Wednesday, March 31, 2010

შერეული პოსტი



დიდი ხანია, მოკვდავთსადარი პოსტი არ დამიწერია. არა, ახლა იმიტომ არ ვწერ, რომ დიდი ხანია არ დამიწერია, უბრალოდ, რომ არ დავწერო, არ ვიცი, ალბათ, კიდევ ერთ თეფშ წიწიბურას შევჭამ და მართლა გავსკდები (ორი უკვე მოვასწარი და ადგილიდან ვერ ვინძრევი).

როგორც იქნა, ხელში ჩავიგდე დიპლომის ინსტრუქცია (წესით, ხელმძღვანელს უნდა მოეცა, მაგრამ უნივერსიტეტში მისვლა მომიწია), დავიწყე წერა და ვერ გავარკვიე, როგორ უნდა მიმეთითებინა ინტერნეტიდან ამოკრეფილი მასალები (არადა, სულ ინტერნეტმასალა მჭირდება). არა, კი ეწერა, მაგრამ მაგალითი ისეთი იყო, ცოტა დავიბენი. ვიფიქრე, მივალ უნივერსიტეტში და გავარკვევ-მეთქი.

როგორც იქნა, მოვიცალე უნისთვის. წინა ოთხშაბათს მივედი (სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევსაა უნიში), მაგრამ გია ჭანტურია თავისი საარჩევნო გეგმის აგიტაციას ეწეოდა საკონფერენციოში და მთელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლობა დარბაზში იყვნენ გახვეტილები, დღეს მივედი და, კონფერენციაზეა ხათუნაო, ექვსამდე არ მოვაო (სახლში წავა იქიდან პირდაპირო, უნდოდა ეთქვა). დასვენებები კი როგორ გვიყვარს ამ ქართველებს, ყველამ ვიცით!.

”ალმა მატერი” მთელი მომავალი კვირა ისვენებს!..

ცოტა არ იყოს, ხერხემალი ამიცახცახდა. ნამდვილად არ ვიცი რა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ვისგანაც ხათუნას ”ასავალ-დასავალი” გავიგე, იმასვე ვკითხე, ხომ არ შეგიძლიათ, დამეხმაროთ-მეთქი. კიო. ვეკითხები, ქვეთავები როგორ უნდა დავაშორო ტექსტიდან, რა მანძილით-თქო.  ეგ ინსტრუქციაში წერიაო (იქ ისე წერია, როგორც მე მაქვს დამთავრებული დიპლომი). რომ ვერ აღმოაჩინა, მერე მეუბნება, რა ვიცი, ხელმძღვანელს ჰკითხეო (ხელმძღვანელი კი ყველა ტექნიკურ საკითხზე ამათთან მაგზავნის). რაღაცებს ბურდღუნებდა, მერე ვეუბნები, ანუ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს გამოვტოვებ, მერე პრობლემა არ მინდა-მეთქი. ოო, ეგ უნდა გაარკვიოო..

მოკლედ, გაგიჟებული წამოვედი. საქმე იმაშია, რომ შარშან ტექნიკურ მხარის მართლა რაღაც სისულელეებზე კინაღამ ჩატოვეს ბავშვები.

ანუკა გვეუბნებოდა მე და ხათოს, თამარაშვილზე მაღაზიაში ფასდაკლება იყო და კედები 8 ლარი ღირდაო. ეგ გამახსენდა და ცხელ გულზე წავედი თამარაშვილზე. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვიპოვე.

მოკლედ, დავაფრქვიე წუწუნი, მაგრამ მადარდებს ეს საკითხი და უნდა ამიტანოთ. ეგ კი არა, ვაპირებ, რომ როცა გე დომენს ავიღებ და მისამართს შევიცვლი, ამ ბლოგის არსებობის შესახებ ბევრს აღარ ეცოდინება. გარშემო ადამიანი არ მყავს, აქ რომ არ იჭყიტებოდეს..

კი ვწერ პოსტებს ამ ბოლო დროს, მაგრამ თითქოს მაგრად დავიკიდე აქაურობა. ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო თემა მაქვს მოფიქრებული, მაგრამ გულს ვერ ვუდებ, რომ დავჯდე და დავწერო. თან ისე დაკავებული ვარ (ფაქტობრივად, არაფრით), რომ, რომ (ეპითეტი ვერ მოვუძებნე)...

ხავლ წავალ გორში. მიყვარს აღდგომა. თან გიმნაზიაში ძალიან მაგარი იქნება ღამისთევა (სხვადასხვა მიზეზების გამო, მიმიხარია იქ რომ მივდივარ..   ).

რასაც ამ ოთხი დღის განმავლობაში ვაპირებ, ესაა, რომ იქნებ დავამთავრო სადიპლომო (ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც) ან რაც დაწერილი მაქვს, ის ავკრიფო, რომ მეორე ნაწილის მოცულობა განვსაზღვრო, რაც შეიძლება ცოტა ვჭამო (2 კილო დავიკელი ამ თვეში, საყვარლად და არ მინდა, აღდგომაზე ერთიანად ამოვინაზღაურო). საერთოდაც, ვაპირებ, რომ 55 კილოზე ჩამოვიდე და გავჩერდე, მიუხედავად იმისა, რომ თავი ნიკა მემანიშვილივით დიდი მექნება..   


ჰხოდა..

რა ვიცი..

ვშფოთავ..


2 comments:

Da-v-iD said...

აღდგომის დღესასწაულზე გინდა დაამთავრო სადიპლომო? მდასს... წითელი კვერცხების ლეწვა და მუსრის გავლება ვის ევალება აბა? :)

vasasi said...

paralelur rejimshi... :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger