Friday, February 12, 2010

მშუენიერ!

მერე რა, რომ დილას ძილში ჩამესმა, თოვლი მოსულაო;
მერე რა, რომ ვერ ვიტან თოვლს;
მერე რა, რომ დღეს სასექტანტოდ შეხვედრა დავთქვით მე და ეკამ;
მერე რა, რომ ფანჯარაში გადახედვის შემდეგ ვიფიქრე, ახლა საქმეზე სასიარულო დრო არ არის და ხომ არ გადაგვეფიქრებინა-მეთქი;
მერე რა, რომ ეკა დანიშნულების ადგილას ნახევარი საათით ადრე გამოცხადდა;
მშვენიერი დღე გამოგვივიდა მაინც..

ჯერ უნივერსიტეტში ავედით. ეკას მონარქიაზე დაეკარგა თავისი გადაცემა, მე კი ვიფიქრე, ჩემს ”კარვების ქალაქი 1”-ს ჩავწერ დისკზე-მეთქი. შარშანდელი ინციდენტის შემდეგ, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ერთს არ გვეხალისება სახელოსნოში მისვლა, მაგრამ საქმე მოითხოვდა. ეკას გადაცემა კი ჩაწერა გოგამ, მაგრამ ჩემი არქივში არ აღმოჩნდა. არადა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ დისკზე იყო გადაცემა გადატანილი. 
სიმართლე რომ ვთქვათ, მომეშალა ნერვები!.. ძალიან მომწონდა ის, რაც ვისექტანტე, ყველაზე მეტად იმათ შორის, რაც გამიკეთებია და დაკარგვამ გული მატკინა. მასალაც არ ვიცი მაქვს თუ არა, მახსოვს, ნაწილი ლექსოს (ოპერატორი) კასეტაზე ჩავწერეთ, ჩემსაზე ადგილი აღარ იყო. მოკლედ, მაგრად გავბრაზდი.
შემდეგ ეკა ავყვანე მეშვიდეზე, რეგისტრაცია გავიაროთ-მეთქი (ქულებს უნის საიტზე გავიგებთ, გვეღირსა!.), სასიამოვნო ქალი იყო რეგისტრატორი, მშვენივრად გაგვატარა რეგსტრაცია, მაგრამ ახლა შევდივარ და არ მიშვებს. პირადობა ბიბლიოთეკაში მაქვს დატოვებული, მოკლედ, თუ არ დამავიწყდა, როდესმე აუცილებლად გავიგებ გამოცდების შედეგებს.

ჰხოდა, გამოვედით უნივერსიტეტიდან და ჩავედით ჩვენს კაფეში, სადაც დაგვხვდა მომღიმარი ირინა და მიშას თანამშრომლები (მიშა ეს ის კაცია, ჩვენი სექტის მამობა რომ ითავა და კაფეში როცა შევდივართ, ხან რას ყიდულობს ჩვენთვის, ხან რას..   ). ზოგადად, კაცები მაგარი ჭორიკნები არიან, ვიღაცის ცოლს განიხილავდნენ, ძალიან მახინჯიაო, მე და ეკას კი ხელთათმანები გვქონდა აფარებული და ვფხუკუნებდით..   

კაფედან რომ გამოვედით, მაგრად თოვდა. შევედით მეზობელი კორპუსის ეზოში და ვისექტანტეთ. აგერ, ერთნაირი ქუდები გვახურავს, ფერებშია განსხვავება მარტო. ჰხოდა, გადავწყვიტეთ, უქუდოდაც ვყოფილიყავით: ჩვენს ქუდებს რომ არ ენერვიულათ, აგერ:კარგა ხანს ვიყავით ეზოში, ველოდებოდით, იქნებ ვინმეს გამოევლო, ერთი ნორმალური ფოტო რომ გადაეღო ჩვენთვის, მაგრამ არავინ გამოჩნდა და ასე ვწვალობდით საყვარლად.. რომ მოვდიოდით, მაღაზიასთან გავჩერდით, ეკამ ქინდერის კვერცხი დაინახა და იყიდა. მანამდე განაცხადა, რაც ამოვა, მარიტას ვაჩუქებო:

მაგრამ მე შემხვდა: მოვუყევი, ღრმა ბავშვობაში ჩემი პირველი ქინდერის კვერცხში რომ ასაწყობი სათამაშო ამომივიდა. ჯერ არ ამიწყვია, დავწერ ამ პოსტს და მივხედავ საქმეს..   

სანამ ეკას ქინდერის კვერცხის ქაღალდს სათანადო ადგილს მივუჩენდი (ეკა ძირს დაგდებას აპირებდა), იეკა ამით დამხვდა:ამიცახცახდა ხერხემალი და გამახსენდა, რომ დიეტაზე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ”არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად” ისე გემრიელი აღმოჩნდა, რომ... 
რომ..
რომ...                                                       

                                                                  

 წავედით მერე ”ისი პარიში”, სუნამო არ დავტოვეთ რომ არ გაგვესინჯა და ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ გულდაწყვეტილებმა და სუნამოებით აყროლებულებმა დავტოვეთ მაღაზია. თმებზე ახლაც სუნამოების სუნი ამდის..   
ამ შემთხვევაში თვით მე აღმოვჩნდი ოპტიმისტი და ეკას ვამშვიდებდი, მჯერა, რომ როდესმე ყველაფერს ვიყიდით, რაც მოგვეწონა-მეთქი..

არ ვიცი დამიჯერა თუ არა, მაგრამ ეს დროც დადგება..   

მართლა ძალიან, ძალიან კარგი იყო დღეს. მე კი დავრჩი აქ, არადა, გორში ვაპირბდი წასვლას, მაგრამ ერთობ ბედნიერი და გაღიმებული ვარ.   


6 comments:

mr.picasso said...

ლამაზი გოგოა ეკა :)

qetushia said...

ubralod lamazi ki ara dzz dzz dzz sayvareliiiiiiiiiiccc :)
uu rafaeloo mech mindaa :(
tan iseti kargi mogonebebi makvshirebs (blush) :D

lasharela said...

რაფაელო არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად? :)

Natalia said...

ვერ ვიტანდი ქინდერში ქაღალდის ასაწყობი რომ ამომდიოდა! და სულ ეგენი ამომდიოდა თან :D ეჰ, რა გამახსენე ეს თამო, ჩემი უიღბლობა :უსერ:

რაფაელო მინდა, მინდა, მინდა! რამდენი ხანია აღარ მიჭამია..

ასეთ თოვლიან დღეს სახლში ჯდომა ძალიან კარგია, მაგრამ უკეთესია ბევრს რომ იბოდიალებ, მერე გაყინული მოხვალ და მყუდროდ მოეწყობი; ააჰ, ჟრუანტელმა დამიარა. სიმყუდროვე ვიგრძენი :))

clown said...

დღეს რა საყვარლად თოვდა ^^

♥ Dorothy ♥ said...

აუაა :-ს რა კარგია სტუდენტობა მეც მინდა >.< ჩემი ნაშორმი რო დაკარგულიიყო გული კიარდამწყდებოდა ავაფეთქებდი ალბათ იქაურობას :უსერ:
ჰოდა ძალიან საყვარლები ხართ და იმედია ოდესმე მართლა იყიდით იმას რაც მოგწონთ^^

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger