Monday, February 1, 2010

"Newstyle"


ფოტოს თინის ვპარავ იმ იმედით, რომ წინააღმდგი არ იქნება, თუმცა ამას უკვე აზრი აღარ აქვს.  

სიმართლე რომ გითხრათ ”ნიჭიერის” დაწყებას გულის ფანცქალით ველოდი-მეთქი, მოგატყუებთ. ინტერესი დოდკას ბლოგზე დადებულმა ამ პოსტმა გამიჩინა. პროექტის დაწყებამდე სამი ბლოგერი აირჩა, რომლებიც ჩაწერებსაც ესწრებოდნენ, ჰხოდა, უმეტესად თინის პოსტებიდან ვადევნებდი თვალყურს ე.წ. შავ მასალას.

რა დასამალია და, ჩემს სასიამოვნოდ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამ ფოტოზე ჩემი კლასელი აღმოვაჩინე.   რომელიც თბილისში უფრო ხშირად მხვდება, ვიდრე გორში. ინტერნეტით კონტაქტი აღარ მაქვს (ფეისბუქი არ ვიცი თუ აქვს, ოდნო ზაფხულში წავშალე, სკაიპში არ მყავს. ), არადა, ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ძალიან მინდოდა დავლაპარაკებოდი.
მიშკა ბავშვობიდან არის გატაცებულ-დაკავებული ბრეიქდანსით.. თავის დასთან და კიდევ რამდენიმესთან ერთად ცეკვავდა ხოლმე და სკოლაში თუ რამე ტარდებოდა, ყოველთვის გამოდიოდა მისი ჯგუფი.

მერე, რატომღაც მეგონა, რომ თავი დაანება ცეკვას. დაახლოებით, ერთი თვის წინ ვნახე და ისევ ვვარჯიშობ, ახლა ვემზადებითო და არ უთქვამს რისთვის ემზადებოდა..
ზუსტად არ ვიცოდი, როდის გადიოდა მათი ნომერი ეთერში, მაგრამ გუშინვე ველოდებოდი და ისე ვნერვიულობდი სცენაზე რომ გავიდნენ, გეგონება მე ვიყავი მათ მაგივრად..  
შეფასებებს აღარ დავიწყებ, იმიტომ, რომ მართლა ძალიან მაგრად იცეკვეს (სუბიექტურიც ვარ, ერთმნიშვნელოვნად), ეკრანზე არაფერია, მაგრამ ცოცხლად რომ უყურებ, როგორ ცეკვავენ, მუხტი მოაქვს..
არ ვიცი სადამდე გაქაჩავენ პროექტში, მაგრამ სულ დევიდ მილიბენდის ორეული რომ გამოვიდეს, ამ ჯგუფს ბოლომდე ვუგულშემატკივრებ..  
ბოლოს ახათ თქვენ, მათი გამოსვლა..
 კი გაქვთ 34353-ჯერ ნანახი, მაგრამ მაინც..  


5 comments:

nastasia said...

uihh,axali dizaini :)
momecona

dodka said...

მე ვესწრებოდი ჩაწერებს და უმაგრესად იცეკვეს, აი, სიტყვებით ვერ აღვწერ. სამწუხაროდ, ვიდეოში ნომერი კარგად არ ჩანს :/ რისთვისაც საყვედურიც ვუთხარი პროდიუსერებს, თვითონაც იციან, საკუთარი თვალით ნახეს, ნომერი ბევრად უფრო მაგარი იყო, ვიდრე ეკრანზე ჩანდა.

მოკლედ, ნიუსთაილი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია : )

clown said...

მეც გულის ფანცქალიც ველოდებოდი :D მომეწონა ^^

Lalena said...

აუ არ მქონდა ნანახი, ვაიმეეეეე რა მაგრები არიაააან! წარმატებებიიიი!

qetushia said...

theeeeeeeee magaaaaaaaaaaaaaar....
uuudideeeesiiiiiii warmatebebiiiiiiiiiiiiiiiiiiii...
:*:*:*:*:*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger