველო არც მომნატრებია..იქ უფრო საინტერესოა ყველაფერი, რაღაც სიახლეებია (>_>)მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი სხვა ქვეყანაში ამის შესაზლებლობა რო მქონდეს XD
წარმატებებს გისურვებ!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger