Saturday, March 6, 2010

ბოდვა ციკლიდან მოკვდავთსადარი


არაფერი განსაკუთრებული, დღეს ერთი ჩვეულებრივი პოსტის დაწერას ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თემა მიტრიალებს თავში. თუმცა მათ აუცილებლად შევეხები უახლოეს მომავალში.

როგორც იქნა, აღსრულდა ოცნება და ალისა გამოვიდა!.. ოცნება კი აღსრულდა, მაგრამ მას მაშინვე ფრთები შეაკვეცა უზრდელმა რეალობამ, როცა გავიგე, რომ ბილეთი ამაზეც 15 ლარი ღირს და ზუმი აღარ არსებობს (მაინც წავალ, აუცილებლად!). გუშინ სპეციალურად წავცუხცუხდი საჯაროში და წავიკითხე ეს ზღაპარი. მულტფილმი კი მაქვს ათასჯერ ნანახი, მაგრამ არ მეგონა, თუ წიგნი ნათარგმნი იყო და თავის დროზე არც მიძებნია ბიბლიოთეკებში. 

დღეს მე, ზურიუსი და გაბო PR სკოლაში ვიყავით დოდკას ლექციაზე. მათი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ბევრი რამ გავიგე ჩვენი მეგობარი გუგლის შესახებ (სხვათაშორის, გუგლი ჩემი ჩანჩალას ცხვარს ჰქვია და სახელს ვინ მოიფიქრებდა სხვა, თუ არა კრეატიული ჩანჩალა?!). მოკლედ, მე შემიკლავს ჩემი ზეპუნქტუალურობა. მთელი ნახევარი საათი ველოდე გოჩას, ნუ, ზურაც იმ დროს მოვიდა, მაგრამ გაბრაზებამ უცებ გადამიარა...    
ლექციაზე რამდენიმე ბლოგერიც ვნახე, მათ შორის  თააც. განსაკუთრებით გამაოცა ამ ბლოგის ავტორის სქესმა: მთელი ერთი წელია, მგონია რომ ბიჭია, არადა, გოგო აღმოჩნდა..   

ჰოდა, ლექციის დამთავრების შემდეგ, რომ გამოვდიოდით, უცებ დამკრა თავში, რომ ამხელა, ორმოცგვერდიანი დიპლომიუსი მაქვს დასაწერი ბლოგუნებზე, მე კი ხელიც არ გამინძრევია!. ჰოდა, დავიგრუზე. მოკლედ, ორშაბათიდან ვიწყებ გამოსწორებას. დილით ვურეკავ ნათიას, რომ მომიტანოს მასალა, საღამოს კი ვიწყებ მუშაობას!.. 
ჯანდაბა, გადაღება მაინც შეიძლებოდეს, რა წერა აუტყდათ?.. 

P.S. სადაც ეს სკოლა იყო, იმ უნივერსიტეტში ძალიან მაგარი წესი აქვთ, რომ შევედით, ქუდები მოიხადეთ, არ შეიძლებაო. ჰოდა, ჩემი წითელი ქუდისკენ რომ წავიღე ხელი, გოგოებს ეფაროთო. ახლა ინტერესი მკლავს, რატომ დადიან უქუდოდ ბიჭები. როსტევანივით ნაძლევი აქვთ წაგებული უნივერსიტეტის ლექტორთან თუ ეს უკანასკნელი მელოტია და თმიანი ყმაწვილების ყურება დეპრესიას ოდნავ მაინც უმსუბუქებს?   

P.P.S. ყველაფერთან ერთად, დღეს გორშიც მოვასწარი ჩამოსვლა, გზაში არაჩვეულებრივი იდეები დამებადა, რომელსაც თანდათანობით გაგიზიარებთ, მეგობრებო!..


7 comments:

clown said...

დღეს მე ვიყავი ალისაზე :P

kikito said...

vaa ra sainteresoa martla, ratom dadian ukudot bichebi hmmm :?

mec mindoda mag dodkas leqciaze wamosvla da ver movaxerxee :((

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

)))xey

Taa said...

ორმოცგვერდიანი დიპლომიუსი მაქვს დასაწერი ბლოგუნებზე, მე კი ხელიც არ გამინძრევია!.

ra gaqvs dasaweri?

vasasi said...

Taa: რა და, საქართველოში ბლოგის განვითარებაზე უნდა დავწერო, რა სარგებლობა მოაქვს ქათამს კი არა, ბლოგს და რაში გვჭირდება..

მოკლედ, საბოდი ბევრია.. :)

gabo said...

კიდევ ერთხელ ამჯერად საჯარო ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის :)

იმედგაცრუება შენ ფილმის ნახვის მერე უნდა ნახო . 3დეს ხათრით თუ გადაიხდის ადამიანი მანდ 15 ლარს თორემ ისე სრული ნაგავია. ჟანა დარკია თუ ალისა რომელიც საკუთარ ქვეცნობიერში მოგზაურობს ვერ მიხვდები. მსახიობების დიდი ნაწილიც ძალიან უნიჭოდ თამაშობს. ისევ ჯონი ეხ ჯონი ჯონი:)))

ლექცია ძალიან მაგარი იყო. ეს დღეები ჩავუჯექი გუგლი ბიძიას და თანდათან ვითვისებ ვალაგებ და ვჩხირკედელაობ ჩემთვის :)

წარმატებები სადიპლომოს წერისას

perfect stranger said...

თუ ჯერ კიდევ არ გინახავს ალისა გირჩევ არც ნახო, დიდი ააფერია :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger