Monday, March 29, 2010

ფანტაზია და მარჯვე ხელები არა?

არ შემიძლია, მოსკოვში დღეს დატრიალებულ ამბებზე ჩემი აზრი არ გამოვთქვა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჩეჩნეთის ომის წინ მოსკოვში დატრიალებულ ამბებს (კორპუსების ცნობილ ტერაქტებს ვგულისხმობ). სცენარი, დაახლოებით ჰგავდა დღევანდელს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, ვფიქრობ, ორმოცი მოსკოველის სისხლის კვალს კრემლი საქართველოშიც დაინახავს.

ოფიციალურად, ტერაქტები ჩეჩნურ დაჯგუფებას აჰკიდეს, თუმცა ქართველების დასადანაშაულებლად ნიადაგი უკვე მომზადებულია.

ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ, (მართლა) დუმის დეპუტატები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ქართული სპეცსამსახურები ჩეჩნების ტერორისტულ დაჯგუფებას წვრთნიდნენ. როგორც მახსოვს, ეს არ იყო ერთჯერადი ინფორმაცია. 

მოვლენებს თუ ამ კუთხიდან შევხედავთ, ადვილი შესაძლებელია, ტერორიზმისთვის ხელშეწყობა ქართულ მხარესც დაბრალდეს. რა მოხდება მაშინ, როდესაც ტერორიზმის წინაამდეგ თავდადებით მებრძოლი რუსეთი მთავარ მტერს კავკასიაში აღმოაჩენს, ძნელი მისახვედრი არაა.

ისედაც, ამ ბოლო პერიოდში, რუსეთისთვის მთელი კავკასია პრობლემად იქცა. მისი მოგვარება კი მხოლოდ კონტროლით შეუძლია. თუ როგორ დაამყარა კონტროლი ჩეჩნეთში, ვფიქრობ, შეხსენებას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში,ჩემი აზრით, მთავარი მაინც ჩრდილოკავკასია იქნება, მაგრამ თუ პუტინის არაჯანსაღ მიდრეკილებას გავიხსენებთ სააკაშვილის მიმართ, სიტუაციიდან გამოძვრომის შანსი ნაკლები გვაქვს.

თუ საქმე დადგმულ სცენართან გვაქვს, მაშინ ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ: ნუთუ თვით ვოვაჩკა პუტინს არ აღმოაჩნდა მეტი ფანტაზია, ამჯერად მაინც რომ მეტი მრავალფეროვნება და დრამატიზმი შეეტანა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიკვდილში?


აი, ესაა აბდაუბდა, მაგრამ მაინც ჩემი კომენტარი.


6 comments:

Da-v-iD said...

tapornaia rabota. grubo no verno. თუ ომი გინდა მიზეზი ადვილად მოსაფიქრებელია

gabo said...

ასეთი ოპერატიული ხელისუფლების მნახველი არ ვარ ერთ საათში დამნაშავე უკვე მონახული ყავდათ კავკასიელი ქალები:) მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩა რომ მორიგი ავანტურისთვის ემზადებიან. ხო რაღაც აღარ მომწონს პუტინის ფანტაზია ამ ბოლო დროს სკოლებში ბავშვების დახოცვას სულ სხვა ეფექტი ქონდა ბევრად უფრო კალიგულასეული იყო ახლა კიდევ ეს მეტრო ეხ:(

Da-v-iD said...

ის კაგებეშნიკია. მისთვის მთავარი მიზანია და სულ ერთია რის და ვის ფასად მივა ბოლომდე. ნორდოსტი. კორპუსები. ბესლანი. ჩეჩნეთის ომი. ეგ ყველაფერიმის ხელზეა. აი 8 აგვისტო ცოტა ვერ გათვალა. სხვა სახელმწიფოსთან მოუწია ომი და სხვა რამ გამოვიდა. თორე არც ეგ იყო შორს. მისი გადმოგდებული ოინი იყო.

Zurriuss said...

თუ შენი პროგნოზები არ გამართლდა, ავიღებ შენს თავს (კუბოკრულ ბერეტიანად)და კლდეს შევატაკებ, მერე სახის ნარჩენებს მივახლი, რომ ორ ერს შორის სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს და გაბრაზებული მტკვარში მოვისვრი... :)

vasasi said...

არ დამინდო... :user:

როდრიგო said...

ეე არ გინდა რა პოლიტ პოსტები :)))ფლიზ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger