Tuesday, March 23, 2010

გაიტანეთ მაიკო ანუ, ღიმილი მაჩუქე, შე მათხოვარო!

გუშინდელ გადაცემას მინდა შევეხო. ვერ შეგპირდებით, რომ რამდენიმე სიტყვით, მაგრამ მაინც.

ძალიან მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ცოცხალი შოუ. შესაბამისად, საღამოს ათ საათზე მოვკალათდი სავარძელში და მივაშტერდი ტელევიზორს.

განხილვა დავიწყოთ თავიდან, შესაბამისად, წამყვანებიდან. უკვე ყელში ამოვიდა თიკას ზედმეტი ტყლარწვა, უაზრო შეკივილებები და ა.შ. თიკა უკვე არის დუტას მდედრობითი ვარიანტი; ერორზე თითქმის არც ერთი შოუ არ კეთდება, მისი სხვადასხვა სტატუსით მონაწილეობის გარეშე. არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეტყველება მაინც უვარგა სხვებისაგან განსხვავებით. უბრალოდ, თუ ნაკლებს იხტუნავებს და უაზრო ტყლარწვას თავს დაანებებს, უკეთესი იქნება. თიკასთან შედარებით, ვანიკოს არაუშავდა. თუმცა, საერთო ჯამში, ორივე ძალიან ხელოვნური იყო (რასაც ვერ ვიტან).

რაც შეეხება ჟიურის.. ძალიან ბანალურ შეფასებებს აკეთებდნენ. ძამუკაშვილის (ვაპირებ, ამ ადამიანის უფლებები დავიცვა) გარდა, ყველას ერთი და იგივე უთხრეს: რომ თავიდან ეჭვი ეპარებოდათ, რომ არ ელოდნენ ასე კარგად თუ წარსდგებოდნენ, რომ ყველა მონაწილემ ამოცანა შეასრულა..

მაია ასათიანის ფენომენს განსაკუთრებით რომ არ შევეხო, არ შემიძლია. იცით რა მინდა გკითხოთ, ეს ქალი ადრე უბრალოდ, იდიოტი იყო და ახლა უფრო იდიოტი გახდა, თუ მე ვერ აღვიქვამდი ზუსტად მის იდიოტობას? (ამ აბზაცში ”იდიოტი” სუპერფრაზაა). ძალად გაოცებული სახე, იდიოტური, ვითომ ბავშვური (არადა, გულისამრევობამდე საზიზღარი) გამოხედვა, დაყენებული, მანერული ლაპარაკი, სახის მიმიკა..


ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უაზრო წამოყვირებები და კომენტარები, მაგ: გვიყვარხარ, ლაშა და გუჯა (ტაში, მეგობრებო),თან ვითომ რომ კეკლუცობს... მთელი ორი საათი ისე ვიყავი გამწარებული მაიაზე, რომ ვერც ვისიამოვნე შოუთი.
ჰო, მართლა. ორი დღის წინ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე იყო და მაია ნიკო ნიკოლაძის პრემიით დააჯილდოვეს. ეს ისე, უბრალოდ..

რაც შეეხება გამომსვლელებს, დავიწყებ, ვინც მომეწონა იმით:

მომეწონა ილუზიონისტი, გულნაზიც, ქართული ანსამბლი რომ იყო სამეგრელოდან, გიტარისტები (გეგას დავესესხები და, მართალია, 20 წლით დააგვიანეს, მაგრამ კარგად უკრავენ), კანკანის მოცეკვავე ბავშვები გადასარევები იყვნენ (გადასარევი იმიტომ, რომ სიტყვა ”კარგის” ხშირად გამეორება არ მომიხდეს); კორნელი მაისაშვილზე ცოტა არ იყოს, ვინერვიულე და აქვე ერთი დასკვნა გავაკეთე ჩემთვის: სუსტი გული მაქვს..

არ მომეწონა ვერკა და ის ბიჭი (ვერ ვიტან სამეჯლოსო ცეკვებს და ვნერვიულობ ხოლმე, მაგრად იცეკვეს მართლა. თუმცა, მე მაინც გულგრილი დავრჩი), Next level-ის გამოსვლის შინაარსს, მართალი რომ გითხრათ, ვერ მივხვდი. ვერც ნომერი აღვიქვი კარგად იმიტომ, რომ კამერის ხედები აქეთ-იქით დახტოდა. ამ რბილმა ”ლ”-ებმა კი დახურა; არ მომეწონა ინდური ცეკვა (არ მომეწონა და რა ვქნა?!)

არ მომეწონა-მეთქი, ასე უბრალოდ ვერ ვიტყვი ქართული შოუ ბიზნესის ახლადამოწვერილ ვარსკვლავ ირაკლი ძამუკაშვილზე. ჯერ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცს რომ თეთრი შარვალი აცვია, უკვე ჩანს, ვინ იქნება. მერე თუ შავ სათვალეს იკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობლებმა არ იცნონ, ვხვდებით, რომ საქმე არცთუ დალაგებული ფსიქიკის მქონე ადამიანისებრთან გვაქვს. ბატონმა ირაკლიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: ”მინდა ფინალში მოხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ესტრადისკენ მიმავალი გზა ხსნილი მექნება”. მართალია ეს კაცი, ქართული ესტრადა მას ნამდვილად იმსახურებს.

ყველაფერთან ერთად, ნიკა იცით რატომ მომწონს? მშვენიერი პასუხი გასცა ფაცაციას კითხვაზე, თუ რატომ არ მოსწონს ”მაჩუქე ღიმილი”. ეჭვი მაქვს, მაია უარს არ იტყოდა კლიპში მონაწილეობაზე, თან თუ სიყვარულის ობიექტის როლი ერგებოდა, აუჰ, რას ითამაშებდა!..

ამ ადამიანთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი მაქვს, ისეთივე, როგორიც მქონდა კოხორასა და დშნ-დნნ-ზე. უბრალოდ, ამ ადამიანების სახალხოდ გამასხარავებით, საკუთარ თავებს ვამასხარავებთ, იმიტომ, რომ მეტი ტვინი არ გვყოფნის, ესეც საკმარისია, სიცილით რომ ჩავბჟირდეთ. რაც შეეხება იმას, რომ ეს შოუა და ძამუკაშვილი შოუს აკეთებდა, ესეც ტრაგედიაა, რადგან ნორმალურ ქვეყანასა და საზოგადოებაში, ძამუკაშვილი შოუს არ უნდა აკეთებდეს, ქუჩაში კოხორას დანახვაზე სიცილით არ უნდა იხეოდნენ, ზრდასრული ფერხორციანი და ქურქებში გამოწყობილი მანდილოსნები, დშნ-დნნ-ს არ უნდა იწვევდნენ ყველა გადაცემაში რაც კი ქართულ ტელესივრცეში არსებობს, პირში არ უნდა დასცინოდნენ და არ უნდა ხალისობდნენ იმით, რომ ამ დაცინვას ის სერიოზულ კომპლიმენტად აღიქვამს. ამ ადამიანებს არ უნდა ვეუბნებოდეთ, რომ მაგრები არიან, იმიტომ, რომ უბრალო, ჭკუანაკლული ხალხია. თუმცა მე აღარ ვიცი, ესენი არიან ჭკუანაკლულები თუ ხალხი, რომელმაც ისინი გაავარსკვლავა?

ბოლოს ვიტყოდი, რომ ნექსთ ლეველის გასვლა ფინალში, არ მომეწონა, უპედაგოგობაზე თუა ლაპარაკი, არც NewStyle-ს ჰყავს პედაგოგი ჰო, კარგი, გამოვტყდები, არ მინდა ამ უკანასკნელს კონკურენტი ჰყავდეს..

საბოლოო ჯამში, შოუ, როგორც ასეთი, ნორმალური იყო. უბრალოდ, მის ორგანიზატორებთან ერთი მოკრძალებული თხოვნა, რჩევა, სურვილი თუ რაღაც ასეთი მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლებს არ მოგვაკლდება ”ნიჭიერი” 2, 3, 4, 8, 13.. ჰოდა, გთხოვთ, თუ გინდათ, რომ რეიტინგი შეინარჩუნოთ და საიუბილეო, ნიჭიერი 20-იც გავიდეს ეთერში, შემდეგი წრეზე მაია ასათიანი მოაშორეთ!..


11 comments:

tammo said...

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კომენტი შენს წინააღმდეგაა ამიტომ: 1. თიკა იმიტომ "იტყლარჭება", რომ მისი ეს როლი ითხოვს ამას და თიკა თუ არა მის ადგილას სხვა იქნებოდა იგივე ამპლუაში;2. ნუ ამოიჩემებ ხოლმე ადამიანებს, მაია ასეთია და შენ რომ არ მოგწონს ეს შენი სუბიექტური აზრია და ის ადამიანები ვისაც ეს ქალბატონი მოსწონთ ჩემი აზრით მასები სულაც არ არიან:) 3. რაც შეეხება ე.წ კოხორებს ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა აქაც არსებობს ერთი მაგრამ....... არ გინდა ცოტა "გალაითდე?????" შენ როგორ ფიქრობ არ დადგა დრო რომ სულ სტრესში არ ვიცხოვროთ და ცოტა რაღაცაზე გამხიარულების უფლება მივცეთ თავს. მერწმუნე ეს სულაც არაა მარტო ქართული ფენიმენი და ყველა ქვეყანაშია. იყოს შენც რას გიშლის. ხოდა კიდევ ერთი, შენს პოსტებში ძალიან მიკერძოებებს ვხედავ და არ მომწონს, რატომ იცი,არ მინდა ამ ყველაფრის ფინალი მარტო იმის კარგის მტკიცება იყოს რაც მარტო შენ მოგწონს........ იმედია კრიტიკა ასატანი იქნება:)

Dv0rsky said...

ბრავო, ძალიან მაგარი პოსტია :)
გული მერევა მაია ასათიანზე.
და ვაბშე მაგარი მახინჯია.
და ამ სიმახინჯეს თავისი გოიმობით უსვამს ხაზს.
და ნიჭიერს რაც შეეხება...

ნიჭი აქვს იმ გულნაზის, დანარჩენი ყველაფერი ნიჭი კი არა, უნარია :)

აბა, მარშუტკის კბილებით გაწევას ნიჭი უნდა?

clown said...

"აბა, მარშუტკის კბილებით გაწევას ნიჭი უნდა?"

გეთანხმები :))

ხოდა მოაშორეთ მაია ასათიანი...
ზეგადატყლარჭული ემოციების დროს კამერას როგორ შესციცინებს ხოლმე :|
სერიოზულად მაღიზიანებს :\

ხოდა ჟიურში ნორმალური მარტო ნიკაა.. გეგაც ვერაა თავის მატორზე :|

Da-v-iD said...

მემანიშვილმა მართლაც კარგი კომენტარი გააკეთა ფაცაციას კითხვაზე...
ასათიანისთვის კი ყველა "საყვარელია"...
ქართული შოუ პროგრამების "დედა ტერეზაა" :))))

ნან said...

ილუზიონისტი მომეწონა :)

და ეს გულნაზი არ მომწონს. რას ამოვიჩემებთ ხოლმე ვიღაცაებს,

"ნექთ ლეველი" მშვენიერი იყო, ჭიათურაც მომეწონა, კარგათ იცეკვეს.

Sophie Golden said...

@ ნან, აი, ზუსტად ის თქვი, რაც მე მინდოდა.
ეგ სიმღერაა ვითომ? პრინციპში მთელ მსოფლიოში დღეს ბოლო ხმაზე კივილი ჰგონიათ სიმღერა. გულნაზია თუ გულუხეში, საშინლად გამაღიზიანებელია, ბარემ "გამარჯობა, აფხაზეთო შენი" ამღერონ და გავიგებთ, რაშია საქმე :|

მაია ასათიანი მეც ასე მაღიზიანებდა და ახლა რაღაცნაირად მეცოდება. მეეჭვება დაყენებულ-ხელოვნური იყოს, რაღაც კომპლექსები აქვს ბავშვობიდან და რა ქნას =)) ინტელექტიც არ ყოფნის, რამე შეცვალოს საკუთარ თავში, აი ეს ყველაზე ცუდია, ჩემი აზრით.

თიკა კანდელაკი სულ მომწონდა, ლამაზია, ჭკვიანი და საყვარელიც. ვანიკო კიდევ გაწუწულ თაგვს ჰგავს მის გვერდით :D

პირველ კომენტარს რაც შეეხება, ბლოგი იმისთვისაა, რომ შენი აზრები დაწერო, ვინ მოგწონს და ვინ - არა ;)

tammo said...

"პირველ კომენტარს რაც შეეხება, ბლოგი იმისთვისაა, რომ შენი აზრები დაწერო, ვინ მოგწონს და ვინ - არა ;)"

გეთანხმები, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი ესოდენ გაღიზიანება ვასასის რაღაც ტენდენციებმა გამოიწვია, რომელიც ძალიან თვალშისაცემი გახდა ბოლო ხანებში, განსაკუთრებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვიცი რომ მიგებს, ასე რომ ყველაფერზე კვერის კვრას მირჩევნია პირდაპირი ვიყო, აქაც და ზოგადად:))))

როდრიგო სანტორო said...

ვაჰ ჩემი დღევანდელი პოსტიც ამ ყველაფერს უკავშირდება! გეთანხმები ვასასო!

perfect stranger said...

ნიჭიერის თითქმის ყველა გადაცემას ვუყურებ და ყოველ ჯერზე მეშლება ნერვები.
ჟიური არაკომპეტენტურია, კერძოდ, მაია ასათიანმა რაში უნდა შეაფასოს საზოგადოება ვერ ვხვდები.ან თუნდაც ჯავახიშვლის ნახევარფინაში გადასვლა და იმ პატარ ბავშვის ატირება სამართლიანი იყო?!
ამასთანავე, ესენი ეძებენ არა ნამდვილად ნიჭიერებს, არამედ ისეთებს ვინც უკეთეს შოუს მოაწყობს, თუმცა უნდა დავსძინო, რომ ამაოდ, დიდი ვერაფერი.
პროტესტის გრძნობა გამიჩნა როცა ქ–ნ გულნაზი და "ნექსთ ლეველი" გადაიყვანეს ფინალში, ვფიქრობ ახალგაზრდა ილუზიონისტი უფრო იმსახურებდა მომდევნო ტურს.

მოკლედ, ჟიური განსაკუთრებით მიშლის ნერვებს!

ilmfb said...

=))) getanxmebi

ilmfb said...

ილუზიონისტი მომეწონა ..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger