Monday, March 22, 2010

ამერიკის პრეზიდენტების სისუსტეები

გადავწყვიტე, კიდევ ერთი საინტერესო რამ მოგაწოდოთ. ამჟამად მოგითხრობთ იმ ფობიების, ახირებებისა და უცნაურობების შესახებ, რაც ამერიკის პრეზიდენტებს ახასიათებდათ:

1. ჯორჯ ვაშინგტონი ვხენით ჯირითზე გიჟდებოდა, მეჯინიბეებისაგან კი მოითხოვდა, რომ მისი ცხენი იდეალურად სუფთა ყოფილიყო. ცხენზე ამხედრებამდე პრეზიდენტი ცხენის კბილების სისუფთავესაც კი ამოწმებდა;

2. თომას ჯეფერსონმა თვითონ შექმნა საკუთარი საფლავის ქვის დიზაინი დატექსტიც წინასწარ დაწერა. ამ ტექსტში მისი პრეზიდენტობა ნახსენებიც არ იყო;

3. ჯონ ქვინსი ადამსი ყოველ დილას დედიშობილა ბანაობდა მდინარე პოტომაკში. მას საერთოდ არ უყვარდა სამოსის ცვლა და ათ წელიწადზე მეტი ერთსა და იმავე კოსტუმს ატარებდა;

4. ენდრიუ ჯექსონი გამოუსწორებელი დუელიანტი იყო. ერთ-ერთი დუელის დროს მკერდშიც კი დაიჭრა. ქირურგებმა ტყვიის ამოღება ვერ შეძლეს და ჯეკსონმა სიცოცხლის ბოლომდე სხეულში ჩაჭედილი ტყვიით იცხოვრა;

5. უილიამ ჰარისონის ინაუგურაციის ცერემონია 1841 წელს, საშინლად ცივ დღეს გაიმართა. ახალი პრეზიდენტი იმ დღესვე გაცივდა, მალე მისი გაციება პნევმონიაში გადაიზარდა და ჰარისონი ერთ თვეში გარდაიცვალა ის ამერიკას რეკორდულად მცირე დროის მანძილზე მართავდა;

6. მარტინ ვან ბიურენმა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, საინტერესო მემუარები  გამოსცა, რომელშიც ერთხელაც არ უხსენებია საკუთარი ცოლი;

7. ჯონ ტაილერი ყველაზე მრავალშვილიანი პრეზიდენტი იყო ამერიკის ისტორიაში. მას პირველი ცოლისაგან რვა შვილი ჰყავდა, მეორისაგან - შვიდი. როდესაც მეთხუთმეტე შვილი ეყოლა, პრეზიდენტი 70 წლის იყო;

8. ჯეიმს ბიუქენონი ამერიკის ერთადერთი უცოლო პრეზიდენტი იყო. ის ერთხელ გახლდათ დანიშნული, მაგრამ საცოლემ ნიშნობა ჩაშალა და მას შემდეგ ბიუქენონს დაოჯახების სურვილი არ გასჩენია;

9. აბრაამ ლინკოლნს თავზე მუდამ მაღალი ცილინდრი ეხურა. ქუდის შიგნით პრეზიდენტი წერილებს, კანონპროექტებსა და ჩანაწერებს ინახავდა;

10. ენდრიუ ჯონსონს არასოდეს უვლია სკოლაში. წერა-კითხვა მას მომავალმა ცოლმა, ელიზა მაკარდელმა 17 წლის ასაკში ასწავლა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჯონსონი მხოლოდ საკუთარი ხელით შეკერილ კოსტუმებს იცვამდა.

11. ჯეიმს გარფილდი თავისუფლად ფლობდა ორივე ხელს და პოლიგლოტიც იყო. მას ერთდროულად შეეძლო ცალი ხელით ძველბერძნულად ეწერა, მეორეთი - ლათინურად. ერთხელ მას თითი გაეჭრა, ყურადღება არ მიაქცია, სისხლი მოეწამლა და გარდაიცვალა;

12. ჩესტერ არტურს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გარდერობში ზუსტად 100 შარვალი ჰქონდა;

13. იულის გრანტი მთელი ცხოვრების მანძილზე დღეში 20 სიგარას ეწეოდა. ის ყელის კიბოთი გარდაიცვალა;

14. გლოვერ კლინვლენდმა საიდუმლო ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, რომლის დროსაც დაავადებული ყბის ნაწილი ამოაჭრეს;

15. ბენჯამინ ჰარისონი ელექტროგანათებას ვერ იტანდა და მოითხოვდა, მისი თეთრ სახლში ყოფნის დროს ნათურები გამოერთოთ და სანთლები აენთოთ;

16. თეოდორ რუზველტმა ერთ-ერთი ნადირობისას უარი განაცხადა დათვისა და მისი პატარა ბელის მოკვლაზე. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გაჩნდა ამერიკაში პლუშის სათამაშო დათუნია, რომელსაც დათუნია ტედის ეძახდნენ;

17. უილიამ ტაფტი 136 კგ-ს იწონიდა. მისთვის თეთრ სახლში სპეციალური, დიდი გაბარიტების მქონე აბაზანის დამონტაჟება გახდა საჭირო;

18. უორენ ჰარდინგს ისე უყვარდა პიკერი, რომ კვირაში სულ მცირე, ორ პარტიას მაინც თამაშობდა. ერთხელ მან ბანქოში თეთრი სახლის კუთვნილი ჩინური ფაიფურის სერვიზიც კი წააგო. მის მრჩევლებს კი ამერიკელებმა ”პოკერის კაბინეტი” შეარქვეს, რადგან სწორედ ისინი უწევდნენ  პრეზიდენტს პარტნიორობას პოკერის თამაშისას;

19. კალვინ  კულიჯს დაავადებული კუჭ-ნაწლავი ჰქონდა. მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, მას ღამით 11 საათი ეძინა და დღისითაც აუცილებლად ჩასთვლემდა ხოლმე. პრეზიდენტთან ერთად საძინებელში ორი მოშინაურებული ენოტი ცხოვრობდა;

20. გურბერტ გუვერმა პრეზიდენტობის პერიოდში 16 წიგნი დაწერა და გამოაქვეყნა. ერთ-ერთი წიგნის სათაურია ”თევზაობა მხიარულებისათვის და სულის განსაწმენდად”;

21. ფრანკლინ რუზველტი თეთრ სახლში მის თერთმეტ წინამორბედს ენათესავებოდა;

22. ჰარი ტრიუმენს საყვარელი მოთვინიერებული თხა ჰყავდა, რომელიც მშვიდად ძოვდა ბალახს თეთრი სახლის წინ, მდელოზე;

23. ლონდონ ჯონსონს უზომოდ უყვარდა თანამშრომლებისა და ნაცნობებისათვის საჩუქრების მიძღვნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობიღ ის კბილის ჯაგრისებს არიგებდა. ჯონსონის ბიოგრაფს ათი წლის მანძილზე პრეზიენტის მიერ ნაჩუქარი 12 კბილის ჯაგრისი დაუგროვდა;

24. ჯერარდ ფორდს მშობლებმა 12 წლის ასაკში გააგებინეს, რომ ნაშვილები იყო.;

25. ბილ კლინტონმა თავისი საყვარელი კატის - სოქსის პერსონალური ინტერნეტსაიტი შექმნა;

26. ბარაკ ობამა - მეტი უცნაურობა რაღა გინდათ, ის ამერიკის 44-ე პრეზიდენტია.


5 comments:

Sophie Golden said...

კლინტონის სისუსტე მე მაინც სულ სხვა რამე მგონია ;) :D

Lord Vader said...

@Sophie Golden said...
ლენინს უყვარდა ბავშვები, კლინტონს უყვარდა ქალები.

პატარა ბუში გამოგრჩა. ლოტობდა ერთი პერიოდი. მერე გამოიჩინა ვაჟკაცობა და დაანება თავი.
კიდე ორცხობილის ხრაშა-ხრუში უვარდა და კინაღამ დაიხრჩო ერთხელ.

Zurriuss said...

ვააა, მაგარია!
აშშ–ს ყალთაბანტი პრეზიდენტების შემხედვარე, გულზე მომეშვასავით:))

nino said...

barak obama 43-e ki ara 44-e prezidentia!

vasasi said...

nino: აუ, ვფიქრობდი მაგაზე, რომელია-მეთქი, მეც 44-ე მახსოვდა, მაგრამ, საბოლოოდ, 43-ე გადავწყვიტე.. :D

ჩავასწორებ, არ დავტოვებ ასე.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger