Tuesday, February 16, 2010

ადამიანური

დღეს ჩვეულებრივად მივედით ოფისში, ხმები და მეტყველების მანერა შეგვიმოწმეს, ჩემდაგასაკვირად, ტექსტს გამართულად, მაგრამ სწრაფად ვკითხულობ (ეს არ ყოფილა გასაკვირი), ასე რომ, ამაზე მომიწევს მუშაობა.

თათას მამა მოვიდა ჩვენთან. 

ახლა რომ გიყურებთ, ასე მგონია, ისიც აქ არისო..

საშინლად დავითრგუნე.

რაც მოხდა, ან არ მოხდა, ან მომავალში მოხდებოდა, ყველაფრის მიუხედავად, ერთად სამი წელი გავატარეთ..

ის, რაც მოხდა, გარკვეულწილად ყველა ჩვენგანზე თავის კვალს დატოვებს. 

როცა თათა მახსენდება, პირველი კადრი, რაც გონებაში მიტივტივდება, მისი ცხედარია.

სულ მიცვალებულს ვხედავ, კუბოში...

დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს, სადღაც მაქვს დალექილი მიცვალებული თათა, მერე უცებ დამარტყამს, რომ მოკვდა, აღარ არის და მაგ დროს ლამის არის მართლა გავგიჟდე..

იმიტომ, რომ ძნელია დაიჯერო შენი ტოლის, შენს გვერდზე მყოფის სიკვდილი.

არ მჯერა, რომ გარდაიცვალა. სულ მგონია, რომ სადღაც არის წასული.

ჰო, პრინციპში, წასულია. თუ რამე მართლა არსებობს, მოვა დრო და, ალბათ, შევხვდები კიდეც. მე ბებერი ვიქნები (ალბათ), ის კი 20 წლის...

P.S. ბევრი მიზეზის გამო არ დავწერდი ამას, მაგრამ ძალიან დამძიმებული ვარ ახლა და ვერ მოვითმინე..


4 comments:

clown said...

საშინელებაა თანატოლის, ახლო და საყვარელი ადამისნის გარდაცვალება :შ

ნან said...

მეგობარი გარდაგეცვლა? :(

მე არ მეშინია მიცვალებულების, არც მამახსოვრდებიან, ვერ ვგრძნობ მათთან კავშირს, რაღაც უცხო და სხვა მგონია და იმიტომ. ჩემთვის ყველა ნაცნობი გარდაცვლილი ცოცხალია.

უჰ რა მძიმე თემაა.:(

vasasi said...

მთლად მეგობარი არა, ჯგუფელი იყო ჩემი, მაგრამ სულ შეხება რომ არ გქონდეს, მაინც ძნელია ისეთი ადამიანის სიკვდილთან შეგუება, სამი წელი შენს გვერდით რომ იყო..

♥ Dorothy ♥ said...

ვიცი ეხლა რასაც გრძნობ.მეც გარდამეცვალა კლასელი..მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი..
როგორ მახსოვს მთელი წელი კლასი შოკში იყო.
საშინელებაა როცა ვიღაც ახლო ადამიანი გიკვდება.:user:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger