Tuesday, March 30, 2010

პოსტი ბავშვობიდან 2

მას შემდეგ, რაც ზურიუსი ჩემს სახეს და წითელ ბერეტს (თუმცა, სინამდვილეში კეპს) დაემუქრა, გადავწყვიტე, სხვა თემაზე დავწერო, მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი ხანია, ამის შესახებ, ორიოდე სიტყვის თქმა მინდოდა თქვენთვის.

უამრავი საბავშვო წიგნი მაქვს წაკითხული. უმეტესობა, მინიმუმ, ათჯერ. რადგან როცა რამე მომწონდა, მინდოდა, უდიდეს სიამოვნებას ვპოულობდი მეორედ, მესამედ და მეათედ გადაკითხვაში. ასეთი ძალიან ბევრი ნაწარმოებია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. 

ბლოგზე, ზოგადად, კონკრეტულ ნაწარმოების შესახებ, იშვიათად მაქვს დაწერილი. ერთ-ერთია ”ბაციკუკუ”, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა, მეორე შემთხვევა კი ახლა იქნება, რადგან რომ არ დავწერო, ვერ მოვითმენ. 

სიმართლე რომ გითხრათ, ამდენ ხანს წერაზე თავს იმიტომ ვიკავებდი, რომ ავტორის სახელი და გვარი არ მახსოვდა. დღეს კი მოულოდნელი სიურპრიზი გამოხტა. ვიქტორინას ვთამაშობდი და კითხვა მომივიდა როალდ დალის ”ჩარლი და შოკოლადის ქარხანაზე”. სახლში რომ მოვდიოდი, მელიქიშვილზე, გზად პარნასში გავიარე და რა აღმოვაჩინე?. ”ჩარლი და შოკოლადის ქარხანა!” უცებ ამეშალა მოგონებები: 

ჩემი ერთ-ერთი ნათლია მეზობლად ცხოვრობს, უზარმაზარი ბიბლიოთეკა აქვს და ერთხელ მე და ჩემმა ძმამ რაღაც ჩავუტანეთ. ცოტა ხანს მოიცადეთო და წიგნი გამოგვაწოდა, ძალიან კარგი რაღაცააო. წიგნს ”ჯადოსნური თითი” ერქვა და სამ მოთხრობას აერთიანებდა. ერთი იყო ”ჯადოსნური თითი”, მეორე მელიებზე იყო უასყვარლესი ზღაპარი (სამწუხაროდ, არ მახსოვს სახელი) და მესამე ”ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”.

არ ვიცი რამდენჯერ, ალბათ, 50-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული და რამდენჯერაც წავიკითხავდი, იმდენჯერ მინდოდა, მამაჩემს კბილის პასტების ქარხანაში ემუშავა და ტუბიკებისთვის სახურავები დაეცო, მეჭამა დედაჩემის გაკეთებული წყალწყალა კომბოსტოს წვნიანი და მყოლოდა ბაბუა ჯო. 

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვილი-ვონკას ქარხნის ტკბილეულზე გემრიელი არაფერი მოიძებნებოდა მსოფლიოში. ვოცნებობდი და დღემდე ვოცნებობ სხვადასხვაგემოიან კანფეტებზე, საღეჭ რეზინზე, რომელსაც გემო არასდროს გასდის, ტკბილ ბურთერბზე, რომლებიც გახეთქვისას ათასნაირ ტკბილ პეპლებსა და ჩიტებს უშვებდნენ. 

მეცოდებოდა ჩარლი, რომელსაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, საკუთარ დაბადების დღეზე ჰქონდა შოკოლადის ჭამის შესაძლებლობა, თუმცა, ამასთანავე მშურდა: ის ხომ ვილი-ვონკას შოკოლადის ფილას გეახლებოდათ!.

ფილმი არ მაქვს ნანახი. არც ვნახავ, რადგან არ მინდა წარმოსახვითი ჩარლი და მისი ოჯახი რეალურით შევცვალო.


9 comments:

როდრიგო said...

არ ნახო ფილმი ;)

ჩემი ბავშვობის წიგნი ჯანი როდარის "ლაჟვარდისფერი ისარია".

vasasi said...

”ლჟვარდისფერი ისარი”..

მოიცა, ეგ ის ხომ არ არის, ვეფხვთან ერთად რომ მოგზაურობს ბიძია ტიკ-ტაკი?..

ამ ზღაპარზე ვგიჟდები...:)

Nataly said...

მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ფილმი ნანახი მაქვს. ჯონი დეპის ხათრით ვუყურე. ისე ჩარლისაც ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ბავშვი თამაშობს :)

clown said...

სამწუხაროდ მე მარტო ფილმი მაქვს ნანახი და აუცილებლად ნახე, იმიტომ რომ ჰელენა ბონემ კარტეს მოკრავ თვალს ^^ <3

Da-v-iD said...

ეგ წიგნი მეც ძალიან მიყვარდა. საოცარდ სასიამოვნო რამ იყო წაკითხული ამბების ბავშურ წარმოდგენებში ხატვა.მითუმეტეს ასეთი ამბების. ახლა კი ფილმები ისეთი სისწრაფიდ გამოდის... წაკითხვისთვის და საკუთარი ფანტაზიისთვის დრო აღარ გვრჩება.. უკვე შეფუთულ სხვის ფანტაზიას ვღებულობთ,. ამიტომ ჯერ თუ რამ დამაინტერესებს ვკითხულობ და მერე ვნახულობ ფილმის სახით (ძველი წიგნებიდან აღებული სიუჟეტები მაქვს რათქმაუნდა მხედველობაში თორე ავატარს და რაღაცეებს სად წავიკითხავდი.)

პერწკლი said...

au
auau
მეც მასე მიყვარდა ეგ წიგნი
მერე ფილმი ვნახე და
ჯონი დეპი გენიალურია, ცხოვრებაში პირველად ფილმი ისეთივე იყო როგორც წიგნი, იმედგაცრუება კიარად პირიქით მომივიდა მემგონი : ))))

როდრიგო said...

ვასასო არა აი მატარებელია ლაჟვარდისფერი და სათამაშოები მოგზაურობენ.

ეგ ზღაპარიც ვიცი, მაგარია;)

utvino said...

bakur sulakauris gamomcemlobis cignia eg :D

ibzzz said...

”ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”
”ჯადოსნური თითი”
”ლაჟვარდისფერი ისარი”
”ყვითელი კოდალას ორდენი” კიდევ ბეეევრი ძალიან საყვარელი წიგნი... კარგია რო გამახსენე :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger