Wednesday, March 10, 2010

ჩემი მილანი

ამ პოსტმა ჩამაგონა და ვწერ:

სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად აღარც მახსოვს როდიდან დაიწყო ჩემი და მილანის სიყვარული. ალბათ, ეს მაინც ”მილანს” უკავშირდება. დრო გავიდა, ”მილნი” გაცვდა, მილანი კი დარჩა.

დარჩა ისე, რომ ალბათ, ვერასოდეს ამოვიშლი თავიდან. გამუდმებით ვფიქრობ მასზე და ტანში ჟრუანტელი მივლის როცა ვინმე ახსენებს. 

ჰო, მშურს. მშურს ყველა იმ ადამიანის, რომელიც თუნდაც ერთხელ მაინც ყოფილა ჩემი ოცნების ქალაქში, ერთხელ მაინც გაუსეირნია მის ქუჩებში და იქაური ჰაერით ავსებულა.

მილანში უამრავი რამეა სანახავი: 

1.

ვია მონტენაპოლეონე თავისი სახელგანთქმული კაზებით;

2. 

ლა სკალა. მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო თეატრი, რომლის ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 2000 ევროა;

3. 

ტაძარი, რომელიც მიზიდავს მთელი არსებით: ”სანტა მარია დელლა გრაცია” თავისი, უფრო სწორად, ლეონარდოს ”საიდუმლო სერობით”. მასზე ამბობენ, გამუდმებით ხარაჩოებშია, რადგან ლეონარდოს თავის დროზე თავისი გამოგონილი საღებავით დაუხატავს, რომელიც დიდხანს ვერ ძლებს;

4. 

დუომოს მოედანი (Piazza Duomo), სადაც 1306 წელს აშენებული მილანის საკათედრო ტაძარი დგას. ის ერთ-ერთი პირველი ბაროკოს სტილის შენობაა მსოფლიოში;

5. 

რა თქმა უნდა, სან სირო.  ის ქალაქგარეთ მდბარეობს. სან სირო მსოფლიოში ერთადერთი ქონგურებიანი სტადიონია. ძალიან ლამაზიაო, ამბობენ და მჯერა.

კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ გამომრჩა. თანამედროვე შუშის საოცარი შენობები, მონასტრები, ქუჩები..

ჰო, ერთ მშვენიერ დღეს ჩავალ მილანში. ფეხით მოვივლი მთელს ქალაქს, საკათედროს დანახვაზე გული გამისკდება, მილიონჯერ გავივლი ვია მონტენაპოლეონეზე, გადავიღებ უამრავ ფოტოს და ლა სკალას ბილეთსაც ვიყიდი. ვნახავ სან სიროს, ყველა მხრიდან დავათვალიერებ და ბედნიერებისაგან ავბღავლდები. შევალ სანტა მარია დელა გრაციას მონასტერში და ყბაჩამოვარდნილი მივაჩერდები ”საიდუმლო სერობას”. დავკარგავ დროის შეგრძნებას, დამეხშობა ყველა გრძნობა მხედველობის გარდა და მანამ  არ მოვიცვლი ფეხს, სანამ კინწისკვრით არ გამომაბრძანებენ ტაძრის გარეთ. 

ყველაფერს ვნახავ, ყველაფერს. არაფერს გამოვტოვებ, ჩავყლაპავ ამ ოხერ ქალაქს და თან წამოვიღებ. იმიტომ, რომ სულ ჩემთან იყოს, ჩემთან და ჩემში, რადგან მილანი მარტო ჩემია, მე - მისი და ეს მხოლოდ მე და მილანმა ვიცით. 

დიახ, ყველაფერი ასე იქნება, როცა ჩემს ქალაქში მოვხვდები. ასე, ან უფრო მძაფრად. მე არ მოვკვდები უმილანოდ, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის!.


6 comments:

Natalia said...

:უსერ:

ბოლოს რაღაც დუმბაძისეული ვიგრძენი შენს ნაწერში, სიყვარულის და სითბოს ასე გამოხატვა იცის მანაც :)

მე მჯერა, რომ როცა რაღაც ძალიან გინდა, გისრულდება. მთავარია, რაღაც მომენტში არ დაიღალო, არ მოგბეზრდეს - ყველაზე ხშირად სწორედ ამის გამო არ უსრულდება ადამიანს ოცნებები.

ხოდა, მტკიცე ნებისყოფას გისურვებ :)

nakrina said...

გისურვებ მალე წასვლას და დიდხანს დარჩენას :)
მე კი შთაბეჭდილებებითა და ფოტოებით სავსე პოსტს დაველოდები....
თუმცა წასვლაზე არც მე ვიტყოდი უარს :)

kikito said...

col/qmar mec minda :user:
ertad wavidet :user:

გურამი said...

იცი რა მომინდა? მომინდა ვინმე მდიდარი ადამანი ვიყო, აი ყელში რომ აქვს ამოსული ყველაფერი და ახალ გრძნობებს ეძებს. ხოდა მინდა ასეთი ადამიანი ვიყო, რომ შენი ოცნება აგიხდინო და გაჩვენო რა საშინელებაა, როდესაც ოცნება გიხდება.

vasasi said...

გურ, შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს მილანი, როგორიც ჩემს წარმოდგენაშია, მაგრამ საკუთარ თავს არ ვაპატიებ მის უნახაობას.. :)

სამი ადგილი მაქვს, რომელსაც ყველა ვარიანტში ვნახავ (თუ დამცალდა): 1.ეგვიპტე; 2. ლონდონი; 3. მილანი..

კიდევ მინდა ინდოეთის, მექსიკის, პერუს, ჩილეს, სამხრეთ ამერიკის ნახვა. თუ მატერიალური საშუალება მექნება, ამასაც აუცილებლად ავისრულებ, ზემოთა სამი კი ყველა ვარიანტში იქნება.. :)

diasworld said...

ჩემი მილანიც! <3

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger