Thursday, March 4, 2010

წიგნი 4 ლარად

დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ფორუმზე თემა გაიხსნა, რომლის ავტორმაც გვამცნო, რომ 4 მარტიდან ჟურნალ ”გზასთან” ერთად რომელიმე ქართველი მწერლის კრებული გაიყიდებოდა. რიგში პირველი იდგა გურამ დოჩანაშვილი.
ჰხოდა, მთელი ერთი კვირის მანძილზე აცქმუტებული დავდიოდი. ზოგადად, მიყვარს რამეს რომ ვიძენ და ეს ”რამე” ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ჯდება (მე ხომ ჯერ მშობლების კისერზე ვზივარ) და მით უმეტეს ბერდნიერი ვარ, თუ საქმე წიგნს ეხება. 

დილის ათ საათზე გავვარდი და შევიძინე. სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ ხარისხს ნამდვილად არ მოველოდი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. 

დღეს ოთხზე პრეზენტაცია იყო საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში. ”პალიტრა L”-ს კარგი გამოცემები აქვს, მათ შორის, მხატვრების, რომელიც 15 ლარი ღირს და, რომელი 15 ლარიც, ჩემდა სამწუხაროდ, არ მაქვს რომ ვიყიდო:

ჰო, ჩემს ლექტორს შევხვდი დღეს, ამ პრეზენტაციაზე და ძალიან გამიხარდა, რადგან თამარ ცაგარეიშვილი ერთ-ერთი ლექტორია იმ მცირეთაგან, რომელთა მიმართავ ამ ოთხი წლის განმავლობაში სიმპათიით განვეწყვე. ერთადერთი იმაზე მწყდება გული, რომ წმინდა ჟურნალისტური კუთხით არ გვიკითხავდა ლექციებს..

პროექტი მართლაც კარგია, ერთ წელიწადში საკმაოდ ბევრ წიგნს მოვაგროვებ..    ასე რომ, ვისაც არ დაგიწყიათ, შეგიძლიათ ამ კოლექციის შეგროვება დაიწყოთ..   

5 comments:

Nataly said...

მხატვრების წიგნები ყველა მაქ რაც გამოსულია :) so proud :D

Lalena said...

აუ მხატვრების მეც მინდა :( 4 ლარი მართლაც ისეთი ფასია, რომ არ იყიდო უნდა შეგრცხვეს, ყოველ კვირაში გამოდის ხოოომ?

Zurriuss said...

აუუუუუუუუ
მეც მინდაააააააა :((((

vasasi said...

Lalena : კი, ყოველ კვირა გამოდის.. შემდეგი ჯავახიშვილი იქნება..

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

mec viyidi xval , tuiyo darchenili :DD

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger