Wednesday, February 24, 2010

ბოდვაჲ


კარგი..
ვიქნები ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის.
ასე, სამჯერ მაინც გავხსენი ფანჯარა, რამე მნიშვნელოვანი პოსტის დაწერა მინდოდა ჩვეულ სტილში, თემაც მაქვს, მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ, წავშალე და ჩვეულებრივად ბოდვა გადავწყვიტე.
პრინციპში, სხვა ჩემს ადგილას უაზრობის მაგივრად არაფერს დაწერდა, მაგრამ მე ხომ სხვა არ ვარ?..

კი არა, დღეს მონტაჟი უნდა დამეწყო, მაგრამ ვერ დავიწყე. მიზეზი ტრადიციული, ქართულია: ზექაოსი.
თუმცა, საღამოს ხმის ჩაწერა გადავწყვიტეთ, მაგრამ ვერ ჩავწერე. ძალიან სწრაფად ლაპარაკობო, მერე, ტექსტი კარგი გაქვს, მაგრამ ემოციას ვერ გადმოსცემ რომ კითხულობო..
ჰხოდა, წამოვიღე სახლში ჩემი სარკასტულ-ცინიკური ტექსტი.
საქმე იმაშია, რომ სწრაფად ვმეტყველებ, ამიტომ, როცა ვანელებ, ტრაფარეტულად ვკითხულობ, იმიტომ, რომ ნელა კითხვა ჩემთვის უცხო ხილია. თან, ტექსტით სიუჟეტს პირველად ვაკეთებ, მერე ნელ-ნელა გავაუმჯობესებ.
ცხრა საათიდან ვზივარ ტექსტითა და მპ3-ით ხელში იატაკზე, სარკის წინ, ვკითხულობ, თან ხმას ვიწერ, რომ ვამოწმო, ვვარგივარ რამედ თუ არა..
ორი საათის კითხვის შემდეგ დავასკვენი, რომ ვვარგივარ, ჰხოდა, ახლა შესვენებაზე გამოვედი. 

რაღაც, ყელი მტკივა, გუშინ შარფის გარეშე გავტანტალდი, და დილას ხმა აღარ მქონდა. დღეს უარესად ვარ, ყელიც მტკივა და თავიც, უშაქრო ჩაის ვსვამ, იქნებ მიშველოს, თორემ თუ ხმა არ მექნა ხვალ, რას ჩავწერ ძალიან  მაინტერესებს.. 


P.S. აუ, მიყვარს ჩემი პროფესია!..

აი, ეს მართლა ის არის, რაც მე მინდა და მოვკვდები თუ ამ სფეროში არ ვიმუშავებ.. 


3 comments:

unaamarga said...

Good luck! araferi jobia imas, roca Seni profesia giyvars da ici, sad ginda Tavi rom daimkvidro!

clown said...

წარმატებები..
ხოდა ყელი მეც მტკივა ცოტა :შ

Lalena said...

აი გაბადრული და ბედნიერი სახით ვაპირებდი დაკომენტარებას და უნაამარგას დაუსწრია :))) ზუსტადაც, არაფერი ჯობია შეგრძნებას ”იქა ვარ სადაც უნდა ვიყო” :)

წარმატებები!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger