Thursday, March 25, 2010

პასუხი დაუნისაგან


ამ ულამაზესი არსების ვინაობას არ შეგახსენებთ, რადგან რუსული ესტრადა დღესაც ისეთივე პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს აფხაზეთის მოვლენებამდე ან, თუნდაც, აგვისტოს ომამდე იყო. 

უბრალოდ, მინდა შევეხო ინტერვიუს, რომელმაც არცთუ დადებითი ემოციები გამოიწვია ჩემში. 

მეც ადამიანი ვარ და, ძალიან კარგად ვიცი, როგორ არის მისი ტვინი მოწყობილი. იშვიათია გამონაკლისი, რომელსაც შეუძლია იდეის გამო მატერიალურ კეთილდღეობაზე უარის თქმა. ეს სოფო ნიჟარაძემ მოახერხა, რის გამოც მას უდიდეს პატივს ვცემ. თუმცა, ქართველებს არც იმაზე გამოუთქვამთ დიდი პრეტენზია, თუ რატომ დარჩა უამრავი ქართველი რუსეთში სამოღვაწეოდ. ალბათ, ინდივიდუალურია ამა თუ იმ საგნისადმი დამოკიდებულება, რადგან პირადად მე, მომხდარის შემდეგ ერთ წუთსაც ვერ გავჩერდებოდი რუსეთში.

არავის გაულანძღავს თოფურია იმის გამო, რომ საქართველოში არ დაბრუნდა, თუმცა მისი ტონი უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ზემოთმოყვანილ ინტერვიუში კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობს რუსული მედიასივრცე (თუმცა, მე იმის ილუზია ნაკლებად მაქვს, რომ ქეთას რაღაცების მიხვედრა თავისი პატარა ტვინითაც შეუძლია). 

ინტერვიუს მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქეთა ადამიანებად მხოლოდ იმ ქართველებს მიიჩნევს, რომლებმაც ”სწორი” გადაწყვეტილება - რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, დანარჩენი საქართველო კი დებილსა და დაუნ ადამიანებს უკავიათ. აქვე განმარტავს, რომ დებილები და დაუნები ყველა კი არა, მხოლოდ ისინი არიან, ვინც არასწორად მიიჩნევს ქართველის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას (დასკვნის გამოტანა თავად შეგიძლიათ, თუ რამდენი ქართველი შედის ქეთას მიუკარებელთა კასტაში), თათარაშვილის მაგალითზე, თოფურიას სრცხვენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ”უსაფუძვლოდ” აბრალებენ რაღაცებს. არადა, თათარაშვილი სულ რაღაც, ფაქტზე დაიჭირეს, გარდა ამისა, მისი ბინა ნარკოტიკით იყო გატენილი. 

საქართველოში დებილები და დაუნები ცხოვრობენ, აბა, დებილისა და დაუნის გარდა ვინ გააკეთებდა მოდელირებულ ”ქრონიკას?”

ქეთა მხოლოდ მაშინ გვესტუმრება საქართველოში, როცა კონცერტით დაპატიჟებენ, როცა ათასობით ქართველი შეავსებს პაიჭაძესა თუ სპორტის სასახლეს (იქნებ, ლოკომოტივსაც?), იმღერებენ მის სიმღერებს, და ხმებს ჩაიხლეჩავენ ქეთა-ქეთას ყვირლში. მანამდე კი, ქეთას უმაღლესი განათლების მიღების არც დრო აქვს და არც სურვილი. მართალიც არის! რა საჭიროა განათლება, ტვინში შესული ზედმეტი ინფორმაცია ხომ იძულებულს გხდის, ჭამისა და გამრავლების გარდა, სხვა, არამატერიალურ თემებზეც იფიქრო!

თუმცა, ტრაგედია ქეთა თოფურია კი არა, ისაა, რომ არამარტო მას, არამედ, რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერლებს პოპულარიზაციას უწევენ. არა, ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, მათ შემოქმედებით წინსვლაზე დაიწეროს (ჩემი რუსოფობიის მიუხედავად), მაგრამ მაპატიეთ, მაგრამ სულ არ მაინტერესებს არც ქეთას ახალი შეყვარებული, არც ძველი, არც პირველი. არ მაინტერესებს, რა ზომა ფეხსაცმელს ხმარობს, დაიგრძელა თმა თუ გადაიხოტრა, მკერდზე გაიკეთა მორიგი ტატუ თუ უკანალზე, არ მაინტერესებს, როგორ იღებენ ახალ კლიპს, სადაც რუსის ვანია ქეთას ეზასავება, არ მაინტერესებს, როცა ამ კოცნაზე ამახვილებენ ყურადღებას და ჭკუიდან გადავდივარ, როცა ძვირფას საეთერო დროსა და ჟურნალების გარეკანებს უთმობენ. 

წაიკითხავს ახლა რომელიმე ჟურნალისტი ამ პოსტს და მეტყვის, იმაზე ვწერ, რაც საზოგადოებას აინტერესებსო, მაგრამ ტრაგედია ისაა, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა ისიც არ იციან, რომ საზოგადოებას იმ პროდუქტზე აქვს მოთხოვნილება, რასაც აწვდი.

და ბოლოს, ქეთა კითხვას სვამს, ნუთუ მეც მოღალატე ვარო? მოღალატე არა, მაგრამ კარგად დამუშავებული იდიოტი კი ხარ, ჩემი ქეთა, იდიოტი, რომელსაც ”დებილი და დაუნი” ქართველები, ზედაც კი არასოდეს შეაფურთხებენ.

P.S. ვიცავ ცენზურას, შეგიძლიათ, სიტყვა ”იდიოტის” ადგილას, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სიტყვა ჩასვათ.


11 comments:

ilmfb said...

იმიტომ, რომ საქართველოში დებილები და დაუნები ცხოვრობენ. :( puu es rogor tqva ..(tavshi aqvs avardnili O)

tammo said...

გული მომფხანე რა, მთელი დღეა სიტყვებს ვერ ვაწყობ ჩემი უსაზღვრო აღშფოთება როგორ გამოვხატო..........

ნაგავი ნაგავს ითხოვს.....

დიდია, აიტანს

clown said...

ხოდააა... დაუნებზე რატომ იშლით ნერვებს?!


მე მაგალითად არ გამკვირვებია :|

Sadie said...

იმ ქართველებზე რატომ არ ამბობს არავინ არაფერს, რომლებიც ამერიკის, კანადის, საბერძნეთის მოქალაქეობების გამო წლობით ხეხავენ ვიღაცის განავალს? ძალიან მეშლება ნერვები როცა მთელ რუსეთს პუტინით და ჟირინოვსკით საზღვრავენ. აბა წარმოიდგინეთ 1 წუთით,მთელი საქართველო რომ სააკაშვილი და ძმები გრეჩიხები იყოს. არ მიყვარს, როცა ჩვეულებრივი ხალხი პოლიტიკაში და სხვის ცხოვრებაში ერევა.


ქეთა თოფურიას ინტელექტუალური კოეფიციენტი სხვა საკითხია და აქ ამ ინტერვიუს გადამწყვეტი როლი ნამდვილად არ უთამაშია.

vasasi said...

Sadie: მაპატიე, რომ აზრები მაქვს და მაწუხებს.

მე კიდევ, ის არ მიყვარს, ვიღაცა რომ უსამართლოდ მაყენებს შეურაცხყოფას..

თოფურიასა და კანდელაკის ინტერვიუებმა რომ რამე გადაწყვიტოს, კარგად გვექნება საქმე..

კნუტი said...

დებილისგან გვესმის, ჩემო ქეთა...

Lord Vader said...

ულამაზესი ანჯელინა ჯოლია.
და ეგეთ სისულელეებსაც არ ლაპარაკობს.

pretextatt said...

ასეთია დიდი ძუძუს იდუმალი არსი.

Sexლუსტრაცია ახალ ეტაპზე გადავიდა(Y).

Tomushka said...

- ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ომის ინსცენირების სიუჟეტი რომ გაუშვეს, გაგონილი გექნება...
- ჰო, მერე მოდი და ნუ იტყვი, დებილები არიანო. ამას დებილის გარდა ვინმე გააკეთებდა?!


მართალია ეს გოგო და რას ერჩით? :D

გიგას ბლოგი said...

ვაი თქვენს პატრონს. რა უნდა აკეთოს საქართველოში რომ დაბრუნდეს ქართული ესტრადა ხომ უბანძესი მოვლენაა მსოფლიოში, მე სულაც არ ვძრახავ ქეთას, რადგანაც მაინ მიაღწია ძალინ ბევრს და ეს შკარად შესამჩნევია ყველასათვის. (ბრმა და ყრუ ხალხზე არ მაქვს საუბარი)

გიგას ბლოგი said...

რაც შეეხება სოფო ნიჟარაძეს კარგი მომღერალია, მაგრამ არა ისეთი როგორადაც გვაჩვენებენ და თვალებში გვჩრიან

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger