Wednesday, March 3, 2010

ცივილიზებული ცხოველის ფანტაზიები I

დღეს დედის დღეა, თუმცა ჩემი პოსტი სულაც არ ეძღვნება იმ კეთილ, თბილსა და გადასარევ არსებებს, თითოეულ ჩვენგანს რომ გვყავს. 

მაშ ასე, მოემზადეთ საშინელებებისათვის. ამ პოსტში მე მსოფლიოში სხვადასხვა დროს გავრცელებულ წამების ნაირსახეობებზე მოგითხრობთ:

1. შაყის კვრა -ეროვნული, ქართული წამებს ნაირსახეობა: მსგავსს ვერსად შეხვდებით მსოფლიოში: ადამიანს ჯერ კიდურებს აჭრიდნენ, შემდეგ თავს;

2. ადამიანს ბარძაყს უჭრიდნენ, გარშემო კანს აცლიდნენ, ცხენის ძუას შემოაჭერდნენ კუნთის გარშემო მჭიდროდ და კრავდნენ. შემდეგ ისევ ზემოდან აკერებდნენ კანს. ჭრილობა ხორცდებოდა და, დროთა განმავლობაში, როდესაც ჭრილობა აღსდგებოდა და ადამიანი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა, ნორმალურად ვეღარ დადიოდა. კუნთების შეკუმშვა-გაჭიმვისას ძუა საშინელ ტკივილებს იწვევდა და ადმიანი თუ დადიოდა, ისიც საშინელი ტკივილით და კუს ნაბიჯებით;

3. იაპონელები დამნაშავეს ერთსა და იმავე მუსიკას ასმენინებდნენ და ჭკუიდან შლიდნენ;

4. დათვებზე ნადირობის ხერხი: ვეშაპის ულვაშს ღუნავდნენ და დებდნენ ქონში. ქონი ხმებოდა და ვეშაპის ულვაში მრგვლად ჩერდებოდა. დათვი მოდიოდა, ამას გადასანსლავდა და მუცელშიც ქონი რომ გადნებოდა, ულვაში იშლებოდა და მთელს შიგნეულს უფატრავდა;

5. შუმერები ეჭვმიტანლის ქვას მიაბამდნენ და წყალში ჩააგდებდნენ. თუ გადარჩებოდა, უდანაშაულო იყო;

6. დომენიკელი ბერების სასჯელი: ადამინს აწვენდნენ მიწაზე, მუცელს უფატრავდნენ, ნაწლავებს გარეთ უყრიდნენ და მერე ზედ ძაღლებს უშვებდნენ, რასაც წამებული თავისი თვალით უყურებდა. შემდეგ ძაღლებს მოაშორებდნენ და წამებული 2-3 საათი კიდევ ცოცხლობდა. მწამებლებს გამოთვლილი ჰქონდათ ნაწლავების დაგლეჯვის ხარისხი და მერე ორი საათის სიცოცხლე;

7. შუა აზიაში ორ ძელსშუა ხელებით ჭიმავდნენ ისე, რომ დამნაშავე ფეხზე იდგა. ასოზე ძუას აჭერდნენ ისე, რომ ვერ მოეშარდა და პირში ძალად ასხამდნენ ლუდს. მუცელი რომ გასკდომამდე დაებერებოდა, დანას ატაკებდნენ და უყურებდნენ, როგორ გადმოდიოდა;

8. ჩინეთში კაცს აკრავდნენ მაგიდაზე, ზემოთ ძაბრი იყო, საიდანაც ყოველ რამდენიმე წამში ეწვეთებოდა ერთი წვეთი ყინულიანი წყალი პირდაპირ შუბლზე. ხუთ სააღში კაცი გიჟდებოდა. უმეტესად კი შუბლი ეხვირტებოდათ;

9. წელსზემოთ შიშველ ობიექტს მაგიდაზე გულაღმა აწვენდნენ, მუცელზე რკინის ვედროს ადგამდნენ, რომელშიც ვირთხა იყო ჩამწყვდეული. ვედროს თავზე ანთებდნენ ცეცხლს, სიცხისაგან შეწუხებული ვირთხა იწყებდა გასაღების ძებნას და რადგან რკინიდან ვერ გადიოდა, მუცლის ჭამას იწყებდა;

10. ობიექტს ხელებით აბამდნენ თოკზე, რომელიც ჭერზე, ჭოჭონაქზე იყო მიბმული, ფეხებზე კიდებდნენ გირებს (50-60კგ), მოქაჩავდნენ თოკს, კიდევ, კიდევ და სახსრები იხსნებოდა;

11. ობიექტს აბამდნენ ვერტიკალურ მდგომარეობაში და თავზე ადებდნენ საწვავი ნივთიერებებით გაჟღენთილ ნაჭერს. შემდეგ ცეცხლს უკიდბდნენ;

12. ობიექტს აჭმევდნენ ბევრს, აძლევდნენ ბევრ სასაქმებელს, მაგალითად, აბუსალათინის ზეღს, ამწყვდნენ საკანში, რომელიც წყლით იყო სავსე წელამდე ან მუხლამდე; 

13. სპარსელები ადამიანს უკეთებდნენ გამაბრუებელ ნარკოტისკ და ტყავის ნახევარს აძრობდნენ, ნახევარი საათის შემდეგ მსხვერპლი გონზე მოდიოდა და ტკივილისაგან ან კვდებოდა, ან ჭკუიდან იშლებოდა. წამების ამ მეთოდს ”წითელი ტიტა” ჰქვია.


P.S. ვიცი, რომ ერთი სული გაქვთ, ამიტომ, გაგრძელება იქნება.. :)


6 comments:

პერწკლი said...

vai, guli :S

clown said...

ვა ან უი :|

kikito said...

brrr gamajriala :D

Lalena said...

ჩემმა ლექტორმა მითხრა ერთხელ უნიში ადამიანმა სრულყოფილებას მხოლოდ წამებაში მიაღწიაო :( გაუგონარ რაღაცეებს ყვებოდა

tammo said...

მგონი აფრიკისკენ ასეთი წამების წესი აქვს: ადამიანს მიაკრობენ ბამბუკის ხის ძირში და ამ ბამბუკის ტოტიდან ჩამოსული წვეთი თავში ხვდება და დროთა განმავლობაში თავს უხვრეტს. ამაზე უარესი სიკვდილი რა გინდა...........


ისე შენ იმაზე გირჩევნია იფიქრო ვულკანით სიკვდილი გირჩევნია თუ ცუნამით :ლოლ:

ნან said...

წამების ყველა ხერხი უნდა ჩამოგვითვალო? :((

გამძვრა სული სანამ ბოლოში ჩავედი. თან მეგობარს ხმამაღლა ვკითხავდი, მაგრამ მეექვსეს მერე გამექცა :D :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger