Monday, March 15, 2010

სკანდალური განცხადება

ველოდებოდი, როდის დამთავრებოდა ჩაწერილი გადაცემები, რომ საერთო, შემაჯამებელი დასკვნა მომეხსენებინა თქვენთვის და, აჰა! დადგა ის დიადი დღეც.

ხუთი კვირის მანძილზე (თუ სწორად მახსოვს) ყოველ ორშაბათს მოუთმელობისაგან ცალ ფეხზე ხტუნვით ველოდით ”ნიჭიერის” მორიგ სეანსს. რა დასამალია, რომ არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ "NewStyle"-ს გამოსვლას, ერთობ სუბიექტური მიზეზების გამო გულისფანცქალით ველი.

შოუ საინტერესო იყო, თუმცა, რამდენიმე დეტალს ვერ მივხვდი. მაგალითად, ამა თუ იმ მონაწილეს რატომ განიხილავდნენ სუფრასთან სხვადასხვა ნუგბარით პირამოტენილი ჟიურის წევრები, ამაზე მეტად კი ის მაინტერესებს, ამ დიდარქტიკული განხილვისას რატომ იყვნენ წამყვანები კარებთან ატუზულები და იქიდან რატომ აკვეხებდნენ რეპლიკებს, მაგიდასთან არ სხამდნენ?   

ჰო, წამყვანებზე და ჟიურის წევრებზე მინდა ორიოდე სიტყა მოგახსენოთ. ფაცაციას მიმართ ზედმეტი ხელოვნურობის გრძნობა დამრჩა (ეს ჩემი სუბიექტური აზრია). ვერ ვიტან ხელოვნურობას. აი, ვანიკომ კი, მშვენივრად გაართვა თავი მოცემულ დავალებას. 

რაც შეეხება ჟიურის:

ნიკა მემანიშვილი - ჩემი აზრით, გარდა პროფესიონალიზმისა, ნიკა ძალიან ობიექტურად აფასებდა გამომსვლელებს (სხვათაშორის იმის აღუნიშნავად, მოსწონდა თუ არა შემსრულებლის გემოვნება);

მაია ასათიანი - ამ პროექტში მივხვდი, რომ თუ ამ სიმპათიურს, მშვენიერი ხმისა და მანერების მქონე ქალბატონს რამეს არ მოუხერხებენ, ქართული მედია, ჩემი სახით, ერთ პერსპექტიულსა და გადასარევ ადამიანს მოინელებს. არ მესმის მაია რა კრიტერიუმით შეირჩა, კომპეტენციის მიხედვით აშკარად არა. თუ მაინცდამაინც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა მჯდარიყო ჟიურიში, ქალები გაწყდნენ საქართველოში?. 

გეგა ფალავანდიშვილი - Nach meiner Meinung, ეს არის ჟიურის წევრი ხასიათების მიხედვით. ზოგი ისეთი მოიწონა, ზოგი კი - დაბრაკა, რომ ყბა ჩამომივარდა. თუმცა მომენტებში ჩემთვის სრულიად გასაგები იყო მისი პოზიცია. ასეა თუ ისე,  მე მომწონს გეგა, მაგრამ მისი ცოლი უფრო მომწონს..  

რაც შეეხება ნახევარფინალისტებს... 
გამიხარდა "NewStyle" რომ გავიდა, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როცა ”ღიმილი მაჩუქე შე მათხოვარო” ვიხილე ნახევარფინალში. ჩემი აზრით, პირველ ტურში საკმარისად გავერთეთ  და ახლა თუ კოხორასა და დშნ-დნნ-ს ვარიანტი სურთ, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!

მოკლედ, ყველა ერთად, კოლექტიურად ველით ნახევარფინალს, ვფიქრობ, საინტერესო სანახაობა იქნება.. : )


P.S. ესეც ჩემი პირველი პოსტი ფოტოს გარეშე. 


7 comments:

nino said...

da gegas coli vin aris? damainteresa :)

unaamarga said...

"ღიმილი მაჩუქეს" გადასვლა ჩემთვისაც შოკი იყო და კიდევ ისიც, აი, რუსული სიმღერის შესრულების გამო ნიკამ რომ არა უთხრა, ის კაცი რომ არ გადაიყვანეს. ფაქტია, კარგად მღეროდა და იმისაც მიხვდა, რომ რუსული სიმღერა აღარ უნდა ემღერა კაკ მინიმუმ პრეოქტში მაინც.

როდრიგო სანტორო said...

მე ჯავახიშვილი გასვლა გამიხარდა!! ნეტა როგორ იცეკვეებს მეორე ტურშიიი!!

vasasi said...

nino: ეკა ზღულაძე.. :)

kanario said...

პირდაპირ ეთერში უფრო საინტერესო იქნება, ვფიქრობ! :)

clown said...

ფაცაცია მაიასთან შედარებით საყვარელია ^_^

Zurriuss said...

მშვენიერი შესაფუთი სიტყვაა ეს ”სკანდალური”. რასაც გინდა, იმას მიაწერ და ხალხი მიაწყდება :))
შეფასებებში გეთანხმები.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger